“ეს თურქი ფეხბურთელები საუზმეზე რას ჭამენ, ცოლებს რა ჰქვიათ, სად შოპინგობენ, სად ლოცულობენ, ბიძაშვილები, ძმები? ყველაფერი უნდა ვიცოდე” – შუღლაძე

“ეს თურქი ფეხბურთელები საუზმეზე რას ჭამენ, ცოლებს რა ჰქვიათ, სად შოპინგობენ, სად ლოცულობენ, ბიძაშვილები, ძმები? ყველაფერი უნდა ვიცოდე” – შუღლაძე აბა, მორჩა ეიფორია და ცეკვა-თამაში… ვივიწყებთ ბერძნებს და ფინეთი ხომ საერთოდ არაფერ შუაშია, აკი კაურისმიაკის ფილმებს რომ ვუყურებ, ასე მგონია, ფინეთს ისედაც მაგარი დან*რეული აქვს. ახლა უკვე თურქეთზე მჭირდება ყოვლისმომცველი ინფორმაცია, პირველი თამაში მაგათთან გვაქვს. […]

ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოების შეახებ პრეზიდენტს წარდგინება გაეგზავნა

ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოების შეახებ პრეზიდენტს წარდგინება გაეგზავნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა. დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ კანონის შესაბამისად, ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან: […]

ისეთი სახიფათო ექსპერიმენტი, როგორიც „ვეტინგია“, ჩატარდეს სხვა ქვეყნებში, მაგრამ საქართველოს თავი დაანებონ – რამენაირად შევძლებთ საკუთარი ინსტიტუციების მართვას ისე, როგორც ეს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს შეეფერება

ისეთი სახიფათო ექსპერიმენტი, როგორიც „ვეტინგია“, ჩატარდეს სხვა ქვეყნებში, მაგრამ საქართველოს თავი დაანებონ – რამენაირად შევძლებთ საკუთარი ინსტიტუციების მართვას ისე, როგორც ეს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს შეეფერება „მოლდოვაშიც მოქმედებს „ვეტინგის“ კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრიც, რომელიც პასუხისმგებელი იყო ეთიკასა და ანტიკორუფციულ კომპონენტებზე, ნიდერლანდელი მოსამართლე, ჰერმან ფონ გებელი, სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, რადგან გაირკვა, რომ ეთიკასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონია“, […]

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლო დავები მოიგეს

ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის, ნიკოლოზ წიქარიძის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 27 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სოსო ღურწკაიამ გამოაცხადა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მისი სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც წიქარიძე სამსახურიდან გათავისუფლდა. მათივე ცნობით, ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა ნიკოლოზ წიქარიძისთვის განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან, კომპენსაციის სახით […]

ბელგოროდში აფეთქების შედეგად დაზიანდა შსს ბელგოროდის ოლქის სამმართველოს შენობა

ოთხშაბათს ბელგოროდში მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც დაზიანდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბელგოროდის ოლქის სამმართველოს შენობა. ამის შესახებ იტყობინებიან Sota, „ბაზა“ და ადგილობრივი ტელეგრამის არხები. მათი ინფორმაციით, აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც შენობას უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაადასტურა დრონის იერიში, მაგრამ არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ შენობაზეა ლაპარაკი. მისი სიტყვებით, ერთი ქალი […]

საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. სები აცხადებს, რომ საკოლექციო მონეტის დიზაინზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს. 2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის […]

“ვეტინგზე თანახმა ვარ, ვეტინგი დაიწყოს ჩემით” – უვადო მოსამართლეობის კანდიდატი

კონკურსი იუსტიციის საბჭოში – კითხვებს იურისტი თამარ ალფაიძე პასუხობს. თამარ ალფაიძემ კომისიის წევრებთან საუბარი ე.წ. ვეტინგის სისტემაზე დაიწყო. მან თქვა, რომ სასამართლო გავლენიან ჯგუფს გადაწყვეტილებაში ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა თუკი ვეტინგი დაინერგება და ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა, კეთილსინდისიერების ტესტს გაივლის. ვეტინგზე თანახმა ვარ, ვეტინგი დაიწყოს ჩემით. გარკვეულწილად ვეთანხმები გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეთ, თუმცა არსებობს გარკვეული საზოგადოებრივი […]

“მისი ოჯახი ბიზნესითაა დაკავებული”– დავითაშვილი ღარიბაშვილზე

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის შემოსავლებთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს და ამტკიცებს, რომ ყოფილი პრემიერის ოჯახს ბიზნესიდან აქვს შემოსავალი: მის ოჯახის წევრს გააჩნია შემოსავალები. ის კერძო ეკონომიკური საქმიანობით, ბიზნესით არის დაკავებული და შესაბამისად, თითოეულ შემოსავალს აქვს თავისი ლოგიკური წარმომავლობის წყარო. თითოეული თანამდებობის პირის დეკლარაცია მოწმდება რისკების შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით, ამიტომ ვერ ვიტყვით, […]

იორდანიაში დემონსტრანტებმა ისრაელის საელჩოში შეჭრა სცადეს

იორდანიის სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალა გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც დედაქალაქ ამანში ისრაელის სალჩოსკენ მსვლელობით გადაადგილდებოდნენ და ბოლოს იქ შეჭრას შეეცადნენ. მომხდარზე საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ინფორმაციას თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამშაბათს, პროტესტის მესამე დღეს, იორდანიის დედაქალაქში 2000-ზე მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა. საპროტესტო გამოსვლის დროს, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. პოლიციამ ასობით დემონსტრანტი შეაკავა, რომლებიც ისრაელის საელჩოზე […]

რუსეთში უფლებადამცველებს ტერაქტში ეჭვმიტანილთა წამების საკითხი აშფოთებთ

რუსეთმა 26 მარტს პატიმრობაში დატოვა ყირგიზეთში დაბადებული მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტში. ამასთან ერთად, ოთხი მამაკაცის ოჯახის წევრების დასაკითხად, ტაჯიკეთში გამომძიებლები გაიგზავნა. პარალელურად, უფლებადამცველები პატიმართა შესაძლო წამებაზე საუბრობენ. ამჟამად ტერაქტთან დაკავშირებით წინასწარ პატიმრობაში რვა ეჭვმიტანილი იმყოფება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და მომხდარის ვიდეოც გაავრცელა. შეერთებული შტატების და საფრანგეთის თქმით, დაზვერვის […]