სერგეი ლავროვი – დასავლეთი იწყებს იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი დარჩება

დასავლური ქვეყნები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი დარჩება და ზოგიერთი მათგანი ამბობს: „მოდით, ახლავე გავჩერდეთ და ეს ნაწილი ნატო-ში მივიღოთ“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „როდესაც ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მათ დაიწყეს საუბარი : „უკრაინა ნატო-ში უნდა მიგვეღო, მაშინ რუსეთი მას თავს არ დაესხმებოდა“ – ეს იყო […]
იაგო კაჭკაჭიშვილი – იქნებ მოცდა სჯობს? როცა გახარიას გუნდი მანდატების დატოვების აქტს დროში წელავს, რატომ არ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ამისთვის უფრო ხელსაყრელ დროს ელოდებიან, რათა რეზისტენტულობის ეს აქტი უფრო ეფექტურად გამოჩნდეს?

როდესაც გახარიას გუნდი მანდატების დატოვების აქტს დროში წელავს, რატომ არ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ამისთვის უფრო ხელსაყრელ დროს ელოდებიან, რათა რეზისტენტულობის ეს აქტი უფრო ეფექტურად გამოჩნდეს? – ახლა ხელისუფლების ნარატივზე ნუ დავასხამთ წყალს, – ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, შეუძლებელია, [„გახარია საქართველოსთვის“ გუნდმა] იმის უნაშთოდ „გათეთრება“ მოახერხონ, თუ პარლამენტში რუტინულად აღმოჩნდებიან. […]
„ქვეყნისთვის საგარეო შემოდინებების შეწყვეტა აპოკალიფსური სცენარია“ – სებ-ის წარმომადგენელი

საგარეო შემოდინებების შეწყვეტა ქვეყნისთვის აპოკალიფსური სცენარია და ამ ეტაპზე ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა განაცხადა. „ყველა შემოდინებას აქვს მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის. ზოგადად, ეროვნული ბანკი უყურებს ფართო სურათს. ფართო სურათი კი ასეთია: დაფინანსების ძირითადი ნაწილი შემოდის კერძო სექტორზე და […]
ამერიკელ ინვესტორს სურს აუქციონზე შეიძინოს მილსადენი Nord Stream 2 – WSJ

ამერიკელმა ინვესტორმა სტივენ ლინჩმა, რომელიც დაახლოებით 20 წელი ეწეოდა ბიზნესს რუსეთში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, მონაწილეობა მიიღოს აუქციონში, თუკი მასზე გასაყიდად გაიტანენ გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკად 2-ს”. “უოლ სტრიტ ჯოურნალის” თანახმად, ლინჩმა ფინანსთა სამინისტროს ასეთი თხოვნით 2024 წლის თებერვალში მიმართა. შესაბამისი ნებართვა მას საშუალებას მისცემს, გაზსადენის შეძენის თაობაზე აწარმოოს მოლაპარაკებები იმ პირებთან, რომლებიც აშშ-ის მიერ […]
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა – რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

22 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წყლისა და ურბანული განვითარების სექტორის დირექტორს, ნორიო საიტოს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ურბანული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების […]
“ვინ აფარებს ხელს სააკაშვილს?” – დიმიტრი ლორთქიფანიძე

“პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე: სააკაშვილი კი აგრძელებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კერძო სამედიცინო კლინიკაში ნებივრობას და ეს მას სასჯელის ვადაში ეთვლება(!), რაც სავსებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ათასობით მსჯავრდებულ პირს, ვინც სასჯელს, განსხვავებით მიშასგან, ციხეში იხდის და არა ორპალატიან ლუქსში, მზრუნველი მედდებითა და ექთნებით გარშემორტყმული! მ/ წლის 6 აგვისტოს, წერილობით მივმართე სპეციალურ პენიტენციურ […]
პირველი დეკემბრიდან ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. უწყების ცნობით, ზამთარში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი. საბურავის პროტექტორის სიღრმე […]
“ჩვილი ქრისტეს სახე გაიბზარა გელათის საკურთხევლის კონქში!” – რას წერს ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: ჩვილი ქრისტეს სახე გაიბზარა გელათის საკურთხევლის კონქში!!! დავით აღმაშენებლისეული მოზაიკა! საქართველოში ერთადერთი სრულყოფილად შემორჩენილი კედლის იკონოგრაფიული მოზაიკა შუა საუკუნეებიდან დღეს ნადგურდება ქოცღორთა და ქვაბ-ავაზაკთა საპატრიარქოს მიერ!
ზელენსკის ბრძანებით, უკრაინის 34 მოღალატეს სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით 34 პირს სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯილდოჩამორთმეულ პირთა შორის არიან: უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე რენატ კუზმინი; განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ტაბაჩნიკი; უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი; უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ვიქტორ ფშონკა; III-IX მოწვევის ყოფილი სახალხო დეპუტატი ანდრეი დერკაჩი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი. […]
“მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში პაპუაშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი” – თინა ბოკუჩავა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ პარლამენტის პირველ სხდომა მიწვეული არ არის დიპლომატიური კორპუსი. მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში პაპუაშვილის სახით ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი. დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, სამაგიეროდ შეეძლოთ მიეწვიათ ვლადიმერ პუტინი ან […]