საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთს შეხვდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთს შეხვდება. მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება. ნახევარფინალში საბერძნეთმა ყაზახეთი 5:0 დაამარცხა. იქამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრებთან თამაშში 2:0 გაიმარჯვა. ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 21 მარტის მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ. ბუდუ ზივზივაძის თქმით, ის ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე გუნდს დაპირდა, რომ ნახევარფინალს თავის თავზე […]

“თვითონ აბდალია თუ ყველა აბდალს იცავს ნიცშესგან?” – კაკაბაძე

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე: მითხარით, რატომ არ ეთანხმება ბიძინე ნიცშეს? თვითონ აბდალია თუ ყველა აბდალს იცავს ნიცშესგან? … მისი ჭჯუით ვაჭრებს იცავს ნიცშესგან და არ გამოსდის.

ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ, ფინალს კვარამ მიხედოს მეთქი, ასეც მოხდა – ბუდუ ზივზივაძე

საქართველო ერთა ლიგის ფინალშია. ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 24 მარტის მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ. ბუდუ ზივზივაძის თქმით, ის ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე გუნდს დაპირდა, რომ ნახევარფინალს თავის თავზე აიღებდა. “როცა დაჯილდოება იყო ფედერაციის, მაშინ ვუთხარი [გიორგი კაციტაძეს], ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ და […]

არის! გამარჯვება ჩვენია – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ეხმიანება და ფეხბურთელებს წარმატებას ულოცავს. „არის! გამარჯვება ჩვენია! ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ვულოცავ მთელ საქართველოს! ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალის გამარჯვებულია. კიდევ ბევრი წარმატება გვეზეიმოს“, – წერს კალაძე.

რისთვის ემზადება საფრანგეთი, როგორ დააზარალა რუსეთმა და რას მიიღებს უკრაინის გამარჯვებით? – რუსლან შავაძე

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე: 🔴🇫🇷🇺🇦უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდგომ საფრანგეთის გეოპოლოტიკური ინტერესები ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის ხელშეწყობით. გასულ წელს დასავლეთ აფრიკის კავშირის ყოფილმა წევრებმა მალიმ და ბურკინა ფასომ, გვინეა-ბისაუსთან ერთად მოუწოდეს საფრანგეთს დაეტოვებინა ნიგერი, სადაც გასულ წლებში უკვე მოხდა სამხედრო გადატრიალებები და ამ ქვეყნებიდან განდევნეს ფრანგული გავლენები და ასევე დატოვეს აფრიკული კავშირიც, […]

“ეს სიგნალია რუსეთისათვის, რომ ნატოს ფოკუსი მთლიანად აღმოსავლეთისაკენ გადადის” – კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: რუმინეთში, კონსტანცასთან, შავი ზღვის მომიჯნავედ დაიწყო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზის მშენებლობა ევროპაში. ბაზა 30 კილომეტრის სივრცეს მოიცავს, ექნება თავისი ასაფრენი ბილიკი, სამხედრო ტექნიკური საწარმო, საავადმყოფო და 10 ათას სამხედროზე გათვლილი ყაზარმები. ბაზიდან ეფექტურად განხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიის დაფარვა. იმ ფონზე რომ კონვენციური არმიის ზომის შესახებ […]

მამუკა მდინარაძე – ოპოზიცია ცდილობს დააბულინგოს ცესკოს თანამშრომლები – ცოტა ფრთხილად იყვნენ, არც საინფორმაციო ველზე და არც ისე, არავინ არავის დაუთმობს ვინმეს დაბულინგებას

როდესაც ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებს, ერთადერთი, რაც არის დარჩენილი, არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემებზე საუბარია. შესაბამისად, უნდა დააბულინგონ ცესკო-ს თანამშრომლები, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ცესკო-ს განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ცესკო-ს თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება. მამუკა მდინარაძე ოპოზიციას აფრთხილებს, რომ “ცოტა ფრთხილად იყოს”. „რაც შეეხება ცესკოსთან დაკავშირებულ საკითხებს, პირდაპირ მტკიცებულებაზე […]

ლევან ხაბეიშვილი არ ჩამორჩა მოვლენებს და ნოვრუზ ბაირამის კოცონი გააჩაღა

ლევან ხაბეიშვილი არ ჩამორჩა მოვლენებს და ნოვრუზ ბაირამის კოცონი გააჩაღა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე არ ჩამორჩა მოვლენებს და მარნეულში ყოფნისას, ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული, რა დროსაც, ტრადიციის მიხედვით, ინთება კოცონი და იმართება სახვადასხვა სახის აქტივობები. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მიხეილ სააკაშვილის სიდიადზე კიდევ ერთხელ ესაუბრა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ერთადერთი თამაშის მოგება აშორებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა, ევრო-2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში, თბილისის “დინამოარენაზე”, ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლა, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა (2:0) და ფინალში გავიდა. საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ მატჩს 26 მარტს გამართავს, ისევ “დინამოარენაზე”. მისი მეტოქე კი ამაღამ გამოვლინდება, საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩში.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამრეწველო ექსპორტი 3 წლის განმავლობაში $19 მილიარდით გაიზარდა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამრეწველო ექსპორტი ბოლო სამი წლის განმავლობაში Dh70 მილიარდით ($19 მილიარდი) გაიზარდა. ამის შესახებ მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრმა, სულთან ბინ აჰმედ ალ ჯაბერმა განაცხადა. „თუ გადავხედავთ სექტორის მუშაობის ძირითად ინდიკატორებს, სამინისტროს შექმნის დღიდან, ინდუსტრიის წვლილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ეკონომიკაში, 49%-ით გაიზარდა. სამრეწველო პროდუქტიულობა 2020 წელთან შედარებით 18%-ითაა გაზრდილი,“- აღნიშნა ჯაბერმა. ცნობისთვის, არაბეთის […]