ღირსების ორდენი ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს – კობახიძემ პრეზიდენტს მიმართა

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა. დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ კანონის შესაბამისად, ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან: · საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა – გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ […]
„…ზღაპრის ბოლო კეთილია“ — როგორ იქცა ეს სიმღერა საგულშემატკივრო ჰიმნად

მერაბ სეფაშვილის სიმღერამ „გაიღიმე”, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, ახალი სიცოცხლე შეიძინა. სიმღერა ახლა საქართველოს ნაკრების გამარჯვებასთან ასოცირდება. გამარჯვებასთან, რომლის წყალობითაც ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს. რა ისტორია აქვს ამ სიმღერის გამოჩენას „ქომაგების“ რეპერტუარში და როგორ დაიმკვიდრა თავი გულშემატკივრებში — ამ თემაზე „ნეტგაზეთი“ „ქომაგების“ წევრს, ბექა ნოზაძეს ესაუბრა. ნოზაძის თქმით, […]
ხუთშაბათის შეხვედრების ფოკუსში თაობა Z იქნება

თიბისი, ტრადიციულად, აგრძელებს ბიზნესისთვის ხუთშაბათის შეხვედრებს. მორიგი შეხვედრა 28 მარტს, 20:00 საათზე „ონორეში” გაიმართება. დაინტერესებულ პირებს რიგით მეხუთე ღონისძიებაზე თიბისი ბიზნესისთვის ახალი თემით უბრუნდება – თაობა Z რა ვიცით და რა არ ვიცით მათზე? დისკუსიის მთავარი ფოკუსი თაობა Z იქნება. დღეს ორგანიზაციები და ბრენდები საინტერესო გამოწვევის წინაშე დგანან, სხვადასხვა თაობის ადამიანებს ერთ სივრცეში და გარემოში […]
მთავრობის სხდომაზე კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევა მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველო, საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებების და გადაწყვეტილებების ფარგლებში, აქტიურად ახორციელებს ყველა იმ აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის და შერბილების საკითხებთან. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ […]
„კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა

მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა. მინისტრის სიტყვებიდან ჩანს, რომ საავადმყოფოებში რჩება ტერაქტის შედეგად დაშავებული 76 ადამიანი. ოთხი მათგანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. 19 ადამიანი, მათგან სამი ბავშვი, უბრალოდ მძიმე მდგომარეობაში. 34-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. 26 […]
ილია II: მრავალი წლის შემდეგ, ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მთელი ერი მოიცვა

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოსა და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ჩვენი მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. მრავალი წლის შემდეგ, ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მთელი ერი მოიცვა. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ, ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ. მამაშვილური სიყვარულით, ილია II. […]
ვინ არის ადელ ჩედლი, რომელიც “დინამო არენაზე”, თერთმეტმეტრიანების დროს საქართველოს გამარჯვებისთვის ლოცულობდა?

პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლიეს. სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს ქართველების მწვრთნელის ვილი სანიოლის გვერდით მყოფი მამაკაცი პენალტების სერიის დროს როგორ ლოცულობს. როგორ ირკვევა, ის მთავარი მწვრთნელის ტუნისელი თანაშემწე ადელ ჩედლია. “გუშინდელი დღიდან ბევრი კადრი დაგვრჩება მეხსიერებაში კიდევ დიდხანს. ეს […]
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დეტალურად არის გაწერილი

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე დამტკიცდა, დეტალურად არის გაწერილი ყველა ის პრიორიტეტი, რაც ევროპასთან დაახლოების დღის წესრიგში დგას. დავითაშვილის თქმითვე, თითოეული პრიორიტეტის შესრულების ვადა გაწერილია „რეალისტური პერიოდებიდან გამომდინარე, რაც ამა თუ იმ საკითხის მიღებას სჭირდება“. „დოკუმენტი უკვე არსებობს. ახლა ევროკომისიის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7084 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7084 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7084 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9337 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9374 ლარს შეადგენდა. […]
„გარკვეული ანგარიშები არსებობს“ – რა ეტაპზეა Rothschild & Co-ს საქართველოს ფინანსურ ჰაბად ტრანსფორმაციის ₾10 მილიონიანი სტრატეგია

აქტივების მმართველი კომპანია Rothschild & Co-სთან მრავალმილიონიანი ხელშეკრულება ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის დეკემბერში გააფორმა და 10 მილიონ ლარამდე გადაიხადა. კონტრაქტის მიხედვით, Rothschild & Co-მ უნდა მოამზადოს სტრატეგია, რომელიც საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნაში დაეხმარება. კომპანიის დაქირავებიდან 2 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, ჯერჯერობით, მომზადებული დოკუმენტი არ ჩანს. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი კითხვაზე […]