ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა წულუკიანს დავა სამივე ინსტანციაში მოუგო

კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა დინარა ვაჩნაძემ დავა სამივე ინსტანციაში მოუგო. მის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა. ორგანიზაციის ცნობით, მას შემდეგ, რაც საქმე სასამართლოს სამივე ინსტანციამ განიხილა, აღსრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დინარა ვაჩნაძის საქმეზე, რომლითაც სასამართლომ უკანონოდ ცნო მისი გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან და მუზეუმს განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურების გადახდა დააკისრა. […]

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს (ფოტოები)

შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატარა გადაწყვეტილება მივიღეთ – ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს – 1994 წლიდან და ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. ეს ბიჭები არიან გმირები […]

წვიმა და ქარი, მაღალ მთაში თოვლი – ამინდი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 27 მარტს ამინდი კვლავ განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის […]

Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა. პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა. რეიტინგის ძლიერი მხარეები მაღალი ეკონომიკური ზრდა, შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა, ძლიერი ინსტიტუციონალური ჩარჩო, ფისკალური სტაბილურობა და ინფლაციის შემცირებაა. სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5 […]

თელავში რიგით მე-6 კერხერ-ცენტრი გაიხსნა

დასუფთავების ტექნიკის მსოფლიო ლიდერმა, კომპანია „კერხერმა“ მიმდინარე წლის 20 მარტს, თელავში, ალაზნის გამზირის #71-ში, რიგით მე-6 კერხერ-ცენტრი გახსნა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე პროფესიონალური დანიშნულების დასუფთავების აპარატები. ადგილზე ფუნქციონირებს საგარანტიო და არასაგარანტიო აპარატების სერვის-მომსახურებაც. კომპანიაში აცხადებენ, რომ „კერხერის“ დასუფთავების ტექნიკაზე რეგიონიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო. სწორედ ამან განაპირობა მათი არჩევანის კახეთზე, კერძოდ […]

სავარაუდოდ, 6 ადამიანი ემსხვერპლა ბალტიმორში ხიდის ჩანგრევას

დიდი ალბათობით, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში 26 მარტს მომხდარ შემთხვევას — სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „დელი“ მდინარე პატაპსკოზე არსებულ ხიდს დაეჯახა და მთლიანად ჩამოანგრია. შემთხვევის ამსახველ ვიდეოში ჩანს შეჯახებისა და ნგრევის მომენტი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გემი ბალტიმორის პორტიდან ახალი გამოსული იყო, როცა ჯერჯერობით გაურკვეველი ტექნიკური მიზეზით გაითიშა მისი ძრავა და ელექტრობა. […]

ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია გამოქვეყნდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო 2023 წელს კვლავ მშობლების ნაჩუქარი ფული იყო. ამის შესახებ ირკვევა ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაციით, რომელიც 23 მარტს არის შევსებული. საქართველოს ყოფილ პრემიერს ახალი ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება თანამდებობის დატოვებიდან ორ თვეში ჰქონდა – მას კანონით მიცემული ვადა არ დაურღვევია. ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა. განახლებული დეკლარაციის მიხედვით: · 2023 […]

4 ბინაში უკანონოდ შეაღწია, ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ თელავში, სხვადასხვა დროს, ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ შ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავა.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის […]

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 10 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 10 დრონი ჩამოაგდეს. „2024 წლის 27 მარტის ღამეს, მტერმა რუსეთის კურსკის ოლქიდან დრონების გამოყენებით შეტევა განახორციელა“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები. სულ რუსებმა უკრაინის მიმართულებით 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ.

თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარული სესია მიმდინარეობს. როგორც თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მისი მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს წევრი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა […]