გვინეის ხუნტამ რუსეთის საელჩოს გაფრთხილებას ქვეყანაში არეულობის შესახებ პროტესტით უპასუხა

გვინეის სამხედრო ხუნტამ პროტესტი გამოთქვა რუსეთის ელჩის, ალექსეი პოპოვის მიმართ, მას შემდეგ, რაც რუსეთის საელჩომ ქვეყნის დედაქალაქ კონაკრიში შესაძლო არეულობის შესახებ განცხადება გაავრცელა. რუსეთის საელჩომ გაფრთხილება მას შემდეგ გასცა, რაც ხუნტას ლიდერმა პოლკოვნიკმა მამადი დუმბუიამ ორშაბათს, 19 თებერვალს დაითხოვა მთავრობა და ყველა საზღვრის დახურვის ბრძანება გასცა. პოლკოვნიკმა დუმბუიამ, რომელმაც ძალაუფლება 2021 წლის გადატრიალების შედეგად აიღო, […]
უკრაინამ კიდევ ერთი რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო

უკრაინამ კიდევ ერთი რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს. „A-50-მა, ზედმეტი სახელით „ბაიანი“ საკმარისი იფრინა! ვულოცავ ოკუპანტებს „სამშობლოს დამცველის დღეს”! სახლში უნდა იზეიმოთ! მადლობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს და ყველას, ვინც შედეგი უზრუნველყო! მუშაობას ვაგრძელებთ! ერთად გამარჯვებისკენ!” – წერს ოლეშჩუკი. […]
შავი ზღვის თავზე, შესაძლოა, ჩამოგდებულ იქნა რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი

შავი ზღვის თავზე, სავარაუდოდ, ჩამოაგდეს რუსეთის A-50-ის ტიპის მეორე სადაზვერვო თვითმფრინავი. ამის შესახებ ტელეგრამით წერს რუსეთის არმიის მომხრე ბლოგერი, ვლადიმირ რომანოვი, მისი თქმით, თვითმფრინავი ჩამოაგდო მარიუპოლის რაიონიდან ნასროლმა რაკეტამ. რომანოვის ინფორმაცია სხვა წყაროებით ჯერჯერობით არ დასტურდება. უკრაინას ან ცნობაზე განცხადება არ გაუკეთებია. მეორე ვერსიით, А-50 კრასნოდარის მხარის თავზე ჩამოაგდეს. უკრაინის გამოცემა Liga.net-ი “უსაფრთხოების და თავდაცვის […]
შარლ მიშელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა რუსეთ-უკრაინის ომის ორ წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის მაღალჩინოსნები რუსეთ-უკრაინის ომის ორ წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას სახელით ქვეყნდება. განცხადებაში ევროკავშირის ლიდერები უკრაინას ომის დასრულებაში დახმარებას ჰპირდებიან. ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ […]
ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. თითქმის 2-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ექიმებმა თქვეს, რომ პრემიერს ინფორმაცია მიაწოდეს და კლინიკის შენობის დანგრევის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო არგუმენტებზე ესაუბრნენ. მათივე თქმით, პრემიერთან შეხვედრა ხვალ, 24 თებერვალსაც დაიგეგმა. “გვქონდა შესაძლებლობა, სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა პრემიერისთვის. ძალიან ყურადღებით გვისმენდა, შეკითხვებსაც გვაძლევდა. ხვალ კიდევ დამატებით შეგვხვდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ […]
ნარკოლოგი – ინტრავენური ნარკოტიკის მოხმარებით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ – თუ მოხმარების სხვა მეთოდებსაც გავითვალისწინებთ, ქვეყანაში ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი 50 000-ზე ბევრად მეტია

ინტრავენური ნარკოტიკის მოხმარებით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ. თუ მოხმარების სხვა მეთოდებსაც გავითვალისწინებთ, ქვეყანაში ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი 50 000-ზე ბევრად მეტია, – ამის შესახებ ნარკოლოგმა დავით ვადაჭკორიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში სინთეტიკური ნარკოტიკის მოხმარების ხვედრითი წილი ტრადიციულ ნარკოტიკზე ბევრად მეტია, რადგან მათი მოპოვება შედარებით მარტივია. ნარკოლოგის თქმით, სინთეტიკური ნარკოტიკული […]
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე, „მედიახმა” 2024 წლის „ისტორიის მცველებს“ დააჯილდოებს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე,”მედიახმა” 2024 წლის „ისტორიის მცველებს“ დააჯილდოებს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ. მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონია 24 თებერვალს, 11:30 საათზე გაიმართება. „წელს სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა 11 გამარჯვებული უკრაინასა და საქართველოში, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში თავისი წვლილი შეიტანეს რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ნამდვილი ისტორიული ნარატივების წარმოჩენასა და დაცვაში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გაძლიერებაში. […]
ისრაელის დელეგაცია ისრაელი-ღაზის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასასწრებად პარიზში გაემგზავრა

ისრაელის დელეგაცია, მოსადის უფროსის, დევიდ ბარნეას ხელმძღვანელობით, ისრაელი-ღაზის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასასწრებად პარიზში გაემგზავრა. გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობამ გუშინ შეცვალა, მანამდე კი ისინი უარს ამბობდნენ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე. ისრაელის დელეგაცია პარიზში აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორს, კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის მაღალჩინოსნებს შეხვდება. აშშ იმედოვნებს, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და ექვსკვირიანი ჰუმანიტარული პაუზის აღების თაობაზე შეთანხმებას […]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 9 ქულით ამარცხებს

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიას 37:28 ამარცხებს. ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი – თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ჩინებულად გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის […]
მედია – ვოლოდიმირ ზელენსკი მარტში სომხეთში ვიზიტს გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარტში სომხეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა Factor.am თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ახლა უკრაინის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტის მომზადება მიმდინარეობს, მაგრამ ვიზიტის თარიღი საბოლოოდ ჯერ დადასტურებული არ არის. სომხურ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები სწორედ თარიღებზე მიმდინარეობს. ამავდროულად, წყარო აღნიშნავს, რომ ზელენსკის ერევანში ვიზიტი მარტშია მოსალოდნელი. სომხეთში […]