ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში – კამპანიის დაგეგმვასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ არ შემდგარა

ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ ჩაერთვება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროცესებში. როგორც კობახიძემ განმარტა, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვასთან დაკავშირებით მათ შორის საუბარი ჯერჯერობით არ შემდგარა. „რაც შეეხება ბატონი ბიძინა […]

პრეზიდენტმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

პრეზიდენტმა 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო. უფრო კონკრეტულად. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო კოჯორში იუნკერების მემორიალი და პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებული იუნკერების მემორიალური დაფა. “სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ […]

ირაკლი კობახიძე – პარტიების და პოლიტიკური სუბიექტების ირიბი დაფინანსება ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით არასწორი პრაქტიკაა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების და პოლიტიკური სუბიექტების ირიბი დაფინანსება ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, არასწორი პრაქტიკაა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, როგორ შეაფასებდა პარტიების არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შესაძლო დაფინანსების საკითხს. ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პარტიების ირიბი დაფინანსების საკითხი მოწესრიგებულია მოქმედი კანონმდებლობით და ამ მიმართულებით ახალი კანონების მიღება არ იგეგმება. „რაც შეეხება დაფინანსებას, საუბარი იყო […]

ახალი საავადმყოფოს აშენება სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესია – პრემიერი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

„ახალი საავადმყოფოს აშენება სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესია, რადგან კლინიკის ინფრასტრუქტურა არ არის კარგ მდგომარეობაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამასთან ერთად, მაქსიმალურად სწორი გზა უნდა გამოვძებნოთ იმისათვის, რომ კლინიკის კოლექტივის ინტერესებიც იყოს დაცული“. „დღეს მექნება შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან. ამის სურვილი თავიდანვე გამოვხატე, უბრალოდ ვიზიტის გამო […]

რუსეთში პოლიციაში დაასმინეს ქალი, რომელმაც ეკლესიაში ნავალნისთვის ლოცვა შეუკვეთა – მედია

რუსეთში, უდმურტიაში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ციხეში დაღუპული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, ალექსეი ნავალნისთვის ლოცვა შეუკვეთა, იგი პოლიციაში დაასმინეს. ქალი უყვება „ოვდ-ინფოს“, რომ 20 თებერვალს ერთ-ერთ ეკლესიაში ალექსეი ნავალნისთვის განსვენების ლოცვის წაკითხვა ითხოვა, ხოლო 22 თებერვალს ეკლესიიდან დაურეკეს და ჰკითხეს, იყო თუ არა მორწმუნე ადამიანი, ვისთვისაც ლოცვა ითხოვა და მისი გვარის დაზუსტება სთხოვეს. რამდენიმე […]

კიდევ ერთი წელი “რეალში”? – ნაკრებში დაბრუნებულ კროოს მადრიდელები ახალ წინადადებას უმზადებენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “რეალი” გუნდის ნახევარმცველ ტონი კროოსს კონტრაქტის 1 წლით გახანგლძრივებას შესთავაზებს. მოგეხსენებათ, 34 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ის ევრო 2024-ზე ითამაშებს. ვეტერან შუახაზელს “სამეფო გუნდთან” კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება და არაერთხელ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს. საბოლოო გადაწყვეტილება თავად კროოსზე იქნება და ის პასუხს ალბათ […]

ევროკავშირმა სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, რომელიც 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი, მე-13 პაკეტი 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. „საბჭომ დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მეორე წლისთავის გათვალისწინებით, შემაკავებელი ზომების მე-13 პაკეტი მიიღო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პუტინის უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომის გაგრძელებაზე და მნიშვნელოვნად უჭერს […]

პრემიერი – ქალბატონ რობერტა მეცოლასთან ძალიან გულწრფელი საუბარი მქონდა, მათ შორის იმ გაუგებრობებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის არსებობდა

ქალბატონ რობერტა მეცოლასთან შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულად ამ საკითხზე, რაც უკავშირდება იმ გაუგებრობებს, რომლებიც არსებობდა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის. სხვათა შორის, პირველი მან ახსენა ეს საკითხი და მადლობა მას ამისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ანტიდასავლურ რიტორიკასთან […]

პრემიერი – სრული გულწრფელობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ წარმოებს

სრული გულწრფელობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ წარმოებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ილია დარჩიაშვილის ელჩად წარგზავნისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მაკა ბოჭორიშვილის დანიშვნის შესაძლებლობას შეეხებოდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ინფორმაცია არსად ვრცელდება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მთავრობაში […]

პაატა მანჯგალაძე – პრობლემურია სასამართლო კორპუსი და სჭირდება კეთილსინდისიერების ტესტზე შემოწმება – წესიერი მოსამართლე ყველანაირ შემოწმებას გაივლის, ასეთი სისტემაში ბევრია

„სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კეთილსინდისიერი მოსამართლე არ შეიძლება, „ვეტინგის” სისტემის წინააღმდეგი იყოს. მანჯგალაძის განმარტებით, მათ ამ სისტემით სურთ, რომ მოსამართლეები გათავისუფლდნენ კლანისგან და ხელისუფლების გავლენისგან. „ვეტინგის” სისტემა გულისხმობს მოსამართლეებისთვის კეთილსინდისიერების ტესტის გატარებას, რაც გულისხმობს მათი ფინანსური ანგარიშების და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას. „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლამდე საუბრობდა, რომ პრობლემურია სასამართლო კორპუსი ამ […]