ნატო დიდ არქტიკულ წვრთნებს რუსეთის უკანა ეზოში ატარებს

ნატო დიდ არქტიკულ წვრთნებს რუსეთის უკანა ეზოში ატარებს ნატო-ს ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობს ფინეთის არქტიკულ ზონაში მიმდინარე ფართომასშტაბიან საარტილერიო წვრთნებში, რასაც ზოგიერთი, უკრაინის ომის ფონზე, რუსეთისთვის განკუთვნილ შეტყობინებად მიიჩნევს. ქვემეხებიდან სროლის ხმები ეფინება თოვლით დაფარულ მთიანი ლაპლანდიის ლანდშაფტს, სადაც აშშ-ს, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების დაახლოებით 3600 ჯარისკაცი, მთელი ნოემბრის განმავლობაში, სამხედრო […]

თანამდებობიდან გადააყენეს რუსეთის დაჯგუფება “სამხრეთის” მეთაური

უკრაინაში მებრძოლი რუსეთის ჯარების დაჯგუფება “სამხრეთის” ის მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი გენადი ანაშკინი თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ იტყობინება შაბათს არაერთი ცნობილი რუსული ტელეგრამის არხი და სააგენტო RBC, თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით. ამ წყაროს თანახმად, საუბარია “დაგეგმილ როტაციაზე”, არ არსებობს პრეტენზიები ანაშკინის წინააღმდეგ, რომელიც არის “დამსახურებული, დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე მეთაური.” მაგრამ ომის მომხრე ბლოგერმა იური პოდოლიაკამ, რომელიც […]

საქართველოში 55 “საქმიანი ეზოა”, თითოში მინიმუმ 7 ადგილობრივია დასაქმებული – სააგენტო

საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის – „ECO.Georgia” ფარგლებში, გურიის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. როგორც “კომერსანტს” ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ტყეების მდგრადი მართვის გზით ემისიების შემცირება, ენერგოეფექტური […]

“კარიერის გადასარჩენად აზაროვმა “შახტარი” უნდა დატოვოს” – უკრაინული გამოცემა ირაკლის წასვლის მომხრეა

sport.ua-მ „შახტარის“ შესახებ წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა კარიერა არ გაინადგურონ, ეგორ ნაზარინამ, ვიქტორ ცუკანოვმა, მარიან შვედმა, კირილ ფესიუნმა და ირაკლი აზაროვმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდი იჯარით ან სრულფასოვანი ტრანსფერით უნდა დატოვონ. ირაკლი აზაროვი – 22 წლის. ამ სეზონში კლუბში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 443 წუთი ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. „გასული […]

უკრაინაში მედიაბიზნესი ომის წნეხს ვეღარ უძლებს – მუშაობა შეწყვიტა 329 უკრაინულმა მედიასაშუალებამ

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, მუშაობა შეწყვიტა 329 უკრაინულმა მედიასაშუალებამ, რომელთა დიდი უმრავლესობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ფრონტისპირა რაიონებში ფუნქციონირებდა. ეს განცხადება მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტმა (IMI) უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღეს გაავრცელა. დახურული მედიასაშუალებების რაოდენობით, „ლიდერები“ არიან: ზაპოროჟიეს (50 შემთხვევა), დონეცკის (35), ხერსონის (34), ნიკოლაევის (30), ხარკოვის (29), ლუგანსკის (26) და ოდესის (24) […]

პუტინმა გასცა ბრძანება, რომ კურსკის რეგიონი ტრამპის ინაუგურაციამდე დაიბრუნონ – ზელენსკი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიზნად დაისახა უკრაინის ჯარების უკუგდება კურსკის რეგიონიდან (რუსეთი) 2025 წლის 20 იანვრამდე, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღამდე. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ შაბათს უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “დარწმუნებული ვარ, რომ მას (პუტინს-რედ.) სურს ჩვენი განდევნა (კურსკის რეგიონიდან-რედ.) 20 იანვრამდე. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ის აკონტროლებს […]

ევროპაში არასტაბილური სავაჭრო გარემოს შექმნაზე შიშობენ – ქვეყნების ვაჭრობის მინისტრებმა იმსჯელეს

ევროპაში შიშობენ, რომ შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ კვლავ გაჩნდება არასტაბილური სავაჭრო გარემო. ისინი არც პროტექციონიზმსა და ევროპულ პროდუქციაზე ფასის გაზრდას გამორიცხავენ. ევროკავშირი მზადაა, იმუშაოს ვაშინგტონთან. ხუთშაბათს ბრიუსელში ვაჭრობის მინისტრების შეხვედრაზე ბლოკი ცდილობდა, ეს ერთიანობა წარმოეჩინა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბროვსკისის თქმით, მინისტრები თანხმდებიან, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ტრანსატლანტიკურ […]

მოშიმშილე ისაკო დევიძე კლინიკიდან ისევ იზოლატორში დააბრუნეს – ადვოკატი

მშრალ შიმშილობაზე მყოფი ისაკო დევიძე, რომელიც დღეს კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს, ისევ იზოლატორში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ავრცელებს. “ისაკო დევიძე ისევ დააბრუნეს ზაჰესის იზოლატორში … ვივამედის ექიმი არც ადვოკატებს გაგვესაუბრა და არც ოჯახის წევრებს, ისაკოს ჯანმრთელობის შესახებ რომ მოეწოდებინა ინფორმაცია! ისაკოს სჭირდება 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობა, რადგან არის მშრალ შიმშილზე – წყალსაც არ […]

გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა – პროტესტი კვირა ღამით გაგრძელდება

თბილისში, გმირთა მოედანზე საპროტესტო დემონსტრაცია დასრულდა. უახლოეს პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება. პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „დღევანდელი დღეც შედგა“ და მხარდამჭერებს მოუწოდა, ხვალ, კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს ცხრა საათიდან შეუერთდნენ აქციას, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. 23 ნოემბრის აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო და გმირთა მოედანზე გზის […]

,, ეს უ@რაკო დიქტატორი, რითი აპირებს იზოლაციაში გამოკეტილი ქვეყნის შენახვას ხომ არ იცით?” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი: ,,ქოცზე უტიფარი არაფერი არსებობს. საქართველოს ექსპორტის 36.8% წელს არის ავტომობილების ექსპორტი. მოგეხსენებათ, ავტომობილებს ჩვენ არ ვაწარმოებთ. ევროპულ, ამერიკულ და იაპონურ ავტომობილებს ვყიდულობთ და ვყიდით ძირითადად ყირგიზეთში და ყაზახეთში, ანუ ფაქტობრივად რუსეთში ამ ქვეყნების გავლით. რუსეთიდან ფულადი გზავნილები ისეა შემცირებული, ომამდელ დონეს ჩაცდა. ოქტომბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხვები 124 მილიონი იყო, მთელი […]