ლაზარე გრიგორიადისის 26 თებერვალს ჩანიშნული პროცესი მოსამართლის შვებულებაში გასვლის გამო გადაიდო

26 თებერვალს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელზეც 2023 წლის მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და სახელმწიფო ბრალდების დასკვნითი სიტყვები უნდა მოესმინა მოსამართლეს, გადადებულია. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს როგორც გრიგორიადისის ოჯახი, ისე ადვოკატები. ადვოკატების თქმით, დასკვნითი სხდომის გადადების მიზეზი მოსამართლის, ზვიად შარაძის შვებულება გახდა – მათ დღეს, 22 თებერვალს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ შეატყობინა მოსამართლის მდივანმა, […]
“ადიგენის ერთ სოფელში 9 მეტრიანი ავაზანიც ვნახე” – ზურაბ ბაუჟაძე

ავაზანი. წყლის ჭურჭელი აჭარაში და მესხეთში. სხვაგან არ ვიცი თუ არის. ადიგენის ერთ სოფელში რამდენიმე წლის წინ 9 მეტრიანი ავაზანიც ვნახე. დღესაც ბევრგან არის. დუშეთში მთაში გვქონდა წყაროებზე მუხის გეჯი ჰქვია. უნიკალურობა იმაშია, რომ ძირითადად მხოლოდ ერთი ხისგან იჭრება და არ აწყობენ ნაერთებით. ზემო სვანეთშიც ბევრ სოფელში შეხვდებით ქვემო ქართლში ქვისებია
“დახვრეტილი ბიჭები, დასახიჩრებული პატიმრები, სამშობლოს ღალატი – ეს პირობები პატიმრობისთვის შეწყალებაზეც მეტია” – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

დღეს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში აქტიურად განიხილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი. როცა ამას ისმენ, გახსენდება მისი ტოტალიტარული რეჟიმის დროს ქუჩაში უმოწყალოდ დახვრეტილი ბიჭები, პროვოცირებული ციხის ბუნტი – ჩახოცილი და დასახიჩრებული პატიმრები, ხოლო გადარჩენილნი სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი. ახლა საზოგადოებამ განსაჯოს და გაავლოს პარალელი, რა პირობებში ამყოფებდა სააკაშვილი პატიმრებს და როგორ კომფორტულად […]
რისთვის ემზადება რუსეთი? – სანგრები და საგუშაგოები – “ორკების მორიგი “შედევრი” – დავით ქაცარავა

2023 წლის მარტიდან რუსებმა აქტიურად დაიწყეს საგუშაგოების ირგვლივ სანგრების გათხრა. ეს გახლავთ ორკების მორიგი “შედევრი”, რომლის დეტალური გადაღება დღეს მოვახერხეთ. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რატომ თხრის სანგრებს ორკისტანი, საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად? კრემლისთვის ასეთი კომფორტული და კოლაბორაციონისტი მთავრობა ქართული ოცნების სახით, რუსებს არასოდეს ჰყოლია საქართველოში. ამისდა მიუხედავად, რუსეთი მაინც აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას და […]
“მიშას უყვარდა თბილისი, კახის კი სძულს…” – თამარ ბუჩუკური

კახა კალაძემ გადაწყვიტა სააკაშვილის “დანაშაულებებზე” ისაუბროს და “მოახდევინოს” სასჯელი ბოლომდე მერამდენე ავტოგოლი უნდა გაუტანოს საკუთარ თავს კ[რ]ახი კალაძემ… კაცს საკუთარი გადაფურთხებულის ლოკვა ასე ძლიერ და ასე უთავმოყვაროდ უყვარდეს, იშვიათია… უკვე აღარ ახსოვს ამ უსინდისოს ვაკის პარკში დაღუპული პატარა გოგო, რომელიც უშუალოდ მისი უწყების კისერზეა… აგო პასუხი თუნდაც ამ დანაშაულზე, მართლაც დიდ ტრაგედიაზე? ილია უნის ლექტორი, […]
ქვისცვენის და ზვავების გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ171 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად […]
გორის მერია – გორში ორი ახალი ქუჩა მოეწყობა

გორში ორი ახალი ქუჩა მოეწყობა. გორის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკა ღვინიაშვილმა ახალი ქუჩების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. მათივე ინფორმაციით, ქუჩის მშენებლობა მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით პროექტზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. „გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩასა და ცხინვალის გზატკეცილს დააკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს […]
რატი იონათამიშვილი – რაც უფრო მეტს ილაპარაკებს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო უკეთ მოხდება მათი ლუსტრაცია და არჩევნებზე საზოგადოებას სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდება

რაც უფრო მეტს ილაპარაკებს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო უკეთ მოხდება მათი ლუსტრაცია და არჩევნებზე საზოგადოებას სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდება , – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. რატი იონათამიშვილის განცხადებით, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე სხდომას არც […]
ბჟანიას განმარტებით, USAID-ის აკრძალვა რუსეთთან “სტრატეგიული პარტნიორობის” ვალდებულებაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, „რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აფხაზეთს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს“, – ეს განცხადება ბჟანიამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით გააკეთა. „თუ USAID- ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2012 წლიდანაა აკრძალული…ამ არც თუ მარტივ პირობებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ფაქტობრივად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, შეგვიძლია ჩვენ, როგორც მოკავშირეებსა და სტრატეგიულ […]
მომხმარებლების დღიური რიცხვი 13 000-მდე შემცირდა – “გალერეა თბილისი”

ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესდა, ყველაზე დიდი ვარდნა ამ ნაწილში ვაჭრობის და მრეწველობის სექტორებში ფიქსირდება. შემცირებულია მოლოდინების ინდექსიც, ყველაზე პესიმისტურად მომავალი წლის მიმართ ვაჭრობის სექტორია განწყობილი. “გალერეა თბილისში” გვიყვებიან, რომ მოლოდინი გამართლდა და მომხმარებელი უკვე შემცირდა. კომპანიის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ადუაშვილის თქმით, დღიური მომხმარებლების რაოდენობამ ბოლო თვეებში 15 000-დან 13 000-მდე იკლო. მისი თქმით, 10%-იანი […]