ყავა Jacobs-ის მწარმოებელი EU-ს სანქციების შემდეგ რუსეთში ბიზნესის გაგრძელებას ეჭვქვეშ აყენებს

Jacobs-ის ბრენდის მფლობელი კომპანია JDE Peet’s-ი აცხადებს, რომ ევროკავშირის ახალმა სანქციებმა რუსეთის ფედერაციაში მათი ბიზნესის მომავალთან დაკავშირებით გაურკვევლობა შექმნა, რამაც აქციების რეკორდული დაცემა გამოიწვია. ამის შესახებ Reuters იუწყება. გასულ აგვისტოში JDE Peet’s-მა განაცხადა, რომ რუსეთში იმუშავებს, როგორც ცალკე ბიზნესი და გაყიდის მხოლოდ ადგილობრივ ბრენდებს. თუმცა, დეკემბრის ევროკავშირის სანქციების პაკეტის ზოგიერთმა ელემენტმა, რომელიც ძალაში შედის 2024 […]

არსებული ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს

ქუთაისის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს. მესხიშვილის თეატრთან მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ზაქრო მამასახლისი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დავა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო და დაჭრით დასრულდა. მას დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობელი საკრებულოს დეპუტატს საკანალიზაციო ჭასთან დაკავშირებული საკითხის გამო ედავებოდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდარზე […]

“სლოვანი” – “შტურმი”. სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაშია

კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „სლოვანი“ „შტურმს“ უმასპინძლებს. სამივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაშია – მასპინძელთა რიგებში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, სტუმართა გუნდში კი ოთარ კიტეიშვილი პირველი შეხვედრა “შტურმმა” 4:1 მოიგო, დღევანდელი თამაში კი ბრატისლავაში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

აზაროვი “მარსელთან” მატჩში სასტარტოშია

ევროპა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „შახტარი“ გასვლაზე „მარსელს“ დაუპირისპირდება. დონეცკურ გუნდში ისევ სასტარტოშია ირაკლი აზაროვი, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოა. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა. მატჩი “ველოდრომზე” თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების ფონზე ისრაელი აგრძელებს ქალაქ რაფაჰის დაბომბვას

22 თებერვალს ისრაელმა, რომელიც იმუქრება ქალაქში ჯარების შეყვანით, საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორის სამხრეთის ქალაქ რაფაჰზე, რომელსაც დაახლოებით 1,4 მილიონი პალესტინელი აფარებს თავს. მსოფლიოს ქვეყნებმა, რომლებიც ცდილობენ მიაგნონ ომის შეწყვეტის გზას, ჯერ წარმატებას ვერ მიაღწიეს. 22 თებერვალს ისრაელში მოელიან აშშ-ის წარგზავნილს, რომელიც შეეცდება ზავის მიღწევას. ბოლო კვირებში მსოფლიოს შეშფოთება მიმართული იყო ქალაქ რაფაჰზე, ღაზის სექტორის […]

„ლიბერთი ბანკმა“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდეთ

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდეს იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან მოყოლებული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, პროცენტის […]

ლაშა ტუღუში – როდესაც მოსამართლის ე.წ. კეთილსინდისიერების შემოწმებაზე მივედით, სიტუაცია გართულდა – „ქართული ოცნებისთვის“ მტკივნეულია ისეთ საკითხებზე მსჯელობა, როგორიც კეთილსინდისიერებაა

როდესაც ე.წ. კეთილსინდისიერების შემოწმებაზე მივედით, სიტუაცია გართულდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორია, ეს დისკუსიები გაგრძელდეს, რაც მარტივი არ იქნება , – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“, ვროკავშირის 9 რეკომენდაციის ფარგლებში საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაზე გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მნიშვნელოვან ცვლილებებზე არასამთავრობო სექტორისგან […]

ზაზა გოგავა – ამ ქვეყანას არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ხელისუფლება ჰყავს

ჩვენ არ ვთხოვთ პრეზიდენტს შეწყალებას, ჩვენ პრეზიდენტისგან ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ამ ყველაფერში განსხვავება არსებობს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. ზაზა გოგავას თქმით, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები მიხეილ სააკაშვილის ბედით და მდგომარეობით უფრო მეტად შეშფოთებული არიან. […]

შალვა პაპუაშვილი – მოლდოვაში მოსამართლეები გაატარეს გადამოწმების ფილტრში, კომისიაში ჰყავდათ ადეიშვილის მოადგილე, ასეთმა ხალხმა თუ უნდა გადაამოწმოს ჩვენთანაც, ამაზე ვერ შევთანხმდებით

მოლდოვაში მოსამართლეები გაატარეს გადამოწმების ფილტრში, კომისიაში ჰყავდათ ადეიშვილის მოადგილე, ასეთმა ხალხმა თუ უნდა გადაამოწმოს ჩვენთანაც, ამაზე ვერ შევთანხმდებით , – ამის შესახებ შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის ფარგლებში საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე ერთადერთი საკითხი იყო, რასაც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია აყენებდნენ ეს […]

შალვა პაპუაშვილი – საკითხი, რასაც ოპოზიცია აყენებს, არის „ვეტინგის“ სისტემა, რომლის მიხედვითაც, უცხოელი, საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში, რა არის საფუძველი, არგუმენტი ვერ მივიღეთ

ის საკითხები, რომლებიც ასახულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კანონპროექტში, მისაღებია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის – ერთადერთი, რასაც ისინი აყენებენ, არის „ვეტინგის“ სისტემა, ამასთან დაკავშირებით დავსვით მთავარი საკითხი: თუ რა არის საფუძველი, არგუმენტი ვერ მივიღეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ვერ დასახელდა […]