რუსეთში თავდასხმის მსხვერპლი 115-მდე გაიზარდა, პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში, „კროკუს სითი-ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვმა 115-ს მიაღწია. ამის შესახებ 23 მარტს განაცხადა მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა. მისი თქმით, დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. მანამდე საგამოძიებო კომიტეტი იტყობინებოდა, რომ ამოცნობილია 41 ადამიანის გვამი. როგორც ვორობიოვმა თქვა, რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას, მაშველებმა შეძლეს საკონცერტო დარბაზში შესვლა და მდგომარეობას იქ […]

ბლინკენი ისრაელს აფრთხილებს, რომ რაფაში შესვლამ შესაძლოა მისი გლობალური იზოლაცია გამოიწვიოს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს აფრთხილებს, რომ რაფაში სახმელეთო და საჰაერო ოპერაციის განხორციელებამ შესაძლოა ისრაელი გლობალურ იზოლაციაში მოაქციოს. გავრცელებული ინფორმაციით, რაფაში შესვლის შესახებ ენტონი ბლინკენმა და ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 22 მარტს ისაუბრეს. “ჩვენ ვიზიარებთ ისრაელის მიზანს, რომ ჰამასი გაანადგუროს, თუმცა მასშტაბური სახმელეთო სამხედრო ოპერაცია რაფაში არ არის გზა ჰამასის გასანადგურებლად” – თქვა […]

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყოფის და სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, 19 წლის დაზარალებულზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სთხოვდა მორჩილებას და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. „გადაუდებელი […]

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ეგვიპტეში ჩავიდა

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ეგვიპტეში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტში ჩავიდა და მოგვიანებით ღაზასთან საზღვარს ეწვევა. ასევე, ანტონიო გუტერეში ელ-არიშის საავადმყოფოში ღაზის სექტორიდან ევაკუირებულ პალესტინელ პაციენტებს მოინახულებს. Reuters-ის ცნობით, ეგვიპტეში ვიზიტის ფარგლებში ანტონიო გუტერეში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებას კიდევ ერთხელ გაიმეორებს.

ФСБ-ის ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავეს

რუსული მედიის ინფრომაციით, ФСБ-ის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა პუტინს აცნობა, რომ მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტის ფაქტზე 11 პირი დააკავეს. მათ შორის, ოთხივე ტერორისტი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ კროკუსზე ტერაქტში. “მიმდინარეობს შემდგომი სამუშაოები თანამზრახველთა ბაზის იდენტიფიცირებისთვის”, – აცხადებენ პრესსამსახურში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში კი ამტკიცებენ, რომ ოთხი ეჭვმიტანილი ბრიანსკის რაიონში, უკრაინის საზღვართან დააკავეს. შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს […]

გუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული […]

ვიდეოს თანახმად, „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ნახევარ მილიონ რუბლად დაიქირავეს

ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც გადაღებულია „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის დაკითხვა. ვიდეო სოცქსელებში გამოაქვეყნა Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა. ვიდეოზე გადაღებული მამაკაცი ამბობს, რომ ის რუსეთში თურქეთიდან ჩაფრინდა 4 მარტს. მისი თქმით, ნახევარი მილიონი რუბლი შესთავაზეს ადამიანების დახოცვისთვის. მამაკაცის თქმით, თავდასხმის ორგანიზატორებმა მას დაავალეს, განურჩევლად დაეხოცა დარბაზში მყოფნი. 22 მარტს, დაახლოებით საღამოს […]

ახალგაზრდულ პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ – პრემიერი

გვინდა, რომ წელსვე დაინერგოს ეს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს იმის საშუალებას, რომ თავიდანვე მარტივად ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ამ ინიციატივის მთავარი არსი და მიზანი. “გვინდა, რომ თქვენთან […]

TKT.GE ინფორმაციას ავრცელებს

TKT.GE ფეხბურთზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „ ამ ეტაპზე გაყიდულია არსებული ბილეთების 50%. რიგში არის 273,600 მომხმარებელი“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ბილეთების ფასი […]

ბექა ოდიშარია ნოდარ ხარშილაძეზე – ამ უსამშობლო ადამიანს აფინანსებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, მოვუწოდებ, მოახდინონ რევიზია, რით არის ეს ადამიანი დაკავებული

მეცოდება ხალხი, რომლებიც ძალიან ვიწრო დიაპაზონისანი არიან. ასეთი ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის მასშტაბებს, რადგან მათთვის ის მხოლოდ საარჩევნო პრიზმაში განიხილება – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა – დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი […]