ხობის და ცაგერის ენმ-ის ფრაქციები გაუქმდა – დეპუტატები პარტია ახალს შეუერთდნენ

ხობისა და ცაგერის საკრებულოებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციები გაუქმდა, წამოსული დეპუტატები კი ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტიას, ახალს შეუერთდნენ. პარტია ახალში გადასულმა დეპუტატებმა, ნინო ტვილდიანმა და ია ჯიშკარიანმა მთავარ არხთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ენმ-ში დარჩენილები საქმიანობას უფრაქციო დეპუტატებად განაგრძობენ. “ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დავტოვეთ ფრაქციის უმრავლესობამ, აქედან გამომდინარე, შევუცვალეთ სახელი, დავარქვით ახალი და საკრებულოში […]
Georgian Airways ევრო 2024-ზე საქართველოს მატჩებზე დამსწრეებისთვის პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

ჯორჯიან ეარვეისი გერმანიაში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ავიაკომპანია ფრენებს დორტმუნდში, ჰამბურგსა და დუსელდორფში შეასრულებს. ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება: · თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს) · თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს) · თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა […]
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე – ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება, მრავალი წელია, რაც დარგის განვითარებაზე მუშაობს, განყოფილების წევრი აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო ღონისძიებებში, რაც ეხმარება ქვეყანას მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე მუდმივად იყოს წარმოდგენილი. როგორ მუშაობს განყოფილებასთან არსებული მათემატიკის, ფიზიკის და ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი კომისია, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში საბუნებისმეტყველო კვლევების ეროვნული ცენტრის არსებობა […]
კახა კალაძე – რადიკალიზმის, ბოროტების, კრიმინალის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

რადიკალიზმის, ბოროტების, კრიმინალის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის – ესე იგი რა გამოდის, ქვეყანამ დღეს უნდა იმოქმედოს და ასეთი პოლიტიკოსები უნდა გაუშვას ქვეყნიდან თავისი ოჯახებით, უნდა შეავიწროოს, ეს ხომ არ არის სწორი დამოკიდებულება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვის საპასუხოდ – უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკაში ის პირები, ვინც ქართული სასამართლოს […]
მესტია-კალას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მოიხსნა მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამასთან, აღნიშნული გზის კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე თოვლის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე […]
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრებზე საუბარი საქართველოს და აშშ-ს შორის გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს შეეხო. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრები გაიმართა USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ქვეყნის საქმეთწარმოების დირექტორთან, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის მდივნის […]
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის საზღვართან ფერმაში დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ნატო-ს წევრი რუმინეთი აცხადებს, რომ მდინარე დუნაის მახლობლად, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ფერმაში დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ფრაგმენტები, რომლებიც თითქოს საჰაერო მოწყობილობის (დრონისაა), იდენტიფიცირებული იქნა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე Insula Mare a Brailei-ში“, – ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული თავდაცვის სისტემის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების სპეციალიზებულ სტრუქტურებთან ერთად მომხდარის გამოძიებას აწარმოებს. შეგახსენებთ, […]
შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე მატიას მარტინენს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ფინეთს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა აღინიშნა. მათივე ინფორმაციით, ასევე, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ნაყოფიერ ურთიერთობებზე. „მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები განიხილეს, მათ შორის, განათლებისა და გარემოს […]
დიმიტრი ხუნდაძე – პარტნიორების შეშფოთება არის უსაფუძვლო, თუკი ვინმე ახალ ინიციატივაში უფლებრივი ნაწილის შესუსტებას ნახავს, მზად ვიქნებით რეკომენდაციები გავითვალისწინოთ – დღეს უმცირესობის უფლება დაცულია, თუმცა უმრავლესობის უფლება დასაცავია

პარტნიორების შეშფოთება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. თუკი ვინმე ახალ ინიციატივაში უფლებრივი ნაწილის შესუსტებას ნახავს, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ რეკომენდაციები გავითვალისწინოთ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, უმრავლესობის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ დღევანდელ რეალობაში უმცირესობის უფლება დაცულია, თუმცა უმრავლესობის უფლება დასაცავია. “აქტიურად […]
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო არეალი ორ ჰექტარს მოიცავს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი, კახა კალაძე, საკუთარ მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „დავიწყეთ გორგასლის ქუჩაზე არსებული ბულვარის რეაბილიტაცია, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სივრცე განახლდება, დაირგვება […]