რუსეთმა ხარკოვი დაბომბა, არის მსხვერპლი

20 მარტს რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე მიიტანა იერიში. ქალაქის ერთ-ერთი უბნის დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაცია, უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის მერმა გაავრცელა: „ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ხარკოვის ერთ-ერთ უბანს. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს”, – განაცხადა სერგეი ბოლვინოვიმ. მოგვიანებით დადასტურდა, რომ დაბომბვას მსხვერპლიც მოყვა.
ტრამპი უზენაეს სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტებისთვის “აბსოლუტურ იმუნიტეტს” სთხოვს

სამშაბათს დონალდ ტრამპმა 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაზე კრიმინალური იმუნიტეტის მიღების სურვილით, შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში წერილი შეიტანა. ტრამპი ირწმუნება, რომ ყოფილ პრეზიდენტს „თავის ოფიციალურ ქმედებებზე კრიმინალური სასამართლო დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი იცავს“. საქმე 25 აპრილს უნდა განიხილონ. ტრამპმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს უარი სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ყოფილმა პრეზიდენტმა მოითხოვა იმუნიტეტი იმ კრიმინალურ საქმეზე, რომელსაც საგანგებო […]
„ეს არის „ქართული ოცნების“ გამარჯვების ძალიან მარტივი გზა“ – ვალერი გელბახიანი

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი. – „ხალხის ძალა“ პარტიად გარდაიქმნა, კიდევ ერთი პრორუსული პარტიაც დარეგისტრირდა, რომელსაც ოთარ ფარცხალაძეს უკავშირებენ. როგორ ფიქრობთ, ეს პარტიები 5%–იან ბარიერს გადალახავენ და პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციას შექმნიან, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოაგროვებს უმრავლესობისთვის საჭირო ხმებს? – არა, ვერც ეგ პარტიები, ვერც „პატრიოტთა ალიანსი“და ვერც […]
რუსთავში ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა. კომპლექსის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია. „დღეს რუსთავში დიდი დღეა, ქალაქს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი. სპორტის […]
მხარი დაუჭირე ეროვნულ ნაკრებს, ისარგებლე საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათის შეთავაზებებით

21 და 26 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში მნიშვნელოვანი მატჩებია ჩანიშნული – საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს აქვს შესაძლებლობა, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზოს. ამ შესაძლებლობის მოსაპოვებლად, 21 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ყაზახეთისა და საბერძნეთის შეხვედრის გამარჯვებულ გუნდთან მატჩს 26 მარტს გამართავს. სადაც, გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები […]
ირაკლი ანთაძე – ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა

თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლებმა, – ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში გამართული რიგით 118-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა. როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხად […]
ვახტანგ გომელაური – ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ძვირფასო ოპოზიციავ, თქვენც – ჩვენ მზად ვართ, ყველასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ, ეს ქვეყანა ყველასია, ამიტომ რაც სწორია, ყველაფერს გავითვალისწინებთ

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას დეპუტატებს კონსტრუქციულობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გომელაურმა განაცხადა, საქართველო ყველასია, ამიტომ მზად არის, ყველასთან დასხდეს და ისაუბროს და რაც სწორია, ყველაფერს გაითვალისწინებს. „ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, ძვირფასო ოპოზიციავ თქვენც, ასევე. დღეს ისე თუ ასე მაინც კონსტრუქციული გამოვიდა. შეიძლება, ვინც ტელევიზორს უყურებდა […]
ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დისკუსია მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხზეც გაიმართა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში დღეს გამართულ შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხზეც. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. “საგაზაფხულო სამუშაოები არის ჩვენი დისკუსიების ის ნაწილი, რომელიც განიხილება თავისუფალი გადაადგილების კონტექსტში და თავისუფალ გადაადგილებას მიეძღვნა დღევანდელ შეხვედრაზე ვრცელი დისკუსია, როგორც, უშუალოდ, თავისუფალი გადაადგილების კუთხით, […]
ირაკლი ქარსელაძე – სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რეგიონებში სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების 8 პროექტს ახორციელებს. წელს დასრულდება ახალციხისა და ზუგდიდის, სოფელ არხილოსკალოს სპორტული კომპლექსების, ბოლნისისა და წნორის მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სპორტული კომპლექსები და საცურაო აუზები უკვე […]
ამერიკული FARA-ს კანონის მიღების გარეშეც, თითქმის ყველა ნაცრადიკალმა თავი გამოავლინა
ამერიკული FARA-ს კანონის მიღების გარეშეც, თითქმის ყველა ნაცრადიკალმა თავი გამოავლინა ჩალა უფრო ძვირია, ვიდრე ნაცაქტორების ე.წ. ტენდენციური ანგარიშები, ე.წ. ანალიტიკა, მოწოდებები თუ უყალბესი შეშფოთება-აღშფოთება, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოებისგან გვესმის, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა – შეგახსენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „დროას“ რომელიც ხან […]