ფერმერთა პროტესტი გრძელდება – ბრიუსელში შეკრებილები პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა

ბრიუსელში ფერმერთა პროტესტი მონაწილეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ძალადობრივ შეტაკებად გადაიქცა. გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მეტროსადგურის შესასვლელთან ცეცხლი გააჩინეს, პოლიციამ მათ დასაშლელად მხუთავი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ერთი ადამიანი მეტროს თანამშრომლებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დააკავეს. საქმე ისაა, რომ ევროპის მასშტაბით თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო პროცესმა გასულ კვირას ბრიუსელშიც გადაინაცვლა. დემონსტრანტები […]

აზერბაიჯანში, საბანკო სესხებმა სოფლის მეურნეობის სექტორში 1,5 მილიარდ მანათს გადააჭარბა

აზერბაიჯანული ბანკების მიერ სოფლის მეურნეობის სექტორისთვის გაცემული სესხების რაოდენობა 2023 წლის ბოლოს 1,5 მილიარდ მანეთს გადააჭარბა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, ალიარ მამედიაროვმა გუბაში მიმდინარე აგრობიზნესის განვითარების III ფორუმზე განაცხადა. „ეკონომიკის რეალური სექტორის, მათ შორის სოფლის მეურნეობის დაკრედიტების სტიმულირება, CBA-ს მარეგულირებელი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა მან.

ნინო ლაცაბიძე – ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და იმ იდეებზე, რომელიც ჩვენი ქალაქების, მუნიციპალიტეტებისა და ქვეყნის განვითარებისთვის გვინდა, რომ ყველამ ერთად განვახორციელოთ

რუსთავის მერიამ კამპანია „თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, რეგიონული ახალგაზრდული ქსელი შექმნა. პროექტი, რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებას, მუნიციპალიტეტებში დანერგილი სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების გაცნობას ისახავს მიზნად. რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე, რუსთავის მერიის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა, ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებს უმასპინძლა. „ახალგაზრდულმა პროექტმა ,,თაობა მომავლისთვის”, რომლის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ რუსთაველ […]

პაპუაშვილი: მედიაში ვეცნობი ე.წ ვეტინგზე მსჯელობის ამონარიდებს – სასამართლოზე თავდასხმებია

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის დანერგვის თემას კიდევ ერთხელ ეხმიანება. ის მოსამართლეებისადმი პატივისცემას გამოხატავს და ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლებას “პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე” არასამთავრობო ორგანიზაციები უსამართლოდ ესმიან თავს. “მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. “ვეტინგის” საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო […]

ღაზის სექტორში მძიმე ბრძოლები გრძელდება, არის მსხვერპლი

30 მარტს, თვითმხილველების თანახმად, ღაზა მძიმე შეტაკებებმა და აფეთქებებმა შეარყია. როგორც “წითელი ნახევარმთვარე” იტყობინება, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა დახმარების ქაოსური განაწილების დროს ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც შიმშილი ემუქრება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მხარი დაუჭირა მოლაპარაკებების ახალ რაუნდს ღაზაში ზავის შესახებ ისრაელსა და აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილ ჰამასს შორის მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს […]

“[ფაგების] სფეროში დასაქმებულთათვის ანაზღაურება დასავლეთში უფრო მაღალია, მაგრამ აქ მეტი შესაძლებლობაა” – რატი ღოლიჯაშვილი

ბიოფარმაცევტული კომპანია “ბიოქიმფარმის” გენერალური მენეჯერი, რატი ღოლიჯაშვილი, ქვეყნიდან “ტვინების გადინების” პრობლემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩვენი საქართველოში, დაბალი კონკურენციის პირობებში, ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ მან BMGDrive-ში ისაუბრა. “ჩვენ გვჭირდება წარმატების ძალიან კარგი მაგალითი, რომ ჩვენ სფეროში არსებული “ტვინების გადინება” ცირკულაციად გადაიქცეს. რათა იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა სასწავლებლად არიან წასულები, მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, რომ დაბრუნდნენ, აქ […]

ქალაქ ონთან 4.8 და 4.2 მაგნიტუდიანი მიწისძვრები მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ქალაქ ონთან ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 4.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 17:44 საათზე მოხდა. ბიძგი მალევე, 17:50 საათზე განმეორდა – მეორე მიწისძვრის სიმძლავრე 4.2 მაგნიტუდა იყო.

,,სააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება” – ,,კოდა”

სააღდგომოდ კვერცხი არავითარ შემთხვევაში არ გაძვირდება. ამის შესახებ მეფრინველეობის კომპანია “კოდას” დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კვერცხის გაძვირება ზოგადად არ იგეგმება. “ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ წინასააღდგომო პერიოდში მოსახლეობას არ შევუქმნათ დისკომფორტი”, – აღნიშნა ზურაბ ჭუჭულაშვილმა. ცნობისთვის, მეფრინველეობის კომპანია “კოდას” წლიური წარმადობა 90 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცი კი წლის განმავლობაში 1000 ტონის ფარგლებში […]

რატიშვილი ფიბა ევროპის თასის ნახევარფინალური სერიის მე-2 მატჩს მოემსახურება

3 აპრილს ფიბა ევროპის თასზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. ამ ტურნირის ნახევარფინალური სერიის განმეორებით მატჩში თურქული “ბეშიქთაში” სტამბოლში იტალიურ “ვარეზეს” უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა ვარეზეში მასპინძელთა ერთქულიანი გამარჯვებით – 81:80 დასრულდა და საპასუხო მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომელმაც ფინალისტი უნდა გამოავლინოს. სწორედ ასეთ პრინციპულ მატჩს მოემსახურება ფიბა-ს ლიცენზიის მქონე ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი. მატჩი გაიმართება სტამბოლის 15 […]

სამწუხაროა, რომ რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა გაიგივდა მორალურ ტერორთან, ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა

სამწუხაროა, რომ რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა გაიგივდა მორალურ ტერორთან, ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. ვეტინგის საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც კიდევ უფრო მიმყარებს ბოლო პერიოდში ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პარლამენტის თავმჯდომარე […]