ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბასილაშვილი რეიტინგში 501 საფეხურით დაწინაურდა და ნეაპოლს მიაშურა

ტრავმისა და ოპერაციის გაკეთების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი კარგი ტურნირი ჩაატარა. ჩვენებური ესპანეთის ქალაქ მურსიაში ჩელენჯერის ფინალში გავიდა, იქ კი პორტუგალიელ ენრიკე როჩასთან სამ სეტში 6:3, 6:7, 5:7 დასანანი მარცხი განიცადა. მიუხედავად ამისა, ნიკოლოზი რეიტინგში 501 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს 585-ე ჩოგანია. ბასილაშვილმა ნეაპოლში გადაინაცვლა, სადაც ასევე ჩელნერზე მონაწილეობის უფლება ძირითადი ბადიდან მოიპოვა. მისი […]
რუსული ტელეგრამები: მოსკოვის გზაზე სატვირთო სამხედრო ავტობუსს შეეჯახა, მოძრაობა შეფერხდა

რუსული ტელეგრამ-არხები: BAZA, ASTRA და 112 ავრცელებენ ცნობას, რომ მოსკოვის წრიულ გზაზე დიდი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ASTRA-სა და 112-ის ცნობით, МКАД-ის (მოსკოვის წრიული საავტომობილო გზა) 45-ე კილომეტრზე სატვირთო მანქანა მაღალი სიჩქარით შეეჯახა სამხედრო ავტობუსს. ძლიერი შეჯახების შედეგად ორივე მანქანა აფეთქდა. მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი. BAZA წერს, რომ აფეთქდა ავტობუსის ბუნებრივი აირის ავზი. […]
“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა” – ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებას აინიცირებს

ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს დააინიცირებს, რომელიც “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას” შეეხება. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. “გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები დავაინიციროთ, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. ამის შემდეგ, ახლო მომავალში, ჩვენ კანონებში შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებსაც დავაინიცირებთ, რომელიც, დაახლოებით, რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს […] ჩვენ […]
საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურება ₾2.2 მლრდ-მდე გაიზარდა – რა უჯდება ბიუჯეტს პრემიები და შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასები?

საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურების ხარჯი საქართველოს ბიუჯეტს ყოველწლიურად ეზრდება. აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორის“ მიხედვით, გასულ წელს ჯამური შრომის ანაზღაურების ხარჯი რეკორდულად მაღალი იყო და 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით (1.8 მლნ ლარი) 22%-იანი ზრდაა. აღნიშნული თანხა მოიცავს საჯარო სამსახურში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების თანამდებობრივ/წოდებრივ სარგოს, პრემიას, დანამატს და სხვა მსგავს ხარჯს. 2023 […]
ვახტანგ მეგრელიშვილი – ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი – ადამიანს აქვს სრული უფლება თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცეს

ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და იდეაში ადამიანის უფლებების შემზღუდავი. საბოლოო ჯამში, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი, იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რას ნიშნავს პროპაგანდა, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქართული ოცნების” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ” საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნება” ამ დებატებს წააგებს, რადგან თემა […]
მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, შვილად აყვანა მხოლოდ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს ან ჰეტეროსექსუალ პირებს შეეძლებათ, სქესის შეცვლა კი იკრძალება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ” საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ინიცირდება 2 კონსტიტუციური კანონი. მამუკა მდინარაძემ კონკრეტული მუხლები დაასახელა, რომელსაც ცვლილებები ითვალისწინებს. „რაც შეეხება თავად საკონსტიტუციო ცვლილებებს, სულ ინიცირდება 2 კონსტიტუციური კანონი. პირველი, ეს შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, სადაც ჩვენ ქორწინების დეფინიცია განვსაზღვრეთ […]
ბექა ლილუაშვილი – საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი – არავის მივცემთ საშუალებას, რომ ბავშვები პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრი მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე – პროცესში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, არავის მისცემენ საშუალებას, რომ ბავშვები პოლიტიკური […]
მამუკა მდინარაძე განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება აკრძალული „პრაიდის“ ჩატარება და ე.წ. ცისარტყელის დროშის გამოყენება

თუ „პრაიდის“ შეკრება შეფასდება ისე, რომ ეს არის პოპულარიზაცია, მაშინ კი, თუ შეფასდება ისე, რომ არა – მაშინ არაა – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ასე უპასუხა დასმულ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, აიკრძალება თუ არა „თბილისი პრაიდი“ და ე.წ. ცისარტყელა დროშის გამოყენება. ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს და ბალანსი უნდა მოიძებნოს პროპაგანდასა და უფლებების […]
აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც ქვეყანაში ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დააკავეს პირი, რომელიც ქვეყანაში ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, მოსახლეობაში პანიკის შექმნისა და სახელმწიფო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედების მიზნით, აზერბაიჯანის 1988 წელს დაბადებული მოქალაქე, […]