ნობელიანტები ბელარუსის მთავრობას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

ნობელის პრემიიერ 30-მდე ლაურეატი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ასობით პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, 2022 წლის ნობელიანტი, ვეტერანი უფლებადამცველი ალეს ბიალიაცკი. წერილში, რომელსაც ხელს ნობელის 27 ლაურეატი აწერს, მათ შორის ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსეევიჩი და რუსი ჟურნალისტი დმიტრი მურატოვი, ვკითხულობთ, რომ ბელარუსის 50 000-ზე მეტი მოქალაქე “პოლიტიკური რეპრესიების” მსხვერპლია მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში […]

„სამწუხაროდ, ბაზრის კვლევის კულტურა ჯერ კიდევ არ გვაქვს“ – “მკისას“ კომერციული დირექტორის რჩევები

კომპანია „მკისას“ კომერციული დირექტორის გიორგი გუდაბანძის შეფასებით, საქართველო არაა იმ ზომის ბაზარი, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვიყოთ. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და მწარმოებლებს კოლაბორაციისკენ მოუწოდა. გიორგი გუდაბანძის აზრით, რომელიც საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელიცაა, კოოპერაციის გარეშე, საქართველოს ექსპორტიორებს მომავალი არ გააჩნია. კომპანია „მკისას“ ბოლნისში 40 ჰა-ზე გაშენებული აქვს ნუშის ბაღი – პირველი მოსავალი […]

„ექსტრემიზმის“ ბრალდებით რუსეთში გეი ბარის ადმინისტრატორი და არტ დირექტორი დააკავეს

რუსეთის ქალაქ ორენბურგში დააკავეს ადგილობრივ გეი ბარ Pose-ის არტ დირექტორი და ადმინისტრატორი. როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ იტყობინება, ეს არის პირველი მსგავსი საქმე რუსეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მიიღეს ჰომოფობიური, რეპრესიული კანონი არარსებული „საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანება ლგბტ-ს“ წინააღმდეგ. „მედუზას“ ცნობით, გეი ბარის თანამშრომელთა დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ინტერნეტის უსაფრთხოების ლიგის“ ხელმძღვანელმა ეკატერინა მიზულინამ, რომელიც სწორედ […]

ესპანელ ჟურნალისტს რუსეთი დაატოვებინეს ჯარისკაცთა ცოლების აქციების გაშუქებისთვის

რუსეთის ხელისუფლებამ ვიზა არ გაუგრძელა ესპანური გაზეთის, El Mundo-ს კორესპონდენტს, ხავიერ კოლასს და მას ერთი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. El Mundo-ს თანახმად, კოლასს პრობლემებით დაემუქრნენ, თუკი ის რუსეთს არ დატოვებდა ვიზის ვადის გასვლამდე. რეპორტიორმა დატოვა ქვეყანა. „ძნელია, საკუთარი ცხოვრების თორმეტი წელი ერთ ღამეში ჩატენო სამ ჩემოდანში და კარი გაიხურო, თან იცოდე, რომ ხვალიდან ეს […]

ილია თოფურიამ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარი წარადგინა

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარი წარადგინა. როგორც ცნობილია, ილია თოფურიამ ქამრისთვის ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. ილია თოფურია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს ხვდება

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს ხვდება. მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს. ლუქსემბურგთან წარმატების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი, ასევე, თბილისში შედგება, სადაც საქართველოს ნაკრები უკვე ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის […]

ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული გამოცემა Magyar Nemzet-ი ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთში არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პუტინს წერილი მისწერა, რომელშიც “არჩევნებში გამარჯვება” მიულოცა. ორბანის წერილის თანახმად, ის მოხარულია, რომ უნგრეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, რაც ახლანდელ, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ […]

წელს 10 სპეციალისტს გამოვუშვებთ – ESCO-S-ისა და USAID-ის თანამშრომლობის შედეგები

ESCO-S-ის დამფუძნებლის ზაალ ხელაძის თქმით, კომპანიას სპეციალისტების პრობლემა ჰქონდა, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით, პროფესიული გადამზადების პროგრამით გადაჭრა.

აშშ-ის კონგრესი მთავრობის დახურვის თავიდან აცილებას ცდილობს

შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერთა განცხადებით, ისინი სამთავრობო ბიუჯეტის ძირითად ნაწილზე შეთანხმდნენ. ორპარტიული ზომა 1.2 ტრილიონ დოლარს მოიცავს და აერთიანებს თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და სხვა პროგრამებისთვის განსაზღვრულ საბიუჯეტო ხარჯებს. კონგრესის მომლაპარაკებლებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება 21 მარტს, დილით ადრე გააკეთეს. ეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანონმდებლებს ორ დღეზე ნაკლებ დროს აძლევს იმისთვის, რომ კანონპროექტის დამტკიცებით, მთავრობის დახურვა […]