მამუკა მდინარაძე – ცოლ-ქმარი რომ ლანძღავდნენ ერთმანეთს და ქმარს რომ წამოსცდებოდეს, ჩემი მეუღლეაო, მაგრამ ცოლი ბრაზობდეს, არ ვარ მისი მეუღლეო – ასეთი მდგომარეობა აქვთ „ნაცებს” და გახარიებს

ვერ წარმოვიდგენდი თუ ბარამიძეს ცხოვრებაში რაღაცაში დავეთანხმებოდი მაგრამ, წამოსცდა ან შეგნებულად თქვა სიმართლე, რომ გახარიები მათთან კოალიციაში არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობა“ გახარიას პარტიასთან სამომავლოდ კი არა, დღესაც თანამშრომლობს. მისივე თქმით, არ შეიძლება იყო კოალიციაში „ნაცმოძრაობასთან” და […]
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ექვსი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, ასევე სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. „სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპულის ოჯახის წევრებს […]
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი – გასულ თვეში რუსეთი ფრანგული საპატრულო თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა

გასულ თვეში რუსეთი ფრანგული საპატრულო თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა, – ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. „ერთი თვის წინ, ძალიან კონკრეტული მაგალითი რომ მოგიყვანოთ, რუსეთის საჰაერო მოძრაობის მართვის კონტროლის სისტემა შავ ზღვაში ფრანგული თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა, მაშინ, როცა ჩვენ საერთაშორისო თავისუფალ ზონაში ვიმყოფებოდით, სადაც პატრულირებას ვახდენდით“, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ. სებასტიან […]
თუკი ხელისუფლების პრორუსულობის გჯერათ, ავტომატი უნდა გეჭიროთ და ამხობდეთ მას – პაპუაშვილი ოპოზიციას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია ცდილობს მოსახლეობას მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ ზიზღი გაუღვივოს და ამის გამო პრორუსს ეძახის. ამის შესახებ მან ისაუბრა პარლამენტში 2023 წლის საპარლამენტო საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, როცა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. “რიტორიკულად რომ შევხედოთ, ჩვენს კოლეგებს თავი რომ მოაქვთ, რუსეთისა და პრორუსულობის ძახილით. კომიკურად რომ იქციეს თავი. როგორ ფიქრობთ, ეს ლეგიტიმაციის აღიარებაა, […]
„ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო“ – ჯო ბაიდენის სკანდალური განცხადება

„ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე არის კლიმატი“, – ეს სკანდალური განცხადება ამერიკის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს ეკუთვნის. მან პუტინის მიმართ სალანძღავი სიტყვები გამოიყენა და ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის შესახებ. „ზოგიერთი რამ, რასაც ეს ადამიანი ამბობს, მაგალითად, ნავალნისთან საკუთარი თავის შედარება, განცხადება, რომ ჩვენი ქვეყანა კომუნისტურ […]
კახაძე პაპუაშვილს: მადლობა სიტყვისთვის, რომელსაც ამბობდა კაცი, რომელიც ამას წერდა, განიცდიდა

მე დემონსტრაციულად დავადასტურე ჯერ ტაშით, მერე ავდექი და სპეციალურად, ყველას დასანახად, მე მასმედიას მივმართავ, ჩემი თაობის სახელით, ხაზს ვუსვამ, მამების თაობის სახელით, ავდექი და მადლობა გადავუხადე სრულფასოვანი, დახვეწილი, გამართული და სწორად ორიენტირებული სიტყვისათვის, რომელსაც ლაპარაკობდა კაცი, რომელიც ამას წერდა, ამას განიცდიდა და თავის ქვეყანას ხედავდა უკვე ჩემს ასაკში, თავის შვილების დანატოვარი ამ სიტყვის მეოხებით. დიდი […]
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ევროკოდების დანერგვის ხელშეწყობისთვის ახალ პროექტს ახორციელებს

სამშენებლო ინდუსტრიაში ევროკოდების დანერგვის პროცესს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია “ელემენტ ჰოლდინგისა” და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის განხორციელების გზით გაუწევს აქსელერაციას. ქვეყნის ეკონომიკისათვის სამშენებლო ინდუსტრია ერთ-ერთ წამყვან დარგს წარმოადგენს, შესაბამისად, მისი მოდერნიზაცია და გაძლიერება ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელია. სწორედ ამას უკავშირდება ის ძალისხმევა, რომელსაც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია წევრ და პარტნიორ კომპანიასთან “ელემენტ ჰოლდინგთან” ერთად ინდუსტრიისათვის […]
ირაკლი ჩიქოვანი – ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე ეფექტიანი, პოზიტიური და შედეგისმომტანი ასოცირების საბჭოს სხდომა ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ურთიერთობის მანძილზე, რაც კი აქამდე ჩატარებულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ბრიუსელში ვიზიტი იყო „პოზიტიური და შედეგისმომტანი ვიზიტი ევროკავშირი-საქართველოს და ნატო-საქართველოს ურთიერთობების გზაზე, რაც აქამდე გამართულა“. ჩიქოვანმა ბრიუსელში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი „ინტერპრესნიუსთან“ შეაფასა. თავდაცვის მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის შეფასების შესახებაც ისაუბრა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი იყო უმნიშვნელოვანესი და უაღრესად წარმატებული ევროკავშირი-საქართველოს და ნატო-საქართველოს ურთიერთობების გზაზე. თამამად […]
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ ოპონენტებს ზიზღის ენით ესაუბრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ ოპონენტებს ზიზღის ენით ესაუბრება. ის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტში მედიას შესვლას უზღუდავენ, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს დერეფნებს უშიშროების სამსახური აკონტროლებს. „დღეს ივანიშვილის პარლამენტი გადაქცეული არის „ქართული ოცნების“ ანკლავად, სადაც არ უშვებენ განხილვებზეც კი არასამთავრობო […]
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში ახალწვეულების დემობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში დაარეგისტრირა კანონპროექტი საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ახალწვეულების რეზერვში გადაყვანის შესახებ. უმაღლესი რადას ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის კანონში „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებს ეხება, შესაბამის კომიტეტს განსახილველად უკვე გადაეგზავნა. კანონპროექტის თანახმად, ახალწვეულები, რომელთა ვადა დასრულდა საომარი მდგომარეობის […]