ოჯახის განცხადებით, თუ სასამართლო ლაზარე გრიგორიადისს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავენ

ლაზარე გრიგორიადის ბაბუის, გია კალანდაძის განცხადებით, ლაზარეს საქმე “თეთრი ძაფით არის შეკერილი” და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ოჯახის წევრები “გამამტყუნებელ განაჩენსაც შეგუებულები არიან”. “ერთ რამეს ვიტყოდი, იმდენად თეთრი ძაფით არის შეკერილი ლაზარეს საქმე, რომ იმედი მინდა დავიტოვო, დღეს მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას […]

პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას სთავაზობს

შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას – სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც მიმართა “ქართულ ოცნებას” საარჩევნო […]

ილია დარჩიაშვილმა არგენტინელ კოლეგასთან საქართველოს რეგიონალური როლი და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, არგენტინის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, არგენტინელ კოლეგასთან დიანა მონდინოსთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არგენტინასა და საქართველოს შორის ტრადიციულად ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. „ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა არგენტინასთან, როგორც მნიშვნელოვან რეგიონალურ და გლობალურ მოთამაშესთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა […]

„ქოლ ცენტრების“ საქმეზე ორი პირია დაკავებული – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, „ქოლ ცენტრების“ საქმეზე ორი პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი პირი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების […]

ექიმი: შენგელიას მცირე მოტეხილობა აქვს, მალე მწყობრში იქნება, კვარაცხელიას – დაჭიმულობა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმმა, დათო ხარაბაძემ განმარტა, რომ საქართველო-საბერძნეთის თამაშის შემდეგ ფეხბურთელ ლევან შენგელიას კოჭ-წვივის მოტეხილობა აქვს, თუმცა რამდენიმე კვირაში “მწყობრში იქნება.” “რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ზუსტად ახლა, თქვენს სტუდიაში რომ მივდიოდი, მომივიდა რენტგენის პასუხი, რომლის თანახმადაც, მას აქვს მცირე მოტეხილობა. მაგრამ საგანგაშო მაინც არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში […]

2023 წელს რეგისტრირებული ქორწინების რიცხვი 14.5%-ით შემცირდა, განქორწინების – 3.1%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში 22 275 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. საქსტატის ცნობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წელია, ხოლო კაცებისთვის – 32.1 წელი. რაც შეეხება განქორწინებას, საქსტატმა 2023 წელს 13 664 რეგისტრირებული განქორწინება აღრიცხა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. განქორწინების რიცხვი შემცირებულია […]

აშშ-ში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ორი მუშის ცხედარი იპოვეს | სამუშაოები გრძელდება

ამერიკაში, ბალტიმორში, იპოვეს ორი მუშის ცხედარი, რომელბიც “ფრენსის სკოტის” ხიდზე იმყოფებოდნენ იმ დროს, როდესაც მას სატვირთო გემი შეეჯახა. ისინი მექსიკიდან და გვატემალადან იყვნენ და ხიდზე ხვრელებს ავსებდნენ. ცხედრები ნახეს მანქანაში დაახლოებით 25 ფუტის სიღრმეზე. მერილენდის გუბერნატორმა უეს მურმა ოთხშაბათს კოლაფსს “გლობალური კრიზისი” უწოდა. “ეროვნული ეკონომიკა და მსოფლიო ეკონომიკა დამოკიდებულია ბალტიმორის პორტზე. პორტი უფრო მეტ მანქანას […]

ცნობილია ვინ იმღერებს წელს Black Sea Arena-ზე

Black Sea Arena დაგეგმილი კონცერტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. წელს შეკვეთილში იმღერებენ One Republic-ი (10 მაისი), Scorpions-ი (31 მაისი), Jungle-ი (18 აგვისტო). არენის სეზონს დაემატება კიდევ ერთი საერთაშორისო და ორი ქართული ღონისძიება. ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. ხვალ 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე მსურველები OneRepublic-ის ბილეთების შეძენას შეძლებენ.

ნატო-სთან ომს არ ვაპირებთ – ვლადიმერ პუტინი

დასავლეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ ევროპაზე თავდასხმას გეგმავს სისულელე და ბოდვაა, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარი მოსახლეობის დაშინებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი მტკიცებით, აშშ-ის სატელიტებს დიდი, ძლიერი რუსეთის ეშინიათ, თუმცა რუსეთს ამ სახელმწიფოების მიმართ აგრესიული განზრახვა არ აქვს. ”ეს სრული სისულელეა – სხვა ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობა უბრალოდ სისულელეა. […]

ბუდუ ზივზივაძესა და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას „კარსლრუე“ ულოცავს

ბუდუ ზივზივაძესა და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მეორე ბუნდესლიგის კლუბი „კარსლრუე“ ულოცავს. „კარსლრუე“ ულოცავს ბუდუ ზივზივაძეს და საქართველოს ნაკრებს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ივნისში „კარსლრუეს“ მთელი ოჯახი აღფრთოვანებული იქნება“, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე გერმანულ კლუბში გასული წლის იანვრიდან ირიცხება. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად […]