სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზურ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. არსებული ინფორმაციით 26 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუღ ნანბა აეროპორტის რაიონის მომსახლეობას შეხვდა. როგორც ტელეგრამ არხებზე წერენ, მოსახლეობის უმრავლესობა გადასახლების წინააღმდეგია, კომპენსაციის გადახდის შემთხვევაშიც კი. მოსკოვმა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა დაიწყეს საინვესტიციო პროექტის განხორციელება საჰაერო მიმოსვლის […]
რა გავლენას ახდენს ფეხბურთი ტურიზმზე? – ვალერი ჩეხერიას მოსაზრება

Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ჩეხერიას თქმით, სპორტული შეჯიბრებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმზე. როგორც ჩეხერიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, საქართველო-საბერძნეთის ისტორიული მატჩის დროს თბილისში მდებარე სასტუმროების და რესტორნების დატვირთულობა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. BMG-თან საუბრისას მან ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზეც და ამ პროცესში ფეხბურთის როლზეც ისაუბრა. „ფეხბურთი ზრდის არა მარტო საერთაშორისო ტურიზმს, არამედ […]
“ეს სადისტი არაკაცები, ღორივით გამკერეს, რატომ დაწერე პოსტიო” – რა შეემთხვა ვივამედში მელორ ვაჩნაძეს?

სამოქალაქო აქტივისტი, მელორ ვაჩნაძე, რომელიც ავარიაში მოყვა ცოტა ხნის წინ, წერს, რომ მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა კლინიკა ვივამედში, მათ შორის, მეორე ოპერაცია, მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც საჯაროდ დაწერა, რომ გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა, რადგან რკინის ფირფიტის სამაგრები, რომლებიც ოპერაციისას გამოიყენეს, დაზიანდა. “ერთი სიტყვით 2024 წლის 6 მარტს მოვყევი ავარიაში… მოტოციკლით ვიყავი და მივიღე ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი […]
7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც სარეცხ მანქანას აზიანებს – არსებობს თუ არა განბლოკვის უნივერსალური კოდი?

სარეცხი მანქანა ყველას გვაქვს, მგონი, სახლში უკვე, აღარ ითვლება ფუფუნების საგნად, იმდენ დროს ვზოგავთ, იმდენნაირი ფუნქციებია აქვს ისე გასარეცხად, რომ არ დაზიანდეს ტანსაცმლის, თუ თეთრეულის ხარისხი, რომ თუ ყველა წესს დაიცავ, თითქმის წარმოუდგენელია, ქსოვილი დააზიანო. სარეცხი მანქანის ვარგისიანობის ვადა, ზოგადად, 8–11 წელია, გააჩნია, როგორ მოვუვლით და მოვუფრთხილდებით, როგორ მოვუსმენთ, ის აუცილებად მოგვცემს ნიშნებს, როცა პროფესიონალის […]
უკრაინელი სამხედროები – რუსები კიდევ ერთი ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ – ნოვომიხაილოვკასთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

რუსული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარის აღებას ცდილობენ, თუმცა, იმის გამო, რომ ის სიმაღლეზე მდებარეობს, მტერი კურახოვოს მიმართულებით შეჭრას და ზურგის მხრიდან შესვლას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ოკუპანტებს სურთ უგლედარში კურახოვოს გავლით ზურგის მხრიდან შესვლა. ქალაქის ალყაში მოქცევა ისე, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიოს -ეს რუსების სტანდარტული ტაქტიკაა. ყველას […]
სახალხო დამცველის მონიტორინგმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები გამოავლინა

სახალხო დამცველის მონიტორინგმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები გამოავლინა. აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში ცალკეულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის ადამიანის […]
შალვა პაპუაშვილი – ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღწეული პროგრესის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს

ზუსტად 7 წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს უვიზო ან გამარტივებული სავიზო მიმოსვლა ჰქონდეს მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან. „ზუსტად 7 წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ […]
ისრაელის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია – ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს

ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა. „როდესაც აქ მას თითქმის ორი წლის წინ ვუმასპინძლეთ, მე ისრაელის ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს მიმართ მისი სიყვარული და ემოცია დავინახე. ცრემლი მოადგა, როდესაც აქ ამდენი მშვენიერი მომენტი ნახა. ის ნამდვილი მეგობარია და ამის გამო დიდ პატივს ვცემ“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა. ისრაელის […]
ალდაგის სახლის დაზღვევას საჩუქრად მეამას აპარატი მოჰყვება

სადაზღვევო კომპანია ალდაგში სახლის დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება. ალდაგისა და მეამას პარტნიორობის ფარგლებში, არსებული მომხმარებლები, რომლებიც ალდაგის ნებისმიერი პროდუქტით სარგებლობენ, სახლის დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად მეამას ყავის აპარატს მიიღებენ. ამერიკული ფორმატის ყავის აპარატით ის არსებული მომხმარებლები დასაჩუქრდებიან, რომლებიც ქონებას ალდაგში 27 აპრილის ჩათვლით დააზღვევენ. „ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ […]
„ჩემი მარაგი“ კონცეპტ მაღაზიის გახსნას და 100-მდე დასახელების ახალი პროდუქტის დამატებას გეგმავს

კომპანია „ჩემი მარაგი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს საოჯახო მარაგების შესავსებ ონლაინ მაღაზიას. კომპანია აწარმოებს 250-მდე დასახელების პროდუქციას, რომელთა ღირებულებაც 1 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. „ჩემი მარაგი“ ჰოლდინგური კომპანია „რენეკო“-ს ერთ-ერთი ბრენდია. როგორც კომპანიის დირექტორმა, ბესო დეკანოიძემ განაცხადა, პროდუქციის შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი. საკურიერო მომსახურება კი მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოა, ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე. […]