ბათუმის “დინამომ” “ტორპედოს” თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში სამი მატჩი გაიმართა. ბათუმის „დინამომ“ სახლში „ტორპედოს“ 3:2 სძლია. შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და წიტაიშვილის ჩაწოდებულ ბურთს გომისმა კლიაიჩის კარში მიუჩინა ადგილი. შემდეგ იერიშზე სტუმრები გადავიდნენ და შორიდან დარტყმით ანგარიში პირესმა გაათანაბრა. 39-ე წუთზე საჯარიმოში არაბიძე სანტოსმა წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა, თუმცა კვასხვაძემ მოიგერია. მსაჯმა დააფიქსირა, რომ მან დროზე ადრე […]
“მთელი ბაკურიანი ეძებს” – ვინ არის ზვავში დაკარგული დიმიტრი გოგოლაძე

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამუშაოები რთული ხილვადობისა და ნისლის გამო დროებით შეჩერდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ძებნა მაშინვე განახლდება, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ. 48 წლის დიმიტრი გოგოლაძე მთიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ 28 მარტს, დღის პირველ ნახევარში მოიყოლა. მისი მოძებნა მეორე დღეა, ვერ ხერხდება. ძებნის სამუშაოებში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც, რომელმაც […]
კოლხეთის ეროვნული პარკში თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილება კიდევ ოთხი წელი იქნება დაშვებული

კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილება 2028 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება დასაშვები. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირას მოხდება. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თხევად საწვავზე მომუშავე ნავების გამოყენება დაშვებული იყო 2024 წლის 1-ელ იანვრამდე, თუმცა მთავრობამ პარლამენტს შესაბამისი ვადის ოთხი წლით – 2028 წლის 1-ელ იანვრამდე […]
კრიპტოს „ოქროს ბიჭს“ სემ ბანკმენ-ფრიდს 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კრიპტოვალუტის ბირჟის FTX-ის კლიენტებისგან მილიარდობით დოლარის მოპარვის საქმეზე სემ ბანკმენ-ფრიდს 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ორსაათიანი მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ლუის კაპლანმა თქვა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ის დამფუძნებელმა ბენკმენ-ფრიდმა იცოდა, რომ მისი ქმედებები დანაშაულებრივი იყო და ჰქონდა მცდარი იმედი, რომ მას არ დაიჭერდნენ. „ბევრი შეცდომა დავუშვი“, – განაცხადა ბანკმენ-ფრიდმა სასამართლოში, მაგრამ განაგრძო მტკიცება, რომ FTX ბირჟას ჰქონდა […]
მელია: 3-4 ადამიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ არაფერს აკეთებს, ტყუილად არიან

ჩემთვისაც გაუგებარია, პარლამენტარები [ოპოზიციის წარმომადგენლები] რას აკეთებენ. იქ თუ ხარ, რუსული ყაიდის ხელისუფლება ხარ, პუტინის მონა ხარ და მიკლავ პრეზიდენტ სააკაშვილს და ა.შ. და ა.შ. – ამ თემებზე 24 საათი რომ საუბრობ, პარლამენტში რა გინდა, მაშინ?! რუსებთან რა გინდა პარლამენტში?! მაშინ ამ რიტორიკას არ უნდა ავითარებდე. სამი-ოთხი ადამიანია სულ, რომელიც აქტიურობს. მახსენდება, ანა ნაცვლიშვილი, რომან […]
ჩვენმა კონცეფციამ დაამტკიცა, რომ კარგად მუშაობს… ჩაის თანდათან უფრო მეტი ადამიანი გვიკვეთავს – Renegade Tea Estate

ჩაის ქართულ-ესტონურმა ბრენდმა – Renegade Tea Estate-მ, რომელიც 2017 წლიდან წყალტუბოში ოპერირებს, გასულ წელს 3000 კგ მაღალი ხარისხის ჩაი აწარმოა. კომპანიას, რომელსაც წარმოებული პროდუქციის 98% ექსპორტზე მსოფლიოს დაახლოებით 40 ქვეყანაში გააქვს, გაყიდვების განსხვავებული კონცეფცია აქვს. კერძოდ, Renegade Tea შეკვეთებს მომხმარებლისგან წინასწარ, ჩაის მოყვანის სეზონამდე იღებს, ხოლო შეკვეთებს, მოსავლის აღების და წარმოების შემდეგ გზავნის. „როცა მომხმარებლები […]
უკრაინაში 121 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს

უკრაინაში 121 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბმა გაავრცელა. დაღუპულთა შორის 2 ზაპოროჟიის, 12 ლუგანსკსის, ხოლო 107 დონეცკის მიმართულებით იბრძოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები მებრძოლთა სხეულებს შესაბამის სამთავრობო უწყებებს გადასცემენ, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ექსპერტები მათ ვინაობას დაადგენენ. იდენტიფიკაციის შემდეგ დაღუპულთა ცხედრები ოჯახებს გადაეცემა. წელს უკრაინაში რეპატრიაციული ღონისძიებები […]
„ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით“ – კობახიძის განცხადება

“ყველაფერი გაკეთდება, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი. ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2021-ში, 2022-ში, შარშან გვქონდა 7.5 %, ახლა, თებერვალში გვაქვს 9.5%. საბოლოო ჯამში, გვაქვს იმედი, რომ წლევანდელი მაჩვენებელი იქნება შარშანდელზე უკეთესი. ეს არის მთავარი, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით. ეკონომიკური ზრდა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს […]
შესაძლოა საქართველოს ბაზარზე სარეალიზაციოდ შეუსაბამო პროდუქტი მოხვდეს – აუდიტი მიზეზებზე

აუდიტმა “ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში” იმპორტის წინასწარი შეტყობინებების შემოწმების ნაკლოვანებები გამოავლინა. დოკუმენტის თანახმად, იმპორტის წინასწარი შეტყობინების ავტომატური დადასტურებების პროცენტული წილი მთლიან შეტყობინებებში მაღალი არ არის, მაგრამ რჩება რისკი, რომ საქართველოს ბაზარზე სარეალიზაციოდ შეუსაბამო პროდუქტი მოხვდება. აუდიტი წერს, რომ სააგენტოში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს სარისკო პროდუქტის შესახებ თითოეული იმპორტის წინასწარი შეტყობინების შემოწმებას და დროული გადაწყვეტილების მიღებას, […]
ეს პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებით უნდა გამყარდეს – დიმიტრი ხუნდაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე

„ერთ მხარეს არის გარედან შემოტანილი ჭრელაჭრულა კუპიურები, მეორე მხარეს კი, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი დგას და მისი დაცვისთვის შემუშავებული კანონპროექტი „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან“ დაკავშირებით,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ქვეყანაში სექსუალური უმცირესობისა და არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირთა უფლებები დაცულია ანტიდისკრიმინაციული კანონის ძალით, თუმცა, სამწუხაროდ, დასაცავი გახდა თავად […]