ეს მოდელი აბსოლუტურად მიუღებელია – მამუკა მდინარაძე ე.წ. „ვეტინგის“ სისტემაზე

ეს მოდელი აბსოლუტურად მიუღებელია – მამუკა მდინარაძე ე.წ. „ვეტინგის“ სისტემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მესამე სექტორის და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, ევროკომისიის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილ „ვეტინგის“ სისტემაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს სისტემა აბსოლუტურად მიუღებელია. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ხელში ჩაგდებისათვის იბრძვის და „იმიტომ მოიგონეს ეს „ვეტინგიც“. [„ვეტინგის“ სისტემა] აბსოლუტურად […]

ევროკომისია ევროკავშირის ფონდებიდან პოლონეთისთვის 137 მილიარდი ევროს განბლოკვას გეგმავს

ევროკომისია ევროკავშირის ფონდებიდან პოლონეთისთვის 137 მილიარდი ევროს განბლოკვას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კარგი ამბები მაქვს: შემდეგ კვირას ევროკომისია ორ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპულ ფონდებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლა დაბლოკილია პოლონეთისთვის. ეს გადაწყვეტილებები პოლონეთისთვის 137 მილიარდ ევრომდე გამოათავისუფლებს. საუბარია ერთიანობის ფონდიდან სახსრებზე და “ევროკავშირის მომავალი […]

ნეთანიაჰუმ ომისშემდგომი ღაზის საკითხის გადაწყვეტის გეგმა წარადგინა

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის შემდეგ ღაზის საკითხის გადაწყვეტაზე გეგმა წარადგინა. ნეთანიაჰუს გეგმის მიხედვით, ისრაელი ომისშემდგომ ღაზაზე სამხედრო კონტროლს დაამყარებს. პალესტინურმა მხარემ ნეთანიაჰუს გეგმა გააკრიტიკა. გეგმის მიხედვით, ისრაელი ითანამშრომლებს ღაზის სექტორის იმ ადგილობრივ წარმომადგენლებთან, რომლებსაც ჰამასთან კავშირი არ აქვთ. გეგმა ასევე ისრაელს აძლევს შესაძლებლობას მომავალში ჩაერთოს ღაზის სამოქალაქო საკითხებში. პალესტინური ორგანიზაციების მტკიცებით, ეს გეგმა ღაზის […]

დასავლეთი – მეგობარი თუ მტერი: პირველი ეპიზოდი

რა ინტერესი აქვს დასავლეთს, საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიოს და რას ემსახურება ხელისუფლების პროპაგანდა მეორე ფრონტზე? დასავლეთი – მეგობარი თუ მტერი – ტაბულას მოკლე ფილმების სერიის პირველი ეპიზოდი იმ ტყუილთან დაკავშირებით, რომ “დასავლეთი რუსეთთან ომში გვითრევს”. პროექტის მხარდამჭერია ფინეთის საგარეო სამინისტრო.

თქვენი შეკვეთა მიტანილია… მთვარეზე – ნასა

50-წლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკული კოსმოსური აპარატი „ოდისევსი“ მთვარეზე დაეშვა. დედამიწის თანამგზავრზე დაშვების პროცესი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას თვალს, მსოფლიოს გარშემო, მილიონობით ადამიანი ადევნებდა. მოგვიანებით ნასამ, შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ, სოციალურ ქსელ „ექსში“ ვიდეო გაავრცელა წარწერით „თქვენი შეკვეთა მიტანილია… მთვარეზე“. ნასასთვის მთვარეზე ეს პირველი მისია არ არის, თუმცა […]

საქართველოს ხელისუფლება და ,,ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, სწორედ ეს არის მოქალაქეების 85%-ზე მეტის დავალება

საქართველოს ხელისუფლება და ,,ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, სწორედ ეს არის მოქალაქეების 85%-ზე მეტის დავალება დიახ, საქართველოს ხელისუფლება და ,,ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, სწორედ ეს არის მოქალაქეების 85%-ზე მეტის დავალება და ჩვენ ამ დავალებას აუცილებლად შევასრულებთ – ამის […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს. განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და მოლოდინები. „საუბარი შეეხო ამ კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს. აღინიშნა, რომ წელს, პირველად, არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც გულისხმობს ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციას […]

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა. კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული […]

შსს მამის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო […]

უნგრეთისა და იტალიის ნაკრებების მატჩს ქართველი დელეგატი ეყოლება

ფიბას პირველი სანაკრებო ფანჯარა დაიწყო, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს დანიის ქალაქ ნესტვედში დანიშნული მატჩით ჩაებმება. 25 თებერვალს გაიმართება უნგრეთისა და იტალიის ნაკრებთა მატჩი, რომელსაც ქართველი ტექნიკური დელეგატი ეყოლება. ფიბას ერთადერთი ქართველი კომისარი მერაბ რატიშვილი ამ მეტად საპასუხისმგებლო მატჩზეა დანიშნული, რომელიც უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში გაიმართება. მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი) 25 თებერვალი. ევრობასკეტ-2025-ის შესარჩევი მატჩი. […]