ექიმი – განწყობა არის ისეთი, რომ გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს პირობები – იქნებიან ადამიანები, ვისაც აღარ უნდათ მუშაობა და დატოვებენ კოლექტივს, ხოლო ვისაც სურვილი ექნება უკან დაბრუნდება, ამას არავინ შეეწინააღმდეგება

განწყობა არის ისეთი, რომ გაუმჯობესება მოხდეს იმ პირობებისა, რა პირობებშიც არის რესპუბლიკური საავადმყოფო და შემდგომში, როდესაც აშენდება ახალი, მსოფლიო სტანდარტების საავადმყოფო, რაც ყველასთვის გასახარია, გავაგრძელებთ იქ მუშაობას. რაც მთავარია, რესპუბლიკურის მომსახურება არ მოაკლდება არც ქალაქს, არც ქვეყანას და არც ერთ პაციენტს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა კახი ხუციშვილმა საავადმყოფოსთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე […]

88-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ზივზივაძემ გაიტანა – “კარლსრუემ” გაიმარჯვა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე ერთ-ერთი აუტსაიდერი „კაიზერსლაუტერნი“ 4:0 დაამარცხა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, კომპენსირებულ დროში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მიმდინრე ჩემპიონატზე მისი მერვე გოლია. „კარლსრუე“ 32 ქულით მეცხრე ადგილზეა და 2 მარტს „გროიტერ ფიურტს“ უმასპინძლებს. კაიზერსლაუტერნი – კარლსრუე 0:4 გოლები: 0:1 ვანიტცეკი (51), 0:2 მატანოვიჩი (58), […]

ზელენსკიმ და დასავლეთის რამდენიმე ლიდერმა უკრაინელ ხალხს გოსტომელის აეროპორტიდან მიმართეს

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების მეორე წლის თავზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა ჩაწერა კიევის მახლობლად მდებარე გოსტომელის აეროპორტში, სადაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს რუს მედესანტეებს. „სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო “კიევი და უკრაინა 3 დღეში”. ორი წლის წინ აქ მტრის ჯარებს ცეცხლით შევხვდით. ორი წლის შემდეგ აქ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ვხვდებით“, – […]

ირაკლი კობახიძე: „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროცესი გაჩერდება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მთლიანად გაჩერდება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია, რასაც რამდენიმე კვირაა მოითხოვენ საავადმყოფოს თანამშრომლები. ეს განცხადება კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „ბუნებრივია, მომზადდება შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია“, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, პროცესის შეჩერება გულისხმობს თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის იმ შეთავაზებული კომპენსაციის გაუქმებასაც, რომელზეც ზოგიერთმა თანამშრომელმა თანხმობა […]

ირაკლი კობახიძემ წინა პრემიერის მთავრობის გადაწყვეტილება შეცვალა – რესპუბლიკურის რეორგანიზაცია გაჩერდა მთლიანად

რეორგანიზაცია გაჩერდება მთლიანად, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, ბუნებრივია, მომზადდება,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, პროცესის შეჩერება გულისხმობს თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის იმ შეთავაზებული კომპენსაციის გაუქმებასაც, რომელზეც ზოგიერთმა თანამშრომელმა თანხმობა უკვე განაცხადა. ამასთან, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მთავარია, რომ მან მუშაობა სრული დატვირთვით გააგრძელოს. „რაც შეეხება დანარჩენ […]

ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიას განიცდის – Reuters

დიდი ბრიტანეთის მშპ 2023 წლის ბოლო კვარტალში 0.3%-ით დაეცა, რაც 0.1%-ით ნაკლებია მესამე კვარტლის მონაცემზე. ამის შესახებ Reuters წერს. მეოთხე კვარტალში ვარდნა უფრო დიდი იყო, ვიდრე ანალიტიკოსები მოელოდნენ. Reuters-ის მიერ გამოკითხული ყველა ეკონომისტი, 0,1%-ით კლებას პროგნოზირებდა. გირვანქა სტერლინგი დოლართან და ევროსთან მიმართებაში შესუსტდა. ინვესტორებმა გაზარდეს თავიანთი ფსონები, რომ წელს ინგლისის ბანკი შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს და […]

საავადმყოფოს მშენებლობა ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, პროცესს კერძო სექტორი შეეხიდოს – ირაკლი კობახიძე

საავადმყოფოს მშენებლობა ძალიან ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ჯერ ვერ იტყვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება, განხორციელდეს. „საუბარია შესაბამისი ტერიტორიის პრივატიზებაზე და უშუალოდ რა ფორმით […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკის – ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება

ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დასავლელ ლიდერებთან ერთად ჰოსტომელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჰოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლას გავიხსენებთ, არა როგორც ჩვენი ისტორიის ყველაზე ბნელ მომენტს, არამედ უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ახალი ეპოქის დასაწყისს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, […]

პრემიერი – რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება – სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით, 3 წლის თავზე უნდა დასრულდეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. როგორც პრემიერმა ექიმებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საავადმყოფო უახლოესი 3 წლის განმავლობაში, იგივე შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. „რაც შეეხება თვითონ შენობის მდგომარეობას, მდგრადობის კუთხით პრობლემები არ არის, სხვადასხვა კუთხით – ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რასაც ყველა ადასტურებს. ჩვენ ვეცდებით, რომ თუნდაც, სამუშაო შუალედურ პერიოდში […]

ირაკლი ბერაია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, ბრიუსელში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ქვეყნის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ალიანსის მხრიდან საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. „შეხვედრაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის […]