რა ჯდება EURO 2024-ზე საქართველოს მატჩებზე დასასწრები ტურისტული პაკეტი

მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, გერმანიის მიმართულებით, სადაც EURO 2024 უნდა გაიმართოს, ტურისტულ ტურებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. როგორც ჩვენთან საუბრისას ტურისტულ კომპანია „ოკ თრეველში“ აცხადებენ მატჩზე დასწრების მსურველები დილიდანვე უკავშირდებიან, თუმცა ოკ თრეველში ამ ეტაპზე ტურის ფასების დასახელებისგან თავს იკავებენ. „ტურის შედგენის პროცესში ვართ, ჯერ ტურის ღირებულებას ვერ გეტყვით, […]
რომელი ქვეყნებიდან ვყიდულობთ შაქარს – ფასები

იანვარ-თებერვლის მონაცემებით, შაქარი 18 ქვეყნიდან შევიძინეთ. ყველაზე მეტი კი საფრანგეთიდან. საფრანგეთი- $2 005 090-ის ღირებულების 2 293.97 ტონა (1 კგ შაქარი- 2.36 ლარი) თურქეთი- $1 294 380-ის ღირებულების 1 769.03 ტონა (1 კგ შაქარი- 1.97 ლარი) ნიდერლანდები- $1 219 770-ის ღირებულების 1 434.00 ტონა (1 კგ შაქარი- 2.30 ლარი) ბელგია- $800 640-ის ღირებულების 1 125.00 […]
BAG ინდექსი: კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67% საუბრობს

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ, ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება, კერძოდ, გამოკითხული ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს. მიმდინარე კვარტალში, ასევე გამწვავდა, სამუშაო ძალის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 15 და 7 პროცენტული პუნქტებით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობისა და მოთხოვნის სიმცირის პრობლემები. […]
კახა კალაძე – 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით შევა საქართველოს უახლოეს ისტორიაში – ეს არის დღე, რასაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელია ელოდებოდა

2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით შევა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ეს არის დღე, რასაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელია ელოდებოდა. ჩვენ ძალიან ბევრი თვალცრემლიანი დღე და ღამე გაგვითენებია, მაგრამ ეს ცრემლები დაკავშირებული იყო, ხშირ შემთხვევაში, მარცხთან, წაგებასთან, ნიჰილიზმთან, გუშინდელი ცრემლები იყო გამარჯვების, ეს იყო სიამაყის, ეს იყო უდიდესი სიხარული ცრემლები,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა […]
ზვიად შალამბერიძე – იმერეთში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 11 პროექტი დაფინანსდება

იმერეთში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით 5 000 000-მდე ლარის ღირებულების 11 პროექტის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს. „დღეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის რწმუნებულმა და CESL -ის პროგრამის ხელმძღვანელმა ჰოვარდ ჰარდინგმა, თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად ისაუბრეს. შეხვედრის […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს კლაუს ჰიპი შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს საქართველოში ვიზიტად მყოფი მეცენატი, ცნობილი გერმანელი ხელოვანი და მეწარმე, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელი, სტუ-ის საპატიო დოქტორი კლაუს ჰიპი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, კლაუს ჰიპმა სტუდენტებს შესთავაზა ქართული ბიზნესისთვის შექმნან ტრადიციებზე დაფუძნებული, ექსკლუზიური, ბრენდირებული აქსესუარი, რომლითაც ბიზნესსექტორი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარდგება. […]
ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო. დღევანდელ პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საქმეს სრულად დაურთო. სხდომაზე ბრალდების მხარე საქმის სასამართლოსთვის არსებითად განსახილველად გადაცემას შუამდგომლობდა. […]
ჩეხეთში დიმიტრი – არზაყან ემხუარის მემორიალური დაფა გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, დელეგაციის სხვა წვრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრაღაში გაიხსნა გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, 1919-1921 წლებში აფხაზეთის სახალხო საბჭოს, შემდგომში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, საქართველოს დამფუძნებელი კრების […]
გენერალურ პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით გამართულ შეხვედრას ტაჯიკეთის რესპუბლიკის პროკურატურის, სამინისტროების, პრეზიდენტის აპარატის და ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა, დელეგაციის წევრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების […]
ელჩი საარჩევნო კოდექსზე: ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არაა გათვალისწინებული

“სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული”, – ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ შეკითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ეხებოდა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი და კვორუმი იცვლება. ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა და ხაზი გაუსვა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობას. “ერთ-ერთი საკითხი, […]