საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა და ფინალში გავიდა

საქართველო-ლუქსემბურგს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით – 2:0 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში გავიდა. მატჩში ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩატარდა. ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი, ასევე, თბილისში შედგება, სადაც […]

კახა კალაძე – ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ვულოცავ საქართველოს!

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს ნაკრებს და მთელ საქართველოს გამაჯრვებას ულოცავს. „არის! გამარჯვება ჩვენია! ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ვულოცავ მთელ საქართველოს! საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის გამარჯვებულია. კიდევ ბევრი წარმატება გვეზეიმოს!“, – წერს კალაძე “ფეისბუქზ“. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პლეიოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგი დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ბუდუს დუბლით – საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში, წვიმიან ამინდში, საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი, ორთავდამსხმელიანი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და როგორც მოსალოდნელი იყო თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას. პირველი მომენტი მე-13 წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ ზივზივაძემ ბურთი ძელს გაარტყა. მეტოქე პრესინგს მიმართავდა, ტემპის დაგდებას და კონტრიერიშებზე მოქმედებას ცდილობდა. შემდეგ ბუდუმ ბურთი მეკარეს […]

არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამრეწველო ექსპორტი 3 წლის განმავლობაში Dh70 მილიარდით გაიზარდა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამრეწველო ექსპორტი ბოლო სამი წლის განმავლობაში Dh70 მილიარდით ($19 მილიარდი) გაიზარდა. ამის შესახებ მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრმა, სულთან ბინ აჰმედ ალ ჯაბერმა განაცხადა. „თუ გადავხედავთ სექტორის მუშაობის ძირითად ინდიკატორებს, სამინისტროს შექმნის დღიდან, ინდუსტრიის წვლილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ეკონომიკაში, 49%-ით გაიზარდა. სამრეწველო პროდუქტიულობა 2020 წელთან შედარებით 18%-ითაა გაზრდილი,“- აღნიშნა ჯაბერმა. ცნობისთვის, არაბეთის […]

Reddit-მა თავის აქციები $6.4 მილიარდად შეაფასა

BBC-ის ინფორმაციით, Reddit-მა IPO-ს ღირებულება $6.4 მილიარდად შეაფასა. აქციების ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ხუთშაბათს დაიწყება. Reddit-ის ერთი აქციის ღირებულება საფონდო ბირჟებზე 34 დოლარად შეფასდა. ცნობისთვის, Reddit დაარსდა თითქმის 20 წლის წინ და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი გახდა მსოფლიოში. ეს არის ონლაინ ფორუმი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ იმსჯელონ მათთვის საინტერესო თემებზე. კომპანიის ცნობით, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს […]

თებერვალში იაპონიის ექსპორტი 7,8%-ით გაიზარდა

2024 წლის თებერვალში იაპონიის ექსპორტი 7,8%-ით გაიზარდა წლიურად და 8,249 ტრილიონი იენა (55,3 მილიარდი დოლარი) შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მოხსენებაში. მაჩვენებლის ზრდა ზედიზედ მესამე თვეა ფიქსირდება. Trading Economics-ის ცნობით, ანალიტიკოსები საშუალოდ 5,3%-იან ზრდას ელოდნენ. იანვარში ექსპორტი 11,9%-ით გაიზარდა. სატრანსპორტო ტექნიკის მიწოდება საზღვარგარეთ 20,1%-ით გაიზარდა, მათ შორის, ავტომობილების – 23,8%-ით. სამრეწველო აღჭურვილობის ექსპორტი გაიზარდა 3,7%-ით, […]

27-მა ნობელის პრემიის ლაურეატმა მოითხოვა ბელარუსში პოლიტპატიმრების განთავისუფლება

27-მა ნობელის პრემიის ლაურეატმა მოაწერა ხელი ღია წერილს, რომელშიც ისინი გამოვიდნენ მოწოდებით, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები ბელარუსში, მათ შორის 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი. ტექსტი გამოქვეყნდა ბელარუსელი პოლიტოლოგის, ძიმიტრი ბალკუნეცის ვებსაიტზე. ღია წერილში ლაპარაკია ათასობით ბელარუსელზე, რომლებსაც აწამებდნენ ლუკაშენკოს რეჟიმის დროს, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში 50 ათას რეპრესირებულზე, ათიათასობით ადამიანზე, ვინც იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. […]

აღსრულების ბიურო აღმაშენებელზე მდებარე კომერციულ ფართს ₾2.6 მლნ-ად ყიდის

აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის N80-ში არსებულ არასაცხოვრებელ ფართს ყიდის. 300.9 მ²-იანი კომერციული ფართი, საიდანაც 23.52 მ² ანტრესოლს, 277.38 მ² კი პირველ სართულსა და სარდაფს უჭირავს, ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე ამჟამად 2.6 მილიონ ლარადაა შეფასებული, აუქციონი კი 28 მარტს დასრულდება. ფართი ამ დრომდე კაფე “ჩერი გასტრობარს” ეკუთვნოდა, რომლის მფლობელიც, საჯარო რეესტრის თანახმად, […]

აშშ-ში ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი პაციენტს პირველად გადაუნერგეს

აშშ-ში ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი ცოცხალ პაციენტს პირველად გადაუნერგეს. ოპერაცია მასაჩუსეტსის საავადმყოფოში ჩატარდა და ექიმების გუნდის ცნობით, ამ მიღწევამ მილიონობით ადამიანს შესაძლოა სიცოცხლე გაუხანგრძლივოს. გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი 62 წლის კაცს გადაუნერგეს, რომელსაც თირკმლის ბოლო სტადიის დაავადება აქვს. ექიმების თქმით, ღორის თირკმელი გენეტიკურად შეცვალეს, რათა მოეცილებინათ ღორის საზიანო გენები და დაემატებინათ ადამიანის ზოგიერთი საჭირო გენი. საავადმყოფოს წარმომადგენლის […]

საქართველო ლუქსემბურგს 2:0 ამარცხებს – გოლი კვლავ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა

საქართველო ლუქსემბურგს ანგარიშით – 2:0 ამარცხებს, გოლი კვლავ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მატჩში ანგარიშის გახსნა, სწორედ ზივზივაძემ მოახერხა და საქართველოს ნაკრებს პირველივე ტაიმში პირველი გოლი მოუტანა. ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს. ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი, ასევე, თბილისში შედგება, სადაც საქართველოს ნაკრები უკვე […]