თბილისში ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ჩამოვიდნენ

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ინფორმაციით, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ჯონ მალკოვიჩი და მსახიობი ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვივნენ. მათი მონაწილეობით სპექტაკლს „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ მაყურებელი 22 და 23 მარტს იხილავს. მსახიობები „თეატრი სახელოსნო 42“-ს ესტუმრნენ და რეჟისორ ლევან წულაძეს შეხვდნენ.
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ

ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს. ამ მატჩში მოგებული ფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. თბილისში თამაში 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო ათენში – 23:45 საათზე. ყაზახეთში ჩვენი შეხვედრისადმი ინტერესი იმდენად დიდია, რომ პირდაპირ ტელეტრანსლაციას ტელეარხი Qazsport-ი განახორციელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: აღებულია ავდეევკასთან მდებარე კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი

ხუთშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა აიღეს უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელი ტონენკოე. ეს მოხდა „დაჯგუფება ‘ცენტრის’ ქვედანაყოფების შეთანხმებული მოქმედებების შედეგად“, – ნათქვამია რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებაში. უკრაინის მხარეს ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის გენერალური შტაბის დილის ანგარიშში ტონენკოე მოხსენებულია იმ დასახლებულ პუნქტებს შორის, რომელთა რაიონში უკრაინის ჯარები აკავებდნენ მოწინააღმდეგის იერიშებს. ტონენკოე განლაგებულია ავდეევკის […]
ანდრია ჯაღმაიძე დავით ხიდაშელზე – ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა და იცავენ ადამიანებს, რომელნიც, რომ არა ეკლესიის და ქართველი ერის ერთად დგომა, ქვეყანას, დედასამშობლოს, არა მარტო ისტორიულ, არამედ საკრალურ ტერიტორიებსაც დააკარგვინებდნენ

ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა და იცავენ ადამიანებს, რომელნიც, რომ არა ეკლესიის და ქართველი ერის ერთად დგომა, ქვეყანას, ჩვენს დედასამშობლოს, არა მარტო ისტორიულ, არამედ საკრალურ ტერიტორიებსაც დააკარგვინებდნენ, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხისადმი ახალი დეზინფორმაციის საშუალებად დავით ხიდაშელს სახელი […]
საქართველოს ნაკრების ფასი ლუქსენბურგისას 4.7-ჯერ აღემატება

დღეს, 21 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს. transfer markt-ის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების ღირებულება $145.35 მილიონს შეადგენს და მოწინააღმდეგე გუნდის ღირებულებას ($30.53 მილიონი) 4.7-ჯერ აღემატება. ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც €80 მილიონს შეადგენს, თუმცა ის აღნიშნულ მატჩს გამოტოვებს. ამის მიზეზი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო […]
საქართველო ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურებით 134 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა — კვლევა

შვეიცარიული ორგანიზაცია IQAir მყარი ნაწილაკებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც 134 ქვეყნის 7 812 ქალაქი მათ შორის, თბილისი და რუსთავი მოხვდა. ანგარიშის მიხედვით, ჰაერის PM 2.5 ნაწილაკების დაბინძურებით, რომელიც ჰაერში 2,5 მიკრომეტრის დიამეტრის მქონე ნაწილაკების არსებობას გულისხმობს, თბილისმა 7 812 ქალაქს შორის 1 658-ე ადგილი დაიკავა, რუსთავმა მასზე უარესი შედეგი აჩვენა – […]
მდინარაძე ჟურნალისტებს: ივანიშვილმა თავი გადადო, რომ მათ შორის, სულელური კითხვები დაგესვათ

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი, სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია ყოფილიყო. თქვენც ასე წყნარად, ღიმილით დაგესვათ ასეთი კრიტიკული კითხვები, როგორსაც ახლა მეკითხებით – მათ შორის, სულელური კითხვებიც და ამაზე არავინ გამოგკიდებოდათ. სულელურია ყველა კითხვა, რომელიც გულისხმობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობასთან შედარებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა. ეს არის მარაზმატიკული, მოღალატეობრივი და სულელური კითხვა, რომელიც შეიცავს მოცემულობას, რომ […]
უკრაინის EU-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ უნდა წავიწიოთ – კალასი

ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა ბრიუსელში, სადაც ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა, განაცხადა: ვისაუბრებთ უკრაინაზე, ესტონეთმა ახლახან დაამტკიცა დახმარების მერვე პაკეტი 20 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებისა და იმედი მაქვს, რომ ყველა იმავეს გააკეთებს. მეორე საკითხი, რაც ძალიან მნიშვენლოვანია, იმედი მაქვს, რომ გავხსნით მოლაპარაკებებს უკრაინასთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მივიღეთ, ამიტომ წინ უნდა […]
რუსული სატვირთო მანქანები, “გაი” და ჩხრეკა – რაზე ხუჭავს თვალს ოცნება და რატომ? – DRI–ის სკანდალური განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) ეჭვს გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის შესაძლო გამოყენებაზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით. DRI-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მათი საკონტაქტო პირების ინფორმაციით, გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საკონტაქტო პირების ინფორმაციით, გასულ […]
TBC-ის მენეჯერებმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციები გაყიდეს

TBC Bank Group PLC-ის დირექტორის მოადგილეებმა ნინო მასურაშვილმა და თორნიკე გოგიჩაიშვილმა აქციები გაყიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს. კერძოდ, მასურაშვილმა თავისი კუთვნილი 10,149 ცალი ჩვეულებრივი აქციით ივაჭრა (ნომინალური ღირებულებით £0.01), საშუალო გაყიდვის ფასით £32.37. 19-20 მარტის ტრანზაქციის შედეგად მან £328,503.58-ის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება თორნიკე გოგიჩაიშვილს, მანაც პრაქტიკულად იგივე რაოდენობის აქციები გაყიდა 10,152 ცალი, საშუალო […]