ლუკაშენკამ კიდევ 32 ბელარუსი პოლიტპატიმარი შეიწყალა

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 20 ნოემბერს შეიწყალა 32 პოლიტპატიმარი. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით ისინი გასამართლებული იყვნენ „ექსტრემიზმის“ მუხლით. შეწყალებულთა შორის 8 ქალი და 24 მამაკაცია. მათი ვინაობა არ სახელდება. “ყველა მათგანმა აღიარა დანაშაული, მოინანია ჩადენილი და შეიტანა შუამდგომლობა შეწყალების შესახებ”,- ნათქვამია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობებში. 3 ივლისიდან მოყოლებული ლუკაშენკომ ჯამში 178 […]
გარდაიცვალა ქალი, რომელზეც ყოფილმა ქმარმა იძალადა

თბილისის ერთ-ერთ კლინიკა გარდაიცვალა 40 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც საგარეჯოდან 11 ნოემბერს მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. გარდაცვლილის მეზობელმა, თაკო ყორღანაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქალზე ყოფილმა ქმარმა ფიზიკურად იძალადა. მისი თქმით, კაცი საპატიმროდან დაახლოებით ერთი თვის წინ გამოვიდა. “როგორც ვიცი სასჯელს იხდიდა ცოლზე ძალადობის ბრალდებით… 11 ნოემბერს, ღამით სახლში მიუვარდა და სცემა. თავში ქვა ჩაარტყა. ამ […]
“სადაზღვევოების აუდიტირებულ დასკვნებში მძიმე დარღვევებია… მკაცრი ზომები უნდა გატარდეს” – ლაშა ნიკოლაძე

დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი სადაზღვევო კომპანიების აუდიტირებულ დასკვნებში არსებულ მძიმე დარღვევებზე საუბრობს და სექტორის ზედამხედველს მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ლაშა ნიკოლაძემ BMG-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში ისაუბრა. მისი თქმით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენილ აუდიტორული დასკვნებზე რეაგირების ნაწილში დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და მისაღებია ზომები, რაც მათ შორის კომპანიებში დროებითი მმართველის შესვლას, ასევე ტენდერებში მონაწილეობის შეზღუდვას გულისხმობს. […]
“ღმერთი ზემოდან ვიდეოთვალით აკვირდებოდა და დარღვევები ვერ დაინახაო” – რომან გოცირიძე

საპატრიარქომ განაცხადა, არჩევნების ლეგიტიმურობას ვადასტურებთო. ყველაზე მაღალმა ინსტანციამ დაადგინა ეს და შეეგუეთო. ღმერთი ზემოდან ვიდეოთვალით აკვირდებოდა და დარღვევები ვერ დაინახაო… ისე, რუსეთის აგენტურას წინასაარჩევნოდ კოჭს რომ უგორებდნენ ოპოზიციიდან, ორმეტრიანი სანთლებით რომ პოზირებდნენ და ბობოლა მღვდლებთან ფოტოების გადაღებაში ერთმანეთს რომ ეჯიბრებოდნენ, რა შედეგი გამოიღო, ხომ ვერ იტყვით? მღვდლებთან ფოტოსესიებში ნაციონალური მოძრაობა ლიდერობდა, მაგრამ როგორც ჩანს, არასწორ […]
ამერიკელების მხრიდან ევროპულ „ოქროს ვიზებზე“ ინტერესი გაიზარდა – CNN

ევროპამ მალე შეიძლება მდიდარი ამერიკელების ტალღას უმასპინძლოს, რადგან დემოკრატი ამომრჩევლები, საცხოვრებლებს საზღვარგარეთ ეძებენ. როგორც CNN-ი წერს, აშშ-ის მოქალაქეებში ე.წ. ოქროს ვიზების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. კონსულტანტები კი მდიდარ ადამიანებს მიგრაციაში ეხმარებიან. „ოქროს ვიზები“ საშუალებას აძლევს ადამიანებს ეფექტურად შეიძინონ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მნიშვნელოვანი ინვესტიციების მეშვეობით, მათ შორის უძრავი ქონების, სახელმწიფო ობლიგაციების ან […]
24 ნოემბერს, თბილისში ქალთა მარში გაიმართება

თბილისში, 24 ნოემბერს, ქალთა მარში გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება. მარშის ორგანიზატორები ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი (“კოალიცია ცვლილებებისთვის”, “კოალიცია ძლიერი საქართველო”, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, პარტია ,,საქართველოსთვის”) არიან. ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში დასრულდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან. „ემიგრაცია საქართველოში უმწვავესი პრობლემაა. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი […]
ალექს ჩიღვინაძე: განგაში დიდი ხნის წინ იყო ასატეხი

ავტორი: ალექს ჩიღვინაძე, მწერალი, დრამატურგი. [ტექსტი პპირველად გამოქვეყნდა ავტორის ფეისბუქის გვერდზე]. უვიცობა, გაუნათლებლობა, არაპროფესიონალიზმი და არაკეთილსინდისიერება არასოდეს ყოფილა ისეთი დაფასებული, როგორც ქართული ოცნების მმართველობის დროს. ტყუილი და ძალმომრეობა ნორმად აქციეს. ყველაფერი რაც დემოკრატიის არსებობისთვის აუცილებელია ხელიდან გამოგვაცალეს – სამართლებრივი ინსტიტუტები იქნება, საგანმანათლებლო თუ კულტურული. განგაში დიდი ხნის წინ იყო ასატეხი. “ხვალ ჩამოვშლით. წელში გადავამტვრევთ და […]
უკრაინის ცნობით, რუსეთმა ომში პირველად გამოიყენა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 21 ნოემბრის დილას, დნიპროზე შეტევისას, რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ასტრახანის რეგიონიდან იქნა გაშვებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია РС-26 Рубеж-ის ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტაზე, რომელსაც პოტენციურად, ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში ის ბირთვული ქობინების გარეშე […]
“ვესტ ჰემის” მწვრთნელი ლოპეტეგი შეიძლება გადააყენონ

თუ მომავალ ორ მატჩში “ვესტ ჰემმა” სატურნირო მდგომარეობა ვერ გამოასწორა, შეიძლება მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი გადააყენონ. “გარდიანის” მტკიცებით, ლოპეტეგის შემცვლელად რამდენიმე კანდიდტი განიხილება: ედინ ტერზიჩი, კასპერ ჰიულმანდი, როჯერ შმიდტი და სებასტიან გოსენსი. “ვესტ ჰემი” 11 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში 12 ქულით მე-14 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრები “ნიუკასლთან” და “არსენალთან” აქვს.
ახალი წლის პერიოდში ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება თავისი რეზერვების გარკვეული ნაწილი შეავსოს – ლევან სურგულაძე

ახალი წლის პერიოდში ლარზე მოთხოვნა იზრდება და ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება თავისი რეზერვების გარკვეული ნაწილი შეავსოს, ხოლო გაზაფხულის პერიოდში, ტურისტულ სეზონზე შესაძლებელია ზრდაზეც ვისაუბროთ, – ამის შესახებ ფინანსისტმა ლევან სურგულაძემ გადაცემა “ბიზნესი რუსთავი 2”-ზე განაცხადა. მისივე შეფასებით, ეროვნული ბანკი აუცილებელ და საკმარის რეზერვს იმისთვის ხარჯავს, რომ ლარის აჟიოტაჟური ვოლატილობა მისაღებ დონეზე დაიყვანოს და ქვეყნის […]