ლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ისტორიული შანსი გვაქვს – სავსე სტადიონი წნეხი კი არა, მოტივაცია იქნება

21 მარტს, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები თბილისში ლუქსემბურგს შეხვდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა და ფეხბურთელმა ივანდრო სანჩესმა ისაუბრეს: ლუკ ჰოლცი: “შემადგენლობაზე წინასწარ არ ვისაუბრებ. დავაკვირდები, ფეხბურთელები როგორ ფიზიკურ ფორმაში არიან. მოტივაცია ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ ხუთშაბათის მატჩში წარმატებისთვის სხვა ფაქტორებიც იქნება გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი. გუნდში კარგი განწყობაა, ყველა […]

დოქტორ გუდსის ევროპული ონლაინ მაღაზია

5 აპრილიდან დოქტორ გუდსის პროდუქციის შეძენა ევროპელ მომხმარებელს უკვე კომპანიის ონლაინ მაღაზიის საშუალებით,( https://drgoods.shop/ ) ევროპული წარმომადგენლობის იტალიის საწყობიდან შეეძლება. კომპანია ონლაინ შოპის საშუალებით თავის ევროპელ მომხმარებლებს მაქსიმალურად უადვილებს შესყიდვის პროცესს და სთავაზობს მიწოდებას იტალიაში 24 საათში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში კი მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში. ყოველგვარი წინასწარი შეკვეთის, ლოდინის, განბაჟების, მინიმალურ რაოდენობაზე შეზღუდვის და ბიუროკრატიის […]

თემურ სამხარაძემ კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში ევროპისა და მსოფლიოს 17 რეკორდი დაამყარა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ხორვატიამ კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში ღია ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. კონტინენტის პირველობაზე (+120 კგ) წარმატებით იასპარეზა თემურ სამხარაძემ. სამჭიდის ჯამში მან 1063,5 კგ დააგროვა და ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ქართველმა სპორტსმენმა მცირე ოქროს მედლები ცალკეულ მოძრაობებშიც დაიმსახურა და ჩემპიონატზე ევროპისა და მსოფლიოს 17 რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში თემურ სამხარაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც […]

მამუკა მდინარაძე – ჩემი დეიდაშვილი და უახლოესი მეგობარი ემიგრაციაში არიან, მსგავსი რამ „ნაცების“ დროს არ მოხდებოდა, იცით რატომ? – მილიონებს აშოვნინებდნენ და პარტიას დააფინანსებინებდნენ – რაც შეეხება რიცხვებს, 800 000 არის თაღლითობა

პირდაპირი თაღლითობაა რიცხვი 800 000-ის მოტანა, ამაზე დიდი ტყუილი არ არსებობს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების“ დროს ქვეყანა 800 000-მა მოქალაქემ დატოვა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მხოლოდ ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რიცხვით სპეკულირებს და არ ასახელებს ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეების […]

პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ – მოქალაქეებმა მართლა იგრძნეს საკუთარ ჯიბეზე და ოჯახებზე თქვენი მმართველობა – დაპირებული ფაბრიკა-ქარხნები, სამუშაო ადგილები კვლავ არ ჩანს, ორი არჩევანი აქვთ: შეეგუონ სიღარიბეს, ან წავიდნენ

საქართველოს მოქალაქეებმა მართლა იგრძნეს საკუთარ ჯიბეზე და ოჯახებზე თქვენი მმართველობა და ასიათასობით მოქალაქემ დატოვა საქართველო, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობას და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელსაც პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. გარდა ამისა, მანჯგალაძის თქმით, ბოლო 10 წლის მანძილზე პოლიციის რიგები დაახლოებით 7 000-მდე ადამიანმა დატოვა, აქედან უმეტესობა […]

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის პოლიციის ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შესაძლოა მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზარდოს. „შუადღის პირველ საათზე მტერმა ქალაქი დაბომბა. რვასართულიანი შენობა და საწარმო-სახელოსნო დაზიანდა. ხანძარმა 1000 კვადრატულ მეტრზე მეტი მოიცვა“, […]

მაია ბითაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა თავმჯდომარეობდნენ. „კომიტეტის მიმდინარეობისას იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა- ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული უსაფრთხოება: ევროკავშირის ენერგეტიკის კანონმდებლობასთან და პოლიტიკასთან დაახლოება აღმოსავლეთ ევროპის კანდიდატ […]

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე“ შექმნილი გვერდის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯის და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაპირდა. თუმცა ნივთების გამოწერა არ უზრუნველყო და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 259 […]

ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს “მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის” და “საფინანსო სექტორის მიმოხილვის”. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, როგორც წინა თვეში, მიმდინარე თვის ანგარიშშიც საბანკო სექტორის მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვითაა განახლებული. „გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა. მარტის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული […]

რა არის და რისი გაკეთება (არ) შეუძლია ვეტინგს

“საქართველოს შეუძლია ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით (რომლებსაც გადამწყვეტი როლი ექნებათ) კანდიდატებისა და ამჟამად სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობაზე დანიშნული პირებისთვის” – წერია ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში, რომლის საფუძველზეც ჯერ 2023 წლის ნოემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაიცა, ხოლო დეკემბერში კვლავ ამ პირობების შესრულების დათქმით სტატუსი საბოლოოდ მოგვენიჭა. ევროკომისია არაპირდაპირ რეკომენდაციაში ხაზს უსვამს […]