თელავში 4 ბინის გაქურდვის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში ქურდობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. ცნობისთვის, კვირას “მთავარმა არხმა” მოამზადა სიუჟეტი თელავში ქურდობების სერიაზე, მათ შორის ერთ-ერთი მოქმედი პოლიციელის სახლში იყო. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ თელავში, სხვადასხვა დროს, ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ შ.ჯ. […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ გამარჯვებას

მოხარულნი ვართ, ჩვენი ეროვნული ნაკრების უდიდესი წარმატებით! გუშინდელი დღე ისტორიული დღეა, რომელიც 3 ათეული წლის განმავლობაში ყოველი ჩვენგანის ოცნებად რჩებოდა, თუმცა დღეს ეს უკვე რეალობაა – საქართველო მონაწილეობას მიიღებს ევროპის ტურნირში, სადაც, დარწმუნებულები ვართ, რომ, ასევე, ღირსეულად წარვდგებით. გუშინდელი დღე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორი მნიშვნელოვანია საერთო იდეის გარშემო გაერთიანება და მიზნისაკენ ერთობლივი სწრაფვა. სწორედ […]
გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, ოთხჯერ გადადების შემდეგ, დღეს – 27 მარტს 13 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ bm.ge-ს ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განუცხადა. სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ 2023 წლის 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა 24 ოქტომბრამდე გადაიდო, შემდეგ თარიღად 14 დეკემბერი დასახელდა, ბოლოს კი, თებერვალში იყო ჩანიშნული, თუმცა კვლავ გადაიდო. გიორგი ბაჩიაშვილს […]
„თუ წითელ ზღვაში სიტუაცია გამოსწორდა იგივე წრეზე დავბრუნდებით“ – რა ვითარებაა ფეროშენადნობების სექტორში და რამ გამოიწვია ფასების მატება

2024 წლის 2 თვეში საექსპორტო ბაზრებზე საქართველოდან $42 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, წლიურად კლება 41%-ია. ფეროშენადნობის ექსპორტის შემცირების ტენდენცია გრძელდება, თუმცა სექტორის წარმომადგენლების თქმით, ბაზარზე გარკვეული პოზიტიური ძვრებია. დარგში არსებულ ვითარებაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ კევლიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით სურათი უკეთესია, ბაზარზე ფეროსილიკომანგანუმზე ფასი გაიზარდა, რამაც რამდენიმე საწარმოს […]
„2023 წელს წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებულ 9 კონცენტრაციაზე გავეცით თანხმობა“ – ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ბუდაპეშტის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (OECD-GVH RCC) მიწვევით, კონკურენციის უწყებების პირველი პირების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე და მიღებულ შედეგებზე. „წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენის და მათზე კანონმდებლობით […]
“ბო*ი კი არა, გარეული ღორი მეძახე თუ გინდა აწი” – მატჩის შემდეგ გასახდელში ჩაკვეტაძესა და დავით ხარაბაძეს შორის სახალისო დიალოგი შედგა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან ძირითად და დამატებით დროში 0:0 ითამაშა, პენალტებში 4:2 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. მატჩის შემდეგ გასახდელში “ჯვაროსნებისა” და “უოტფორდის” შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ Instagram-ზე LIVE ჩართო, სადაც ნაკრების ექიმ დავით ხარაბაძესთან სახალისო საუბარი შედგა. “დინამოს” ექიმი ბო*ი”, – გაიხუმრა ჩაკვეტაძემ. “ბო*ი კი არა, გარეული […]
ლუკაშენკო ტერორისტებზე: ხედავდნენ, ბელარუსში ვერ შემოვიდოდნენ, ამიტომ უკრაინისკენ წავიდნენ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელებზე თქვა სიტყვები, რომლებიც ეწინააღმდეგება აქამდე ვლადიმირ პუტინის მიერ გაჟღერებულ ვერსიას, რომ ტერორისტები მიდიოდნენ უკრაინის საზღვრისკენ, სადაც მათ ელოდნენ. ლუკაშენკო ნაწილობრივ მიჰყვება პუტინის ნარატივს, რომ ტერორისტების უკან გაურკვეველი “კურატორები” დგანან. მისი თქმით, რუსეთის რეგიონების მსგავსად, თავდასხმის პირველივე საათებში ბელარუსის ოლქებშიც უსაფრთხოება გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. “მათ არ შეეძლოთ ბელარუსში […]
„ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება“ – ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენზე წარადგენენ

საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივართან ერთად იზეიმა. „ისინი არიან გმირები და გმირებს დაფასება სჭირდებათ“ – საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენზე წარადგენენ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე, პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს – 1994 წლიდან […]
საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! – EU-ს საელჩო

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს აფეხბურთო ნაკრების ისტორიაში პირველად გასვლას საქართველოს ულოცავს ევროკავშირის საელჩო. „საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! ყველას გილოცავთ, ეროვნულ ნაკრებს კი ვუსურვებთ წარმატებას ევროპის ჩემპიონატში! “ — წერს ევროკავშირის საელჩო. დინამო არენაზე 26 მარტს გამართული დაძაბულ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრებს […]
საქართველოს ბიზნესასოციაცია – სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ უდიდეს ისტორიულ გამარჯვებას

საქართველოს ბიზნესასოციაცია საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. „მოხარულნი ვართ, ჩვენი ეროვნული ნაკრების უდიდესი წარმატებით! გუშინდელი დღე ისტორიული დღეა, რომელიც 3 ათეული წლის განმავლობაში ყოველი ჩვენგანის ოცნებად რჩებოდა, თუმცა დღეს ეს უკვე რეალობაა – საქართველო მონაწილეობას მიიღებს ევროპის ტურნირში, სადაც, დარწმუნებულები ვართ, რომ, ასევე, ღირსეულად წარვდგებით. გუშინდელი დღე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორი მნიშვნელოვანია საერთო […]