ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. “გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ . ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები […]
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

გილოცავთ საქართველო – ასე ულოცავენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ელჩები სპეციალურ მიმართავს ვიდეორგოლის საშუალებით ავრცელებენ. “საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის – გილოცავთ საქართველო“ , -აცხადებს პაველ ჰერჩინსკი. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის […]
“ევროპა ასევე დაგვიდგება გვერდით რათა მოვიცილოთ ათასწლეულის ბოროტება ივანიშვილის სახით” – ნათელაშვილი

მადლობა საქართველოვ, რომ არსებობ და ყველაფრის მიუხედავად მაინც იმარჯვებ. გილოცავთ. ერის ისტორიაში იწყება ახალი ეტაპი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ასევე დაგვიდგება გვერდით რათა მოვიცილოთ ათასწლეულის ბოროტება ივანიშვილისა და მისი რეჟიმის სახით რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს რათა ეს დღე არ დამდგარიყო. ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წინსვლას ვერავინ გააჩერებს.
“ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სათქმელი თქვა” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეხმაურება. “დღეს აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოსთვის და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სათქმელი თქვა და დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი საქართველოს ევროპულ ოჯახთან გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა”, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.
“გილოცავთ ყველას! ოღონდ…” – ნიკა გვარამია

გილოცავთ ყველას! ოღონდ, ახლა უკვე წუწუნის და თხოვნა-მუდარის მოდუსიდან გამოსვლის და ქმედებებზე გადასვლის დროა. თვინიერ საქმეთა სტატუსი მკვდარ არს.
“ქართველობა უკვე წაგვერთვა თუ ჯერ ვერა?”– ბატიაშვილი

დღეიდან უკვე ოფიციალურადაც – ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი ვართ! დღეს საქართველოს გამარჯვების დღეა! მე ისევ მაინტერესებს, ქართველობა უკვე წაგვერთვა თუ ჯერ ვერა?
“ევროპულმა საბჭომ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს” – მიშელი

“ევროპულმა საბჭომ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე წერს. ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. #EUCO-მ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, როგორც კი მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების […]
გილოცავთ! საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! – ღარიბაშვილი

პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე, სოციალურ ქსელში, ვრცელდება ტექსტი: გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!
“გილოცავ საქართველო” – ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა საქართველოს

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს ამ ისტორიულ თარიღს ულოცავენ. “საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის”, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
“ეს უკრაინის გამარჯვებაა, გამარჯვება მთელი ევროპისთვის” – ზელენსკი

“ეს უკრაინის გამარჯვებაა. გამარჯვება მთელი ევროპისთვის. გამარჯვება, რომელიც აღძრავს და აძლიერებს შთაგონებას”, – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შარლ მიშელის პოსტს ეხმაურება, სადაც წერია, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. This is a victory for Ukraine. A victory for all of Europe. A victory that motivates, inspires, and strengthens. […]