გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი – იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება – ასეთი ლოკაციები დედაქალაქში ბევრია

„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, მარინა არაბიძის განცხადებით, დედაქალაქში იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება. ამასთან, როგორც მან „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქალაქ რუსთავში მყარი ნაწილაკების შემცველობის კლება აღინიშნება. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, გოგირდის დიოქსიდი არანაირ გამოწვევას არ წარმოადგენს, ისინი თითქმის ნორმის ფარგლებში […]
ნიკოლ ფაშინიანი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ენტონი ბლინკენი სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 5 აპრილს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ და სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ, – ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანზე, არმენ გრიგორიანზე დაყრდნობით ავრცელებს. „მიმდინარე წლის 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და […]
ენტონი ბლინკენი – აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს

აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთში ვიზიტისას, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ, რეალურად, რეზოლუცია გვაქვს, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წარვუდგინეთ. იგი მძევლების გათავისუფლებასთან ერთად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნები მას მხარს დაუჭერენ“, […]
ანა ბუჩუკური – ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვაში პირველივე დღეებიდან ჩავერთვებით – ნებისმიერი პროპაგანდა არის ცუდი, ხოლო ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა კიდევ უფრო ცუდი

პოლიტიკური ჯგუფის, “საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, მათი გუნდი ლგბტ პროპაგანდის თემაზე დაანონსებული კანონპროექტის განხილვაში აუცილებლად ჩაერთვება. “განხილვის პროცესში პირველივე დღეებიდან ჩავერთვებით. ნებისმიერი პროპაგანდა არის ცუდი, ხოლო ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა კიდევ უფრო ცუდი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ პარლამენტში მიმდინარე კვირას […]
კახა კალაძე – 1-ელ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება

1-ელ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მძღოლებს გასული წლის პირველი აპრილიდან საკუთრებაში გადაეცათ A კატეგორიის ტაქსის ნებართვები, რისი გააქტიურებისთვის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ. „გაითვალისწინეთ, რომ 1-ელ აპრილამდე გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. […]
თბილისის მერი მოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამს ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მოქალაქეებსა და სტუმრებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისში, როგორც მულტიკულტურულ ქალაქში, ისე მთელ საქართველოში ამ დღესასწაულს არაერთი ადამიანი აღნიშნავს. „გუშინ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული დაიწყო. მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს და სტუმარს, ვინც დღევანდელ დღეს ზეიმობს. ეს არის […]
გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინელების მიერ ბელგოროდის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა – გრაივორონის მერი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დღეს დილით, ქალაქ ბელგოროდისა და ბელგოროდის რაიონის დაბომბვის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, – ამის შესახებ გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაბომბვის შემდეგ ბელგოროდის დაახლოებით 5 ათასი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამასთან, გრაივორონის მერმა, გენადი ბონდარევმა მოსახლეობას მოუწოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის გამო, დროებით დატოვონ ტერიტორია. “მივმართავ […]
ირაკლი კობახიძე ქართველ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური მადლობას უხდის თითოეულ მესაზღვრეს პატიოსანი და დაუღალავი შრომისთვის. „ქართველ მესაზღვრეებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მესაზღვრეს პატიოსანი და დაუღალავი შრომისთვის და ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები”, – აღნიშნავს პრემიერი.
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მათთვის დამატებითი ღირებულების მქონე სხვადასხვა სერვისის, თუ პროდუქტის შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. მათი ცნობით, იმ შედეგების გასაზიარებლად, რაც „საქართველოს ბანკისა“ და USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორობის შედეგად იქნა მიღწეული, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. „ღონისძიების მიზანი იყო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და „საქართველოს ბანკის“ 3 […]