ირანმა ბირთვული პროგრამის გაფართოებაზე განაცხადა – ვრცელდება აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადება

აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამენ ირანის გეგმების გამო, რომელიც ბირთვული პროგრამისთვის ახალი ცენტრიფუგების გაშვებას ითვალისწინებს. ისინი თეირანს გაერო-ს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის განახლებისკენ მოუწოდებენ. „სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ირანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ, რეზოლუციაზე თანამშრომლობით პასუხის ნაცვლად, გეგმავენ პასუხის გაცემას თავიანთი ბირთვული პროგრამის შემდგომი გაფართოებით ისეთი გზებით, რომლებსაც არანაირი სარწმუნო მშვიდობიანი დასაბუთება არ […]
რუსების 53% უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ემხრობა – კვლევა

რუსული ორგანიზაციის, Russian Field-ის კვლევის მიხედვით, ნოემბერში გამოკითხული რუსების 53% უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ომის გაგრძელებას რესპონდენტების 36% უჭერს მხარს, რაც 2022 წლის მარტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის. სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერა ყველაზე მაღალია ქალებს (59%), ახალგაზრდებსა (68%) და დაბალშემოსავლიან რუსებს შორის (59%). სამშვიდობო ხელშეკრულების “ხვალ” გაფორმებას […]
ბათუმში „მეტროპოლ პარალელის“ საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ ბათუმში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა დაიწყო. ახალი კორპუსების ტერიტორიაზე „მეტროპოლის“ წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის წევრები და მომავალი მობინადრეები შეიკრიბნენ და მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს. ახალი კომპლექსი ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს აერთიანებს. A და B ბლოკები აჭარის მთისა და ზღვის ხედებით ერთმანეთის […]
რუსული გაზის ჩეხეთში იმპორტი მკვეთრად გაიზარდა

რუსეთიდან ჩეხეთში გაზის იმპორტი, ბოლო კვირების განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს ბუნებრივი აირის უმეტესი ნაწილი ჩეხეთში გერმანიიდან შედიოდა, ნოემბერში მიწოდების 95%-ზე მეტი უკვე სლოვაკეთიდან ხორციელდება. ექსპერტების აზრით, რუსული გაზი, ძირითადად, სწორედ ამ მიმართულებით მიედინება. მათი ვარაუდი ჩეხეთის რესპუბლიკაში გაზის ტრანსპორტირების ექსკლუზიორი იმპორტიორის, Net4Gas-ის სტატისტიკას ეფუძნება. ანალიტიკოსების აზრით, ამ ტენდენციის მთავარი მიზეზი ბაზარზე […]
Reuters – უკრაინამ კურსკში დაკავებული ტერიტორიის 40%-ზე მეტი დაკარგა

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიის 40%-ზე მეტი დაკარგა, რომელიც აგვისტოში მოულოდნელი შეჭრის შედეგად დაიკავა, რადგან რუსულმა ძალებმა კონტრშეტევების ტალღები მოაწყვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უკრაინის გენერალურ შტაბის წარმომადგენელია. წყაროს თქმით, რუსეთმა კურსკის ოლქში 59 000 ჯარისკაცი განალაგა მას შემდეგ, რაც იქ კიევის ძალები სწრაფად შეიჭრნენ და წინ წაიწიეს. „ჩვენ ვაკონტროლებდით […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ქვეყნის 4 ოლქში 34 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ, მათ შორის 27 – კურსკში

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 34 უკრაინული დრონი ჩამოაგო, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 27 უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 4 – ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე, 2 უპილოტო საფრენი აპარატი – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, ერთი კი -ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე. ლიპეცკის ოლქის გუბერნატორის, იგორ არტამონოვის განცხადებით, დრონებით […]
დღეს – კვარაცხელია რომაელთა წინააღმდეგ და ქართული დუელი, რომელიც ვერ შედგება

“ნაპოლი” მე-13 ტურს ლიდერის რანგში შეხვდა, მაგრამ რადგანაც გვიან თამაშობს, ლიდერობის დასაბრუნებლად ბრძოლა მოუწევს. ნეაპოლელები დღეს, 24 ნოემბერს, ჩვენი დროით 21:00 საათზე, საკუთარ მოედანზე “რომას” მიიღებენ, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, უკვე მეორე მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ აქ დიდი ფიგურა, კლაუდიო რანიერი მივიდა. რანიერი ბოლოს “კალიარიში” იყო. “ნაპოლის” მათთან რთული დაპირისპირებები ჰქონდა. რაც შეეხება რომაელებთან დუელებს, ხვიჩა კვარაცხელიასა […]
პაველ ჰერჩინსკი – უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა – ერთად შეგვიძლია შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება, განცხადებას ავრცელებს. პაველ ჰერჩინსკის თქმით, გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაა. ელჩის განცხადებით, უპირველესი გზა ქალების გასაძლიერებლად არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შიშის გარეშე და ძალადობისგან დაცულად შეძლონ ცხოვრება და უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის […]
ქართველი ახალგაზრდებისთვის საცხოვრებლად მარტო გადასვლა დიდი გამოწვევაა – მთავარ ბარიერად ეკონომიკური მდგომარეობა სახელდება

მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება ბევრ ახალგაზრდას სურს, მაგრამ საცხოვრებლად მარტო გადასვლა დიდი გამოწვევაა და სანამ ამ ნაბიჯს გადადგამ, ბევრი დაბრკოლება უნდა გადალახო. დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყების გზაზე მთავარ ბარიერად ბევრი ახალგაზრდა ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. თუმცა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც – მაგალითად, ოჯახის წინააღმდეგობა და ამ თვალსაზრისით გოგონებისა და ბიჭებისთვის რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია. გენდერული პრობლემების ექსპერტის, იდა ბახტურიძის […]
ოპოზიცია, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება

24 ნოემბერს, 21:00 საათზე ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბება, საიდანაც საქართველოს პარლამენტისკენ ფეხით მსვლელობას გამართავს. თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული მოქალაქეები, ამის შემდგომ კი, დედაქალაქის მასშტაბით მანქანებით მსვლელობა გაიმართება, – აღნიშნული განცხადება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე გააკეთა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გმირთა მოედანზე სამოქმედო გეგმის სახით გაკეთებული განცხადება მთლიანად, […]