არ გნებავთ კანონი? დაარქვით ამერიკულს რუსული? მაშინ თავად დადეთ, რაში იხარჯება ფული – მამუკა მდინარაძე არასამთავრობოებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დიდი ნაწილი გაუმჭვირვალეა და საქართველოს მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია, მეგობარი ქვეყნის ფინანსები და გადამხდელის მიერ გადახდილი ფული საქართველოში რაში იხარჯება. მდინარაძის თქმით, საჭიროა ფინანსების გამჭვირვალობა. „ჩვენ უარი ვთქვით აგენტების შესახებ ამერიკული კანონის მიღებაზე. ბევრი რამ გავითვალისწინეთ და გავითვალისწინეთ ისიც, რომ ჩვენმა ოპონენტებმა შეძლეს საზოგადოების ნაწილის მოტყუება. […]

„პაპას ქელი“ ზაფხულში კაფე-რესტორანსა და საბავშვო სივრცეს ხსნის

მესტიაში, კურორტ ჰაწვალის გზაზე მდებარე კოტეჯი „პაპას ქელი“ ბაზარზე 2019 წელს გაიხსნა და მიმდინარე წელს, ზაფხულში კაფე-რესტორნისა და საბავშვო სივრცის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული ობიექტის დამფუძნებლებმა, ირაკლი და გიორგი ჯაჯვანებმა განაცხადეს. მათი თქმით, კოტეჯი ორ სართულიანია და ჯამში 16 ადამიანის განთავსება შეუძლიათ. ამასთან, სივრცე გარე ჯაკუზსაც მოიცავს. „ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კოტეჯი გვაქვს, სადაც […]

25 მარტს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ, 25 მარტს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთში კობახიძეს ქვეყნის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. დახვედრის ცერემონია სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში გაიმართება. “დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის […]

,, ჯერ თამრიკო გვერდწითელი იყო,მერე გიული ალასანია და ახლა თქვენ მოხვედითო” – რას წერს მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,მოლში დავბოდიალობ დიღომში და კაფეში დავჯექი.უსაყვარლესი ქალბატონი მოვიდა იატაკის ჯაგრისით ხელში,ალაგებდა თან და ჩუმად მეუუბნება: -დღეს რანაირი დღე გვაქვს,ჯერ თამრიკო გვერდწითელი იყო,მერე გიული ალასანია და ახლა თქვენ მოხვედითო😁😁😁😁😁😁🙉🙉🙉🙉სკამიდან გადმოვარდი კინაღამ ისე გამეცინა.ხალხიც იცინოდა ირგვლივ. -ღმერთმა მშვიდობიანად დაგიმთავროთ ეს დღე -თქო ვუთხარი.რა მეთქვა აბა😁🥰❤️”

სამუშაო ადგილები, რომლებსაც რობოტები და ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა ,,იპარავენ“

ხელოვნური ინტელექტის (AI) ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება დაჩქარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ბოლო მოხსენებით, ხელოვნური ინტელექტის ზრდამ შესაძლოა, გლობალურ სამუშაო ადგილების 40%-ზე იქონიოს გავლენა,რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მანქანით ჩანაცვლდება. და რა იქნება მაშინ, თუ ამ მანქანას ხელოვნური ინტელექტიც აქვს? – სამუშაო ადგილები სულ უფრო ხშირად ჩანაცვლდება დაუღალავი და იაფი მუშა ხელით – რობოტებით. საერთაშორისო სავალუტო […]

პეტერბურგში სავაჭრო ცენტრიდან ევაკუაცია განხორციელდა

დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციასთან განაცხადა, რომ სანკტ-პეტერბურგში, სავაჭრო კომპლექს “London Mall”-ში ასაფეთქებელი მოწყობილობა განათავსა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. არსებული საფრთხის გამო სავაჭრო ცენტრიდან ევაკუაცია განხორციელდა.

18-წლამდელები ლიონში გაემგზავრნენ

“უმცროსი ბორჯღალოსნები” (18 წ.) დღეს გამთენიისას საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც “ლიონის” თანატოლებთან 26 მარტს გასახურებელ თამაშს გამართავენ. ეს იქნება ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის, რომელსაც 30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით იტალიის ქალაქი პარმა უმასპინძლებს. “ლიონთან” მატჩის მეორე დღეს ზურაბ ამონაშვილის შეგირდები გეზს იტალიისკენ აიღებენ და ექვსი ერის ფესტივალის ფარგლებში სამ შეხვედრას გამართავენ – 30 […]

ხვიჩა კვარაცხელია: კარგ კონდიციებში ვარ – არ მგონია, ვინმეს საქართველოში თამაში გაუხარდეს

“რა თქმა უნდა, ამ თამაშს დადებითი ემოციით ვხვდებით, რადგან ასეთი შეხვედრა საპასუხისმგებლო და პოზიტიურია. ვემზადებით, როდის მოვა ის დრო და წამი, როდესაც მოედანზე გავალთ და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. ვფიქრობ, კარგ კონდიციებში ვარ და იმედია ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, მთავარია გამარჯვება მოვიპოვოთ. გაიმარჯვებს ძლიერი და იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი გუნდი […]

ვარშავა მოსკოვისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს რუსეთის რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო

ვარშავა მოსკოვისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს რუსეთის რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 23 მარტს ღამით რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და 39 წამის განმავლობაში დაყო მისი ტერიტორიის თავზე. „მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ტერორისტული თავდასხმები უკრაინის მოსახლეობასა და ტერიტორიებზე, […]

ბელგოროდი კვლავ დაიბომბა, რუსეთის მტკიცებით, ვამპირის 22 რაკეტა ჩამოაგდეს

რუსეთის ქალაქი ბელგოროდი კვლავ დაიბომბა. ტელეგრამ-არხ BAZA-ზე წერენ, რომ დაშავებულია 4 ადამიანი. ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ეს ცნობა დაადასტურა. აქამდე მან დაწერა, რომ გააქტიურდა საჰაერო განგაში, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ვამპირის 22 რაკეტა ჩამოაგდეს. მარტის შუა რიცხვებიდან ბელგოროდის ოლქი და თავად რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, […]