ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ რუსები მზად არიან “კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება

თუ რუსები მზად არიან „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ის, რაც გუშინ მოსკოვში მოხდა: ნათელია, რომ პუტინიც და სხვა ნაძირლებიც ეცდებიან ვინმე სხვას გადააბრალონ. ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე ყოფილა. აფეთქებული სახლებიც იყო, ჩაცხრილვებიც, აფეთქებებიც. და […]

რუსი სამხედრო, რომელმაც ტერორიზმში ეჭვმიტანილს ყური მოაჭრა, დანის გაყიდვას გეგმავს

რუსი სამხედრო, რომელიც მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ტერორიზმში ეჭვმიტანილ ერთ-ერთ პირს ყურს აჭრის და შემდგომ მის ჭამას აძალებს, ტელეგრამ არხზე წერს, რომ ყურის მოჭრაში გამოყენებული დანის გასაყიდად აუქციონის მოწყობას გეგმავს. ტელეკომპანია Дождь-ის ცნობით, მედიაში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აჭრიან ყურს რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლები მათ მიერ დაკავებულ ტერორისტს. ტელეგრამ არხებზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მოსკოვის ოლქის Crocus City Hall-ის […]

„არის თუ არა უძრავი ქონების ჭარბი მიწოდება, 2025 წელს გამოჩნდება“ – „პროსპექტი“

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტის“ პარტნიორის ლევან ელიზბარაშვილის განცხადებით, ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკი გაცემული ნებართვების გათვალისწინებით, შესაძლოა 2025 წლისთვის, ამ პროექტების დასრულების შემდეგ დადგეს. გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას მან სფეროში სხვა სექტორებიდან წარმატებული ბიზნესების შემოსვლაზეც ისაუბრა, რამაც შესაძლოა „ნაკლებად კვალიფიციური მოთამაშეების წარმატებაზე“ მომდევნო პერიოდში მნიშვნელოვნად იმოქმედოს. „მიწოდების სიჭარბის მცირე ნიშნებია ჯერ, თუმცა ვნახოთ ბაზარი […]

“პანდუსები არ ემთხვევა ზებრას, არაადაპტირებული ტრანსპორტი და კაფეები”- გამოწვევები ინკლუზიურ ტურიზმში

გიდ ნუცა ცქიმანაურის აზრით, საქართვეელოში ინკლუზიური ანუ ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა. „ტურიზმი ყველასთვის“ – 2016 წელს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მთავარი კონფერენციის თემა ინკლუზიური ტურიზმი იყო. ნუცა ცქიმანაური განმარტავს, რომ ინკლუზიური ანუ ხელმისაწვდომი ტურიზმი გულისხმობს ამ ინდუსტრიაში ჩართული ყველა კომპონენტის ხელმისაწვდომობას და ის არ მოიაზრებს […]

“ჩემი ძმა გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში, ამერიკაში” – ნუცა ბუზალაძე

აშშ-ში, ავტომობილში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. ირკვევა, რომ გარდაცვლილი ნუცა ბუზალაძის ძმაა. მომღერალი სოციალურ ქსელში წერს: “დღეს ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში, ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება, ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, არ ვიცი… თითქოს, ჩემი გულის ნაწილიც გაჰყვა მას, ასე ვგრძნობ“

მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი” შეუერთდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი”. „დედამიწის საათი” გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს

ტაივანი Starlink-ზე უარს ამბობს და საკუთარ სატელიტურ ინტერნეტს ქმნის

ეროვნული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ტაივანი გეგმავს შექმნას საკუთარი სატელიტური ინტერნეტის ქსელი, რათა არ იყოს დამოკიდებული ოდიოზური ილონ მასკის Starlink სერვისზე. ამის შესახებ Mezha The New York Times-ზე დაყრდნობით წერს. ჩინეთთან გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არსებული ინფრასტრუქტურის დაუცველობის გათვალისწინებით, ინიციატივა ასახავს ტაივანის გადაუდებელ საჭიროებას სანდო სარეზერვო ინტერნეტ სისტემის შესახებ. Starlink-მა, ილონ მასკის SpaceX-ის პროექტმა, გლობალური […]

რას მოუტანს “ექვსი ერის” წევრობა საქართველოს ეკონომიკას? – რაგბის კავშირის შეფასება

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, რაგბი ერთ-ერთი ის სპორის სახეობაა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მეტად განვითარდა. დასტურად ამისა გამოდგება, როგორც რაგბის პოპულარობა, ასევე ის შედეგი, რომლებსაც ჩვენი მორაგბეები აფიქსირებენ. საქართველო მსოფლიო სარაგბო ჩემპიონატის მუდმივი წევრია, ხოლო დივიზიონი, რომელშიც ჩვენი ეროვნული ნაკრები ასპარეზობს, სრულად საქართველოს დომინაციის ქვეშაა, რაზედაც ის ფაქტიც მიუთითებს, რომ წელს, ბორჯღალოსნებმა “რაგბი ევროპის” გათამაშება მიჯრით მეშვიდედ […]

მარჯორი გრინმა აშშ-ს ქვედა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის გადაყენების პროცესი დაიწყო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა პალატის სპიკერისა და თანაპარტიელის, მაიკ ჯონსონის თანამდებობიდან გადაყენების წინადადება წამოაყენა. სპიკერ ჯონსონთან რესპუბლიკელი კონგრესმენის დაპირისპირება წარმომადგენელთა პალატაში $1.2-ტრილიონიანი საბიუჯეტო დაფინანსების კანონპროექტის მიღებას მოჰყვა, რასაც მარჯორი ტეილორ გრინი ეწინააღმდეგებოდა. ხმის მიცემის შემდეგ გრინმა განაცხადა, რომ მაიკ ჯონსონმა რესპუბლიკელებს “უღალატა”. შედეგად, მან სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების პროცესი დაიწყო, რაც, მისი […]