“ეს ბიჭი მალე ოსიმენს აჯობებს და დე ლაურენტისმა ხელიდან არ უნდა გაუშვას” – ნაპოლის ოფიციალური რადიოს დირექტორი

“ნაპოლის” ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “ფეიენოორდის” ფორვარდი სანტიაგო ხიმენესი ვიქტორ ოსიმენზე ძლერი ფეხბურთელია და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ნიგერიელის შემცვლელად სწორედ მექსიკელი უნდა შეიძინოს. “ხიმენესს “რომასა” და “ლაციოს” წინააღმდეგ ვაკვირდებოდი, ის წარმოუდგენელი შესაძლებლობების ფორვარდია და დარწმუნებული ვარ, მალე ოსიმენზე ძლიერი იქნება. დე ლაურენტისმა […]
ირაკლი კობახიძე – ახალგაზრდულ პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ

გვინდა, რომ წელსვე დაინერგოს ეს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს იმის საშუალებას, რომ თავიდანვე მარტივად ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შემოდგომაზე 4-წლიან სამთავრობო პროგრამას წარადგენენ, სადაც კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იქნება […]
ირაკლი კობახიძე სტუდენტებს – ერთ-ერთი მთავარი, რასაც მოგვცემს სტაჟირების პროგრამა, არის ის, რომ თავიდანვე შეიძენთ სტაჟს და მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას

ეს იქნება ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი მიზანი არის ის, რომ კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი შესაძლებლობა, თავიდანვე, დაბრკოლების გარეშე ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში. „ეს იქნება ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდება. შეიძლება იყოს გარკვეული […]
მერაბ დვალიშვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო

მერაბ დვალიშვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ მერაბი სოციალურ ქსელში წერს. „თითქმის უკვე 12 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომითა და მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე, რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის,“ – წერს მერაბ დვალიშვილი.
ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით – მედვედევი

ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით, თუკი დადგინდება, რომ ისინი კიევის რეჟიმის ტერორისტები არიან, მათთან და მათ იდეურ შთამაგონებლებთან სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელია, – ასე გამოეხმაურა „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმას ტელეგრამში რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი. „ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით. არავითარი სასამართლო და გამოძიება არ დაგვეხმარება, თუკი ძალას არ დავუპირისპირებთ ძალას, სიკვდილს კი – […]
ამილახვარი: მალე ძალიან დიდ და მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს დავიწყებთ

უახლოეს მომავალში ძალიან დიდ და მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს დავიწყებთ, სადაც, დაახლოებით, 20 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება – ეს ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტს შეეხება. სხვადასხვა მიმართულებით გაიმართება. ასევე, ვაძლიერებთ საბანაკე მიმართულებას. გვექნება საგრანტო პროექტები, თემატური ბანაკები. ყველა ამ კომპონენტით ვცდილობთ, რომ აღნიშნული სერვისი რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მიწვდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები – მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია – როგორც ჩანს, გავლენიანი მოსამართლეები შეეცდებიან თავი დააღწიონ კეთილსინდისიერების ტესტის გავლას

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 24 მარტს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია მიზნად ისახავს ე.წ. ვეტინგის თავიდან აცილებას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან. როგორც მესამე სექტორის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კონფერენციის დღის წესრიგით პირველ საკითხად განსაზღვრულია „სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვა“. სამოქალაქო საზოგადოების აზრით, „მოსამართლეები, რომლებსაც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, […]
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ხაზს ვუსვამთ, რომ ტაჯიკეთის მხარეს ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ ამჟამად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებისგან არანაირი დადასტურება არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, რუსეთის სამთავრობო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნოთ“, – აცხადებს ტაჯიკეთის საგარეო […]
Reuters – თურქმა სამხედროებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 12 მებრძოლი „გაანეიტრალეს“

თურქმა სამხედროებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 12 მებრძოლი „გაანეიტრალეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლები ჩრდილოეთ ერაყის მეტინას რეგიონში „გაანეიტრალეს“. ხუთშაბათს, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ ბრძოლის მიზნით ერაყს „ერთობლივი ოპერატიული ცენტრის“ შექმნა შესთავაზა. ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ […]
“ერთ-ერთ საპირფარეშოში 28 ადამიანის ცხედარი იპოვეს… ზოგი მშობელი შვილთან ჩახუტებული გარდაიცვალა” – რა ახალ დეტალებს ავრცელებენ ტელეგრამ არხები?

Crocus City Hall-ის ერთ-ერთ საპირფარეშოში 28 ადამიანის ცხედარი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, საევაკუაციო კიბეზე 14 ცხედარია ნაპოვნი. ზოგი მშობელი შვილთან ჩახუტებული გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა პრეზიდენტ პუტინს უკვე შეატყობინა, რომ 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი თავდამსხმელი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ტერაქტში. “მიმდინარეობს შემდგომი სამუშაოები თანამზრახველთა ბაზის იდენტიფიცირებისთვის“, – აცხადებენ […]