მამუკა მდინარაძე – ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს, ამაზე ანტიდასავლური კამპანია ვერ წარმომიდგენია

ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს, ამაზე ანტიდასავლური კამპანია მე ვერ წარმომიდგენია. ჩემთვის ეს არის ანტიდასავლური კამპანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ჩემთვის უფრო ანტიდასავლური, ანტიევროპული არაფერია, ვიდრე ის სიცრუე, დეზინფორმაცია და „ნაცების“ მმართველობის, უკაცრავად ჟარგონისთვის, „გაპრავება“ და თუნდაც მათი დღევანდელი საბოტაჟი, ვიდრე თავად ეს კამპანია. როგორ შეიძლება დასავლური […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 თებერვალს 13:00-დან 14:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, გმირის, სააკაძის, ღვინჯილიას, არსუკიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 26 თებერვალს 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში და მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, არმაზი და მიმდებარედ; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, ხევსურთსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე […]

“ღირსია ასეთი ადამიანი ნათლობის მადლის?” – თამაზ ლომიძე

კიდევ ერთხელ მიუნხენში, შტუტგარტში, ფრანკფურტში, ნიურნბერგში და ზაარბრიუკენში მცხოვრებთა საყურადღებოდ ანუ იმ ქალაქების გასაგონად, სადაც არსებობს ჩვენი სამრევლოები, სადაც პირადად გეახლებით ხოლმე ყოველთვე და ტარდება წირვა-ლოცვა: ნუ ეცდებით ტელეფონის ან ვინმე ნაცნობის საშუალებით დაგვიკავშირდეთ და დაუსწრებლად შეათანხმოთ ნათლობა, ჯვრისწერა ან სხვა საეკლესიო საჭიროება. მითუმეტეს, ისეთებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მაგ ქალაქებში ცხოვრობთ და ერთხელაც არ მოსულხართ […]

“ქართველებს ხელფასს უხდიდნენ, უცხოელებს – არა…” – ანტონ ჩიჩკანმა ბათუმის “დინამოს” უეფაში უჩივლა

ბათუმის “დინამოს” ყოფილი მეკარე ანტონ ჩიჩკანი კარიერას პოლონეთის მეორე დივიზიონის ბინადარ კრაკოვის “ვისლაში” განაგრძობს. 28 წლის ბელარუსმა მშობლიურ betnews.by-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ქართულ გუნდს მისი დავალიანება აქვს და ამის გამო უეფაში უჩივლა. “სამწუხაროდ, ქვეყნის ჩემპიონ გუნდს უცხოელი ფეხბურთელების ხელფასების გადახდაზე პრობლემა შეექმნა. ჩემთვის დიდ გამოცანად და საიდუმლოდ რჩება, რატომ ხდება ასე. უდიდესი სახელფასო […]

როგორი იქნება თელავის ახალი აეროპორტი?

თელავის ახალი აეროპორტის კონცეპტ-დიზაინის შესამუშავებლად გამოცხადებული კონკურსი დასრულებულია. კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორი შპს “ხმალაძე არქიტექტორებია”. აეროპორტების გაერთიანებასა და გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება მზადდება. პროექტის მიხედვით, ტერმინალის საერთო ფართი შეადგენს 1,770 კვ. მეტრს და სიმაღლე 7 მეტრს. ჩრდილოეთით კი ექნება ღია ხედი კავკასიონზე. საპროექტო წინადადებების მიღება 2023 წლის 22 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და შესყიდვის […]

რუსეთში მონაცემების ყველაზე დიდი გაჟონვა მოხდა – ქსელში რუსეთის მოქალაქეების შესახებ 500 მლნ ჩანაწერი გავრცელდა

მიმდინარე წელს უცნობი „ინციდენტის“ დროს ინტერნეტში გავრცელდა 500 მილიონი ჩანაწერი რუსეთის მოქალაქეების შესახებ. როგორც „როსკომნადზორი“ იტყობინება, ეს გაჟონვა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის ისტორიაში. „სულ გაიჟონა 510 მილიონი მონაცემი, აქედან 500 მილიონი ერთ ჯერზე. ჩვენ ამას ახლა ვიძიებთ“, – განუცხადა TASS-ს „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელის მოადგილემ მილოშ ვაგნერმა. მილოშ ვაგნერმა გასულ წლებზეც ისაუბრა, მისი თქმით, თუ 2022-2023 […]

ევროკავშირმა სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-13 პაკეტი 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. „საბჭომ დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მეორე წლისთავის გათვალისწინებით, შემაკავებელი ზომების მე-13 პაკეტი მიიღო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პუტინის უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომის გაგრძელებაზე და მნიშვნელოვნად უჭერს მას […]

“კალაძემ პარკირება მასობრივი ძარცვის სფეროდ აქცია” – გიორგი გუგავა

პარკირება თბილისში თუ ძარცვა კალაძისებურად?! კალაძემ პარკირება მასობრივი ძარცვის სფეროდ აქცია, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ახალი პარკირების ინფრასტრუქტურა არ მოუწყვია თბილისში; 10 ლარიანი ჯარიმა 50 ლარი გახდა; ავტომობილის საჯარიმოზე გადაყვანა 60 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა; მასობრივად შემოიღეს ზონალური პარკირების სისტემა, რისი წლიური გადასახადიც 800 ლარია; თუგადაგიცდა ჯარიმის გადახდა უძრავ მოძრავ ქონებას გიყადაღებენ და ოთხმაგს […]

რუსეთში 90 ათასამდე მოქალაქე მოითხოვს ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას

23 თებერვლის დილის მონაცემებით, რუსეთში 89 975 მოქალაქეს ჰქონდა საგამოძიებო კომიტეტისთვის გაგზავნილი მოთხოვნა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცხედრის მისი ოჯახისთვის გადაცემის თაობაზე. წერილების კამპანია წამოიწყო უფლებადამცველმა ჯგუფმა OVD-Info-მა, რომელიც ოფიციალური წერილების გასაგზავნად იყენებს სერვისს Dyatel-ი (Woodpecker). OVD-Info აღნიშნავს, რომ კანონი უზრუნველყოფს მოქალაქის უსაფრთხოებას ამ მიმართვასთან კავშირში. “ადამიანის დევნა აკრძალულია, მაშინაც კი, თუკი მიმართვა უწყებების კრიტიკას […]

“მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს” – ზურაბიშვილი იუნკერთა მემორიალთან მივიდა

“მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს” – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკერების მემორიალთან მისვლის შემდეგ გააკეთა. ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ რა არის მიზეზი, რის გამოც დღეს პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე არ მიიწვია. დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი პარლამენტმა არ მიიწვია ეზოში, სადაც იუნკერთა ხსოვნისთვის პატივი მიეგო. “სამწუხაროდ, იმის […]