ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა

„კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ვიქტორ წილოსანი აღნიშნულ თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა, მანამდე კი წილოსანი თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

პუტინის თქმით, რუსეთმა დნიპროში „უახლესი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა“

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში, დნიპროზე განხორციელებული თავდასხმისას „უახლესი ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკი გამოსცადა“. მისი თქმით, ეს იყო მოსკოვის პასუხი უკრაინის მიერ რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე ამერიკული ATACMS ტიპის რაკეტების გამოყენებაზე.

დნიპროზე ბალისტიკური თავდასხმის შესახებ ეჭვობენ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა საკონტინენტსაშორისო ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ დნიპროზე. უსაფრთხოების ექსპერტების განმარტებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ომში იმ ტიპის იარაღის გამოყენება მოხდა, რომელსაც შორი რადიუსის ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. დასავლელმა ლიდერებმა სააგენტო “ როიტერთან “ საუბარში ვერ დააზუსტეს, მოხდა, თუ არა ამ რაკეტის გამოყენება. თუმცა, აღნიშნეს, რომ ეს დასკვნა შეიძლება […]

ტრამპის არჩევის გამო „შეწუხებულ“ ამერიკელებს იტალიური სოფელი სახლებს 1 დოლარად სთავაზობს

იტალიის კუნძულ სარდინიაზე მდებარე სოფელმა გადაწყვიტა, დონალდ ტრამპის გამარჯვებით „შეწუხებულ“ აშშ-ის მოსახლეობას მიტოვებული სახლები 1 დოლარად შესთავაზოს. ულამაზესი უბანი ოლოლაი დიდი ხანია ცდილობს დაარწმუნოს უცხოელები, რომ გადავიდნენ საცხოვრებლად იქ და აღადგინონ სოფელი. 5 ნოემბერს გაიხსნა ვებგვერდი, რომელიც ამერიკელ ემიგრანტებს სთავაზობს იაფ სახლებს იმ იმედით, რომ არჩევნების შედეგით განაწყენებულები ოლოლაიზე გადასახლდებიან. „შეშფოთებული ხართ გლობალური პოლიტიკით? ეძებთ […]

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სიცრუეს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ცრუს უწოდებს მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ სოციალურ ქსელში და შემდეგ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს. განცხადებაში აღინიშნება, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. უწყება […]

გიგი წერეთელი აშშ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბენ კარდინს შეხვდა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიგი წერეთელი აშშ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბენ კარდინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს. მათივე ცნობით, გიგი წერეთელი აშშ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბენ კარდინს ლონდონში შეხვდა, სადაც “მაგნიტსკის ჯილდოს”გადაცემის ღონისძიება გაიმართა. ეს ჯილდო ადამიანის უფლებების სფეროში გამორჩეულ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს ყოველწლიურად გადაეცემათ სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით. “მქონდა […]

“გენატრებათ ხოლმე? – ვგიჟდები” – რა ნაბიჯი იქნებოდა სამართლიანი ივანიშვილისგან?

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ტვ პირველის ეთერში, ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვის პასუხად, ამბობს, რომ სამართლიანი იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილი თავად გახდეს პრეზიდენტი. გახარია: –წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს, ვერც ვხედავ აზრს. სამართლიანი იქნებოდა თვითონ იყოს, ეს პასუხისმგებლობა მაინც აიღოს. როდემდე შეიძლება ხალხს შეურაცხყოფა მიაყენო, გაქრე, მერე მოხვიდე, სამთვიანი კამპანია ჩაატარო, აკვარიუმში იყო, ამ ხალხს სისულელეები […]

პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

“მათეს თავისუფლებისთვის” – ამ ლოზუნგით მოქალაქეები პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძის გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი ასევე მოითხოვენ 19 ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს სხვა დაკავებულების გათავისუფლებასაც. აქციის მონაწილეები 21 ნოემბერს მსვლელობით მივიდნენ მელიქიშვილის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც 19 ნოემბერს დევიძე დააკავეს, შემდეგ კი, ასევე ფეხით დაიძრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოს მიმართულებით, სადაც სტუდენტებს საპროტესტო კარვები […]

თავმოყვარე იურისტი ასეთ სარჩელს არ უნდა წერდეს, რომელიც დაცლილია სამართლებრივი საფუძვლებისგან

თავმოყვარე იურისტი ასეთ სარჩელს არ უნდა წერდეს, რომელიც დაცლილია სამართლებრივი საფუძვლებისგან, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ. ასე გამოეხმაურა დეპუტატი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ ორ სარჩელს – ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან და მეორე საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის ავტორობით. „თავმოყვარე იურისტი ასეთ სარჩელს არ უნდა წერდეს, რომელიც დაცლილია სამართლებრივი საფუძვლებისგან. […]

მძღოლებმა წელს ₾10 მლნ-ით მეტი ჯარიმა გადაიხადეს

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილმა ჯარიმებმა რეკორდული, 189 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. ინფორმაციის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმებიდან 76.7 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 113.5 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა […]