არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რატომ გახდა საჭირო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვით, შესაძლოა, ესა თუ ის დეპუტატი ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რატომ გახდა საჭირო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვით, შესაძლოა, ესა თუ ის დეპუტატი ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი მხრივ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ ატარებს კამპანიას მათ ქალაქსა თუ სოფელში, მეორე მხრივ კი პარტიებმა – ვინ არის კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მათი სიიდან კამპანიის ხელმძღვანელი. მისი […]
პეტრე ცისკარიშვილი – საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი და კამპანიაში ჩართული არ იქნება

ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად ვერ იქნება აღიარებული, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი და კამპანიაში ჩართული არ იქნება, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვილის შეფასებით, იმისათვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს, ამას პოლიტიკური სითამამე და გამბედაობა სჭირდება. „ერთ ადამიანს […]
ჯაბა სამუშიამ სირაკუზის ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (სირაკუზის ინსტიტუტი) წარმომადგენლებს შეხვდა. თსუ-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და სირაკუზის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუტებს შორის კულტურულ, საგანმანათლებლო, სასწავლო, კვლევითი და აკადემიური აქტივობების განხორციელებას. […]
„ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრი – ვუერთდებით დღევანდელ კოლონას, წალენჯიხიდან დაძრულ ჩვენს თანამებრძოლებს

ვუერთდებით დღევანდელ კოლონას, წალენჯიხიდან დაძრულ ჩვენს თანამებრძოლებს – ასობით ათასობით ხელმოწერა მიგვაქვს, რომ კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი საპყრობილიდან გაათავისუფლოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრმა, ბექა ქორჩილავამ განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „პირადი ტყვე“. „მიხეილ […]
პრემიერ-მინისტრმა 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო. სომხეთის რეპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური, დელეგაციის წევრებთან ერთად, მემორიალურ კომპლექს „წიწერნაკაბერდში“ იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ამნისტია პატიმრებს! – აქცია პარლამენტთან

“ამნისტია პატიმრებს!”, “ჰუმანური მიდგომა აკეთილშობილებს” – პარლამენტთან მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან პატიმრების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი და საყოველთაო ამნისტიას მოითხოვენ. საპროტესტო აქციაზე დასასწრებად მოქალაქეების ნაწილი რეგიონებიდან ჩამოვიდა. როცა ბავშვმა იქიდან ეროვნული გამოცდები ჩააბარა და იქიდან სწავლობს, უნივერსიტეტში მოეწყო – ასეთი პატიმრებისთვის, ვფიქრობ, რომ რაღაც უნდა იყოს გამოკვეთილად. თუმცა აქ მარტო ჩემი შვილის გამო არ მოვსულვარ და […]
„საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება“ – ირაკლი კობახიძე

„გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ურთიერთობები […]
საბანკო დეპოზიტები 50.5 მლრდ ლარამდე შემცირდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.50 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 182.62 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.08%-ით მეტი). ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 203.80 მლნ ლარით, ანუ 0.96%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.57%-ით შემცირდა), […]
ისრაელი თანახმაა, 700 პალესტინელი გაათავისუფლოს 40 მძევლის სანაცვლოდ

ისრაელი დათანხმდა აშშ-ის შეთავაზებას, გაათავისუფლოს დაახლოებით 700 პალესტინელი პატიმარი დაჯგუფება ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დაკავებული 40 მძევლის სანაცვლოდ. ამის შესახებ CNN-ის წყაროებმა და ისრაელის არაერთმა მედიასაშუალებამ განაცხადეს. რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც აშშ-ში, ბრიტანეთსა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული, ამ წინადადებას ჯერ არ გამოხმაურებია. ამ ინიციატივის ავტორია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო […]
ფაშინიანი: განვიხილეთ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის დაწყების შესაძლებლობა

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერევანში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის საკითხი განიხილეს. “დღეს ჩემს კოლეგასთან მქონდა საშუალება განგვეხილა შესაძლო და აუცილებელი ნაბიჯები ამ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული რეალიზაციისთვის. ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარება ამ დეკლარაციის მნიშვნელოვანი ელემენტია. დღეს ასევე განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის […]