ამინდის პროგნოზი 24-26 თებერვლის ჩათვლით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-26 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, 25-26 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. თბილისში 24 თებერვალს მცირე წვიმა, ხოლო 25-26 თებერვალს მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი […]

მიხეილ სარჯველაძე – მოსამართლეთა უმრავლესობა კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით მხოლოდ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს – მათი ავკარგიანობის რევიზია დამოუკიდებლობის ხარისხს დააკნინებს

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სასამართლო ხელისუფლებაში მოსამართლეთა უმრავლესობა თავისი კვალიფიკაციით, კეთილსინდისიერებით და ყველა მახასიათებლით მხოლოდ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს – მათი ავკარგიანობის რევიზია მათი დამოუკიდებლობის ხარისხს დააკნინებს, – ასეთია დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის პოზიცია ე.წ. ვეტინგის მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. სარჯველაძის თქმით, თუ სასამართლო სისტემაში რაიმე პრობლემა არსებობს, მასზე საუბარი სისტემაში ისეთი „ქირურგიული ჩარევის” გარეშე უნდა მოხდეს, რა ინიციტივითაც […]

ვინც მე მიცნობს, ვისაც ჩემთან და ჩემს გუნდთან შეხება ჰქონია, ყველამ ხომ იცის, რომ ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ – გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 4 წელიწადში, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების რიგს დააყენებენ. ეს ყველაფერი კი იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოვლენ. ამ საკითხზე მან “პალიტრანიუსი”-ს ეთერში ისაუბრა. “როგორც კი გავიმარჯვებთ, იმდენ ინვესტორს შემოვიყვანთ და იმდენ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შევქმნით, რომ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ. ჩვენ ევროპული და ამერიკული ინვესტიციების რიგებს დავაყენებთ. პირდაპირ გეუბნებით, საქართველოს ექნება უსწრაფესი ეკონომიკური ზრდის […]

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

კანადამ გააფართოვა რუსეთთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. შეზღუდვები, რომელთა დაწესება ემთხვევა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მეორე წლისთავს, შეეხო 153 ბიზნესსა და 10 მოქალაქეს. კანადის მიერ შემოღებული სანქციები ეხება სადაზღვევო კომპანიებს AlfaStrakhovanie და RESO-Garantia-ს, სანკტ-პეტერბურგის ბანკს, Ilyushin-ის საავიაციო კომპლექსს, Almaz-Antey-ს კონცერნს, Patriot-ის სამხედრო-პატრიოტულ პარკს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რიგ სტრუქტურებს. სანქციების ქვეშ მყოფ […]

მცველები გააბითურა – აი, ასეთი გოლი გაუტანა მიქაუტაძემ “ლიონს” [VIDEO]

ლიგა 1-ის 23-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ გიორგი მიქაუტაძის გოლით ამარცხებს. მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ მეექვსე მატჩს ატარებს და პირველი გოლი გაიტანა – ის მე-13 წუთზე მცველებს დაუსხლტა და თავისი აღმზრდელი კლუბის კარი დალაშქრა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, სამ პირს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, სამ პირს სანქციები დაუწესა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, სამ პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებული პირები არიან რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორ ვალერი ბოარინევი და ამავე უწყების თანამდებობის პირები – იგორ რაკიტინი და ვადიმ კალინინი. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ზედამხედველობდნენ იმ კოლონიას, რომელშიც პატიმრობას ალექსეი […]

ინდოეთი რუსეთს მოუწოდებს, კონტრაქტით აყვანილი ინდოელი სამხედროები ვადამდე გაათავისუფლოს

ინდოეთი რუსეთს რუსულ არმიასთან დადებული კონტრაქტების დასრულებამდე მისი მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რანდირ ჯაისვალმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე ინდოელი კონტრაქტით მსახურობს საბრძოლო ზონაში და ასრულებს “დამხმარე სამუშაოებს”. როგორც ჯაისვალმა აღნიშნა, მოსკოვში ინდოეთის საელჩო აკვირდება ინდოელების ბედს, რომლებიც რუსულ არმიაში მსახურობენ და ამასთან, რუსეთის ხელისუფლებასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს მათი ვადაზე […]

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მორიგი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინამ რუსეთის კიდევ ერთი, A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმომჩენი აღჭურვილობის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა გაავრცელა. “ვულოცავ ოკუპანტებს მამულის მცველთა დღეს. ჯობდა, სახლში აღგენიშნათ”, – დაწერა ოლეშჩუკმა. Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით, თვითმფრინავი კრასნოდართან ახლოს ჩამოვარდა. 14 იანვრის საღამოს ტელეგრამის რუსულ და უკრაინულ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვის ზღვაში რუსული A-50 […]

მელია: 12-მა ნაფიც მსაჯულმა გადაწყვიტოს, რეალურად მოიპარა კახა კალაძემ ფული თუ არა

მე მიმაჩნია, ჩვენ მიგვაჩნია, რასაც ვისმენ, ბევრს მიაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულების განსჯადობა უნდა გავრცელდეს ბევრ დანაშაულზე, მაგალითად, სამოხელეო დანაშაულზე. ხვალ და ზეგ თუ რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება მხილებული, ბრალი ექნება წაყენებული და შეიძლება პატიმრობა დაემუქროს – არავინ ამ ქვეყანაში აღარ უნდა ჩათვალოს, რომ ის სხვა პოლიტიკოსმა ან პოლიტიკურმა ძალამ დაიჭირა. ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტის განსჯადობა […]

უკრაინის ცნობით, რუსეთის საჰაერო ძალების კიდევ ერთი А-50 ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ ცნობას, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების უკვე მეორე რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს. მასალა განახლებადია