ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში დასაქმება 8.5%-ით შემცირდა, ხელფასები კი 25.5%-ით გაიზარდა

საქართველოში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში დასაქმებამ მნიშვნელოვნად, 8.5%-ით დაიკლო 2023 წელს, რაც შრომაზე მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებს, მიუხედავად ამისა, სექტორში ხელფასები 25.5%-ით გაიზარდა და გადააჭარბა ქვეყნის საშუალო ხელფასს. PMC კვლევითი ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით, გასულ წელს სექტორში საშუალო ანაზღაურება 2 130 ლარი იყო. PMC-ს თანახმად, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დასაქმებულების რაოდენობის […]

პარლამენტი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე, ილია დარჩიაშვილს უსმენს

პარლამენტში ინტერპელაცია დაიწყო – დეპუტატების კითხვაზე პასუხის გასაცემად საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილია მიწვეული. დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. როგორც ოპოზიცია განმარტავს, საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ძალიან დიდია, მათ კი, ძირითადად, არჩევნებში მონაწილეობის შიში აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ დეპორტირებას გამოიწვევს. ოპოზიციის ინფორმაციით, ემიგრანტების უმეტესობა ინფორმირებული […]

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – რესპონდენტების ინფორმაციით, აქციებისას მათ, სავარაუდოდ, უცნობი პირები უთვალთვალებდნენ – მივმართავთ პროკურატურას და ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, არ განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედებები

„ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“ შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს და გამოკვეთილ კანონდაღვევებზე საუბრობს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ 2023 წლის იანვრიდან დღემდე ჩაწერილ ინტერვიუებში რესპონდენტებმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აღნიშნეს, რომ აქციებში მონაწილეობისას, მათ, სავარაუდოდ, უცნობი პირები უთვალთვალებდნენ. ინტერვიუების დროს, პოლიტიკური პარტიის ასევე – სამოქალაქო გაერთიანების […]

ევროპულმა საბჭომ ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა

ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ევროპული საბჭომ კომისიას დაავალა, მოამზადოს მოლაპარაკებების ჩარჩო, როგორც კი რეკომენდაციები შესაბამისად შესრულდება. ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა, კანდიდატის სტატუსი კი 2022 წლის დეკემბერში მიიღო. მიმდინარე წლის 12 მარტს ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და მოამზადა უკრაინისა […]

“ალბათ, მის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ” – რა განაცხადა ზივზივაძემ ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ

გუშინ, 21 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამარჯვება მთელი გუნდის დამსახურებაა. “როცა დაჯილდოება იყო ფედერაციის, მაშინ ვთქვი, ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ და ფინალში “კვარა” რომ დაგვემატება, “კვარამ” მიხედოს-მეთქი. ეგრეც მოხდა… უბედნიერესი ვარ, რადგან დუბლი შევასრულე, ჩემი გოლებით გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მარტო […]

“მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, ირწმუნონ ჩვენი…” – გიორგი მამარდაშვილი

ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია ევრო 2024-ზე ითამაშოს. “ველოდით რთულ და დაძაბულ თამაშს, რადგან ვიცოდით, რა სიტუაცია არის, წნეხი იქნებოდა. მაგრამ, ჩემი აზრით, გავუძელით ამ წნეხსაც ბიჭებმაც. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რადგან მთელი თამაში გვერდში გვედგა. ნახევარი საქმე გაკეთებულია და მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ირწმუნოს უბრალოდ ჩვენი და შეგვიძლია გავახაროთ ეს […]

რა წერია საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს დასკვნაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა?

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო მი­ე­სალ­მე­ბა უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის პროგ­რესს ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით წინსვლის საქ­მე­ში. ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო ყუ­რა­დღე­ბას აპყრობს სა­ქარ­თვე­ლოს მიმ­დი­ნა­რე ძა­ლის­ხმე­ვას და ქვე­ყა­ნას პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით წინსვლის­კენ მო­უ­წო­დებს, – ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს დას­კვნა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც გუ­შინ, საბ­ჭოს ორ­დღი­ა­ნი სა­მი­ტის პირ­ვე­ლი დღის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა. “ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ შე­ა­ფა­სა გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და შიდა რე­ფორ­მე­ბის­თვის მზა­დე­ბა და […]

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა იერიში მიიტანა „დნეპროჰესზე“

უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევა მიმართული იყო უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ჰიდროელექტროსადგური „დნეპროჰესი“. ზაპოროჟიეში მდებარე უდიდეს ჰესზე შეტევა დაადასტურა ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგომ“. მან რუსეთი დაადანაშაულა კახოვკის შემდეგ, ახალი ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევის მცდელობაში. კომპანიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს „დნეპროჰესის“ კაშხალსა და ჰიდრონაგებობებზე. ენერგოკომპანიის თანახმად, სადგურზე […]

„ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ლაბორატორია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში მის პრაქტიკულ გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული“ – ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „ეთიკური ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი სტანდარტები საჯარო სექტორში”, რომელიც USAID-ის (აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა. თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის როლზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაში და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში. მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე. მათ შორისაა, ხელოვნური […]

ვის ენიშნება საყოფაცხოვრებო სუბსიდია და რა ოდენობით

საყოფაცხოვრებო სუბსიდია ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელია, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი. ვის ენიშნება საყოფაცხოვრებო სუბსიდია და რა ოდენობით? საყოფაცხოვრებო სუბსიდია ენიშნება პირებს იმ შემთხვევაში თუ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებად. 1. მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, […]