რუსეთი ალა პუგაჩოვას “უცხოეთის აგენტად” გამოცხადებას განიხილავს

რუსმა პროკურორებმა იუსტიციის სამინისტროს სთხოვეს მომღერალ ალა პუგაჩოვას „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადება განიხილოს. ეს ნაბიჯი, რუსეთის ყველაზე ცნობილ პოპ-ვარსკვლავს, ოფიციალურად კრემლის მტრად გამოაცხადებს. პუგაჩოვამ, რომელსაც არაერთხელ უმღერია კრემლში და პუტინსაც კარგად იცნობს, უკრიანაში ომის დაწყებისთანავე თავისი ხმამაღალი პროტესტი გამოთქვა, რის გამოც, რუსეთში ის საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა. 2022 წელს მან თქვა, რომ ომი ჯარისკაცებს მოჩვენებითი მიზნებისთვის […]

რა სჭირდება Starring Georgia-ს საერთაშორისო ბრენდად ქცევას? – მიხეილ გიორგაძის მოსაზრება

კომპანია Eastern Promotions-ის თანადამფუძნებელი და კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს საერთაშორისო ბრენდად ქცევისთვის მნიშვნელოვანია მისი უწყვეტობა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც CHECK IN GEORGIA-სთვის სახელის შეცვლას და Starring Georgia-ს დარქმევას შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ორივე პროექტის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური […]

სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს სასწრაფო დახმარების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც კორუფციული გარიგების შედეგად, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას არა უახლოეს საავადმყოფოში, არამედ სს „ვიანის“ დაქვემდებარებულ კლინიკებში ახდენდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ […]

კატეგორიულად მიუღებელია კეთილსინდისიერების შემოწმება… საერთოდ წავალ სისტემიდან — ქადაგიძე – Netgazeti • კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი • ნინო ქადაგიძე • სასამართლო • Netgazeti.ge

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ის საერთოდ წავა სასამართლო სისტემიდან, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს. ქადაგიძის თქმით, მსგავსი მექანიზმის შექმნა მისთვის, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოსამართლისთვის, კატეგორიულად მიუღებელია. ნეტგაზეთმა გამოითხოვა უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი, სადაც მოსამართლეებმა მიიღეს განცხადება კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ, რაც ბრიუსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ევროკავშირში […]

“ლამის ავფეთქდით, გადაიწვა დენი, დაზიანდა გაზის და წყლის მილები, მიწიდან ამოდიოდა ბოლი…” – თბილისი, 2024 წელი

კერძო სახლების და ოფისების ჭიშკართან რომ აჯარიმებთ და არანაირ ალტერნატივას არ სთავაზობთ პარკინგის, ეს ნორმალურია?! ამავე დროს სახელმწიფო უწყებების მანქანები დგას ტროტუარებზე და ხელს არ ახლებთ!!! ესე იგი ჯერ ხომ საშინლადაა დაპროექტებული რომ გაზის მილს ზემოდან ჯვარედინად უნდა ედოს დენის სადენები და გვერდით, ძალიან ახლოს წყლის მილიც გადიოდეს+კანალიზაციის მილიც, ამიტომაა რომ ერთ წელიწადში სამჯერ ამოითხარ-გადაითხარა […]

აზერბაიჯანში შესაძლოა ელექტროენერგიის ფასი შემცირდეს

მზის ენერგიის მოხმარების მკვეთრმა ზრდამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ელექტროენერგიის ფასებზე. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, ქვეყანაში, მზის ენერგიის წარმოება 6-ჯერ გაიზარდა. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალი 27 000 მეგავატად არის შეფასებული. ამ თემაზე საუბრისას, დეპუტატმა ვუგარ ბაირამოვმა განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალის არსებობამ და ენერგიის წარმოების […]

18-წლამდელთა “ექვსი ერის” ფესტივალს საქართველო გახსნის

“უმცროსი ბორჯღალოსნები” ხვალ ნაშუადღევს, ჩვენი დროით 14 საათზე იტალიაში, პარმაში, 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის გახსნით მატჩში შოტლანდიას ეთამაშებიან. შეხვედრა „სტად სერჯიო ლანფრანკიზე“ გაიმართება, რომელიც 3 600 მაყურებელს იტევს. ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა სამატჩო შემადგენლობა. შეგახსენებთ, 18-წლამდელთა ფესტივალზე შეცვლები ულიმიტოა და უკვე შეცვლილ მოთამაშეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოედანზე დაბრუნება, განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე კი, […]

“ფეის-ში წერაობა არ იყო საჭირო”; “ესეც სრული ვიდეო… ასეთი მატყუარა ექიმი არ შეგხვდეთ…” – არკადი კიშკო და მელორ ვაჩნაძე

სამოქალაქო აქტივისტ, მელორ ვაჩნაძის ბრალდებებს, ვივამედის ექიმი, ტრავმატოლოგი არკადი კიშკო პასუხობს და წერს რომ 100 პროცენტით ფსიქოტროპული, ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ წაიქცა პირველი ოპერაციის შემდეგ, თუმცა, არ წერს, საიდან აქვს, მისივე თქმით, ასეთი ზუსტი ინფორმაცია პაციენტის გადაადგილებასა და მის მდგომარეობაზე, ასევე არ წერს, აქვს თუ არა დადასტურებული აღნიშნულის, მაგალითად სისხლის, ან შარდის ანალიზით. მ. ვაჩნაძის […]

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი – რუსულმა დრონმა ჩამოვარდნამდე რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა

რუსულმა დრონმა ჩამოვარდნამდე რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ ავრცელებს. რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ ბრეილადან 8 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. „რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის მინისტრს ველაპარაკე. პერიმეტრი წინა ღამიდან დახურულია. გამოძიება მიმდინარეობს. ეს პირველი [მსგავსი შემთხვევა] არ არის, მინდა რომ ბოლო იყოს, მას არავის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია”, […]

პროდუქტები, რომლის ტექნიკური/ლაბორატორიული შემოწმება არასოდეს ჩატარებულა – აუდიტის მიგნებები

სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების აუდიტის ანგარიში გამოქვეყნდა. აუდიტმა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საზედამხედველო ბაზრის მოცვის ნაკლოვანებები გამოავლინა. დოკუმენტში წერია, რომ არსებობს საზედამხედველო პროდუქტები, რომელთა ტექნიკური/ლაბორატორიული შემოწმება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს არასოდეს ჩაუტარებია.