ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს. შსს ინფორმაციით, დანაშაული 10 – იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ თ.გ. – ს მათ შორის არსებული […]
საია – „კლანი“ კვლავ შეეცდება მართლმსაჯულების ადმინისტრირების წამყვან თანამდებობაზე მისდამი ნდობით აღჭურვილი პირები აირჩიოს

„კლანი“ კვლავ შეეცდება მართლმსაჯულების ადმინისტრირების წამყვან თანამდებობაზე მისდამი ნდობით აღჭურვილი პირები აირჩიოს, – ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლთაც საია ეხმაურება მოსამართლეთა XXXII კონფერენციას. საია გამოვთქვამს იმედს, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა გაუმკლავდება პოლიტიკურ, პროფესიულ თუ პირად თავდასხმებს და კონფერენციაზე გავლენიანი ჯგუფის მიერ მართლმსაჯულების ინტერესების და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, […]
თეთრი სახლი – აშშ-ის მთავრობამ რუსეთს გაუზიარა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ – არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭო აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინა დგას. ”არავითარი მტკიცებულება არ არსებობს – და სინამდვილეში, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ რეალურად, ყველა მონაცემით, მომხდარზე პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა“, – განაცხადა ჰარისმა ABC […]
რუსებმა კიევს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, დედაქალაქში განგაში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა X-101/X-555/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. გაშვება განხორციელდა სარატოვის ოლქის ენგელსის ტერიტორიიდან. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში […]
მარია ზახაროვა – ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, ვისაც „ეყო ჭკუა“, რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში დაედანაშაულებინა, ზელენსკია, რადგან „ქურდს ქუდი ეწვის“

ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც „ეყო ჭკუა“ რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში დაედანაშაულებინა, ზელენსკია, რადგან „ქურდს ქუდი ეწვის“, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარს მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შესახებ. „ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ეყო ჭკუა, რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში დაედანაშაულებინა, ზელენსკია, რადგან ქურდს ქუდი ეწვის. ვერანაირი წყევლა ვერ […]
რუსეთში დღეს გლოვის დღეა

რუსეთში „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. 24 მარტის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. გლოვის დღის აღსანიშნავად ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია და კულტურულ დაწესებულებებს გასართობი ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია აქვთ მიცემული. ამასთან, ტელეარხებზე უარს ამბობენ სარეკლამო და გასართობ პროგრამებზე. შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად […]
„კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის ორი მონაწილე მოკლულია

„ბიბისის“ რუსულენოვანი გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ შეჭრილი თავდამსხმელებიდან ორი მოკლულია. წყაროს ცნობით, ერთი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილას დაიღუპა, მეორე კი – ბრიანსკის ოლქში, სადაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა „რენოს“ მარკის ავტომობილს. როგორც „ბიბისი“ წერს, მათი ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში მოკლული მამაკაცი ტაჯიკეთის მოქალაქეა, თუმცა მედია მის სახელს და გვარს […]
„თბილისის შემოგარენი კვლავ პოპულარულია და დედაქალაქიდან გარკვეული მიგრაცია ხდება“ – RE/MAX Capital

„კვლავ ინარჩუნებს პოპულარობა თბილისის შემოგარენი, გარკვეული მიგრაცია ხდება, არის სეგმენტი, რომელიც ცენტრისკენ გადადის საცხოვრებლად, თუმცა არის სეგმენტი, რომელიც ქალაქთან ახლოს ცხოვრებას არჩევს“- ამის შესახებ, „კომერსანტს“ RE/MAX Capital-ის დამფუძნებელმა დირექტორმა მარიამ ასათიანმა უთხრა, მისი თქმით ამ მიმართულებით ორი სეგმენტი გამოირჩევა, ერთი რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა არის შემოსაზღვრული ე.წ. Gated community საერთო კონცეფციით აშენებული კერძო […]
BBC-ის წყარო: „მოკლულია „Crocus City Hall”-ზე თავდასხმის ორი მონაწილე“

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის (BBC) წყარო ირწმუნება, რომ სულ მცირე ორი თავდამსხმელია მოკლული: ერთი პირდაპირ მაყურებელთა დარბაზში, მეორე კი ბრიანსკის ოლქში, სადაც რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა გააჩერეს თეთრი ფერის „რენოს“ მარკის ავტომობილი . როგორ BBC-ის რუსული რედაქცია ამტკიცებს, მის განკარგულებაშია ბრაიანსკის ოლქში მოკლული მამაკაცის, ტაჯიკეთის 30 წლის მოქალაქის პასპორტის ასლი. დოკუმენტი გაცემულია ტაჯიკეთის შს სამინისტროს ქალაქ ვახდატის […]
უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი სევასტოპოლზე იერიშის შემდეგ: “მადლობა პილოტებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის!”

სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა „მფრინავებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის“. “ცა და ზღვა ერთი ფერისაა! მადლობა პილოტებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის! ყირიმი ჩვენია! ერთად – გამარჯვებამდე! ” – დაწერა ოლეშჩუკმა ტელეგრამის არხზე. ამასთან, ტელეგრამის არხი «Крымский ветер» („ყირიმის ქარი“), გამომწერებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იერიში მიტანილი იქნა […]