მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები აირჩიეს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის ინფორმაციით, მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, ხოლო მდივნის პოზიციაზე კი ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. მურუსიძის ინფორმაციით, აღნიშნული პირები აბსოლუტური ხმათა უმრავლესობით იქნენ არჩეულები. “დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა კონფერენციაშიც არ მიმიღია მონაწილეობა, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ამდენ […]

„სიმბოლურად იყო თანამდებობაზე“ — ღარიბაშვილის პირველი კომენტარი დავით ხიდაშელზე

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბიზნესმენ დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს. პირველად ამის შესახებ მან დღეს, 24 მარტს ისაუბრა. ღარიბაშვილი არ ეთანხმება ფორმულირებას, რომ ხიდაშელი „კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენია“. „დავით ხიდაშელს ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ ეს რუკები, მან ძალიან დიდი საქმე […]

აშშ-ის მთავრობა Apple-ს მონოპოლიაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Apple-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. უწყების ცნობით კომპანიამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ქმედებებით, რომლებიც მომხმარებლებს iPhone-ებზე მიჯაჭვულს ხდის დაარღვია. ეს გამოიხატა იმით, რომ Apple კომპანიებს არ აძლევდა საშუალებას, App Store-ზე წარმოედგინათ ისეთი აპლიკაციები, რომლებიც უშუალოდ კომპანიის აპლიკაციებს კონკურენციას გაუწევდა. საუბარია, მაგალითად, ციფრულ საფულეზე. Apple-მა, რომლის ღირებულებაც თითქმის $2,75 ტრილიონია, განაცხადა, რომ ამ პრაქტიკამ მისი iPhone-ები […]

25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 12:00-მდე რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 25 მარტის 08:00 საათიდან 27 მარტის 12:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება, ავტომობილებისთვის კი მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე იმოქმედებს. “დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის […]

ლაშა ბექაური თბილისის გრანდ-სლემის ორგზის ჩემპიონია

ლაშა ბექაური თბილისის გრანდ-სლემის ორგზის ჩემპიონია. ძიუდოისტმა 9 კილოგრამ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელი მეტოქე ელჯან ჰაჯიევი იპონით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თბილისის გრანდ სლმეზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

მითი,რომ თუ პროდუქტი ქართულია ე.ი უხარისხოა, დავამსხვრიეთ – Noonkid.store-ი ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავს

Noonkid.store-ი მიმდინარე წელს ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავს – ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ ისაუბრა. „ვფიქრობთ ფიზიკურ სივრცეს მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე გავხსნით თბილისში, ტურისტულად აქტიურ ადგილას, სადაც მომხმარებელი შეძლებს ჩვენი პროდუქტების უკეთ დათვალიერებას, მოსინჯვას და ყიდვას. ზუსტი ინვესტიციის საჭიროება მაღაზიის გახსნისთვის ჯერჯერობით დათვლილი არ გვაქვს, თუმცა ეს პატარა თანხა ნამდვილად […]

რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში: “მადლობა ყველას, ვინც გლოვობს მოსკოვში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულებს”

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილება მადლობას უხდის ყველას „ვისაც გულებში გამოეხმაურება პოვა ამ ტრაგედიამ (ტერორისტული თავდასხმა „კროკუს სიტი ჰოლში“), – იუწყება ინტერნეტ სააგენტო SOVA. „თბილისის არაგულგრილი მაცხოვრებლები და ჩვენი თანამემამულეები აგრძელებენ ყვავილების და სანთლების მიტანას რუსეთის ინტერესების განყოფილებასთან „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი საშინელი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გლოვის ნიშნად. მადლობას ვუხდით ყველას, ვის გულებშიც […]

რუსეთში გლოვის დღეა “კროკუს სიტი ჰოლის” ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად

რუსეთში გლოვის დღეა მოსკოვის გარეუბანში, საკონცერტო ცენტრ „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. 22 მარტის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 133 ადამიანი. ხელისუფლების თანახმად, ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ამოცნობილია 50 დაღუპული. დაჭრილია ასზე მეტი ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. სოლიდარობის ნიშნად მოსკოვში დროშები დაუშვეს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ნიდერლანდის, შვედეთის, გერმანიის, უნგრეთის, სლოვაკეთის საელჩოებმა. […]

“უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში, “ქართული ოცნების“ გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომეს ეს არჩევნები ძლიერად უნდა მოიგონ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილია მოხდეს მაქსიმალურად მობილიზება, რათა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. […]

ბექაურმა მეტოქეს 51 წამში სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა [VIDEO]

თბილისის გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა. ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი, ამერიკელი ჯონ იაინი, რუმინელი ალექს ჩრეტი და ბერძენი თეოდოროს ცელიდისი დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევს 51 წამში იპონით სძლია. ბექაური თბილისის გრანდ-სლემის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. · შინი.GE · მარაო