გივი მიქანაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საქართველოს დელეგაცია განათლების, პარლამენტის მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, სომხეთში შეხვედრებს აგრძელებს. პარლამენტის ცნობით, გივი მიქანაძე და დელეგაციის წევრები სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს რუბენ რუბინიანს შეხვდნენ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-სომხეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე, მეგობრობის ჯგუფებსა და დარგობრივ […]
შიდა ტურიზმისა და ადამიანების ჯანმრთელობის ხელშეწყობა – ქვეყანაში საფეხმავლო ბილიკების განვითარება იწყება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ“. დოკუმენტი ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ და არის სავალდებულოდ შესასრულებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის. დოკუმენტის მიზანია საფეხმავლო მარშრუტების განვითარება, მათი მონიშვნის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, ადამიანთა უსაფრთხოებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვის წინაპირობის […]
როცა შთამომავლები გვეყოლება, კალთაში ჩავისვამთ და ასე მოვუყვებით ამ დღეზე – ზივზივაძე

ალბათ, როცა უკვე ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, რეალურად შემდეგ გავიაზრებთ, თუ რამხელა რაღაც გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ოჯახებისა და საკუთარი თავისთვის. როდესაც წლები გავა და უკვე შთამომავლები გვეყოლება, მათ კალთაში ჩავისვამთ და ასე მოვუყვებით ამ დღეზე. ქართველი ხალხი ასეთი ერთიანი და ბედნიერი არასოდეს მინახავს.
6 მილიონით შემცირებული ჯარიმა და კოეფიციენტის ზრდა მშენებლობაზე – კორუფცია მერიაში?

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობის დეტალებს ასაჯაროებს, რომლის უკან “ქართული ოცნების” დეპუტატის ოჯახური ბიზნესი დგას. როგორც პარტია “ახალის” წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, “ოცნების” დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ძმამ, იოსებ სონღულაშვილმა, მიმდინარე პროექტზე 22 მარტს სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდა და დამატებითი 14 000 კვადარტული მეტრის აშენების ნებართვა მოითხოვა. ექსპერტიზის დასკვნით, ამ ნებართვისთვის მას 9 მილიონი […]
წავა თუ არა ბიძინა არჩევნებით? – დავით ზურაბიშვილი

გამოცემა პუბლიკა აქვეყნებს პოლიტოლოგ, დავით ზურაბიშვილის წერილს სათაურით, წავა თუ არა ბიძინა არჩევნებით? სხვადასხვა ვარიაციით ხშირად შემხვედრია მოსაზრება, რომ ბიძინა არჩევნებით არ წავა, ძალაუფლებას არ დათმობს და ა.შ., რის თაობაზეც მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა. ცოტა შორიდან დავიწყებ. კერძოდ, იმ ტრივიალური აზრით, რომ ხელისუფლების სათავეში მყოფი მმართველები თავიანთი ნებით არასდროს თმობენ ძალაუფლებას. ერთი დიოკლეტიანეა გამონაკლისი, იმპერატორის […]
დიაგნოზი ცნობილია – კვარაცხელიამ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმება გაიარა

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, დღეს დილით ნეაპოლში ჩავიდა და Pineta Grande-ს კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა. კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის ძლიერი შეჭმუხნვა დაუდგინდა და ხვალ “ატალანტასთან” მისი თამაში ძალიან საეჭვოა. ხვიჩამ კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თერაპიის კურსი გაიარა და სატრენაჟორო დარბაზში მსუბუქად დაიტვირთა. ნეაპოლური გამოცემების ცნობით, ხვიჩას ბერგამოელებთან მატჩში მონაწილეობის […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი, პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სამეცნიერო კვლევების გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა თამარ თორიამ მოაწერეს ხელი. საქართველოს […]
მილეიმ კოლუმბიის პრეზიდენტს ტერორისტი უწოდა, კოლუმბიამ არგენტინელი დიპლომატები გააძევა

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პედროს ტერორისტი უწოდა. კოლუმბიიდან ზოგიერთი არგენტინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევეს. მილეიმ გუსტავო პედროს ” მკვლელი ტერორისტი” CNN-თან ინტერვიუში უწოდა. ამავე ინტერვიუში მილეიმ მექსიკის პრეზიდენტს, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორს უვიცი უწოდა. მილეიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მემარცხენე პეტროს პრეზიდენტობის პერიოდში კოლუმბია შესაძლოა ვენესუელას ან კუბას დაემსგავსოს და კოლუმბიაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს. “ვენესუელაში […]
ზივზივაძე: როცა შთამომავლები გვეყოლება, კალთაში ჩავისვამთ და ამ დღეზე მოვუყვებით

ალბათ, როცა უკვე ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, რეალურად შემდეგ გავიაზრებთ, თუ რამხელა რაღაც გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ოჯახებისა და საკუთარი თავისთვის. როდესაც წლები გავა და უკვე შთამომავლები გვეყოლება, მათ კალთაში ჩავისვამთ და ასე მოვუყვებით ამ დღეზე. ქართველი ხალხი ასეთი ერთიანი და ბედნიერი არასოდეს მინახავს. თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 26 მარტს საქართველოს […]
ბაიდენის საარჩევნო კამპანიას $25 მილიონი შეემატა

ყოფილმა პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ბილ კლინტონმა მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიისთვის დამატებითი თანხები მოიზიდეს. ნიუ-იორკში, „რედიო სითი ჰოლში, გამართულ ფანდრაიზინგზე საერთო ჯამში 25 მილიონი ამერიკული დოლარი შეგროვდა. შეგროვებული თანხა ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდება. „რედიო სითი ჰოლში“ გამართულ შეხვედრაზე ბილეთების ფასი 250 დოლარიდან იწყებოდა და მაქსიმალური ფასი 500 000 დოლარი იყო. ღონისძიებას 5 000 […]