კობახიძე ზურაბიშვილზე: არაფერი ესაქმება საზეიმო ღონისძიებაზე, მით უმეტეს – სცენაზე

დღევანდელი ღონისძიება იმ ხალხს ეძღვნება, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. მათ შორის, ერთ-ერთი, ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, სწორედ სალომე ზურაბიშვილი იყო. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს საზეიმო ღონისძიებაზე არაფერი ესაქმებათ , როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მით […]

ბათუ ქუთელია – თუ საქართველო ეკონომიკურად დარჩება რუსულ ორბიტაზე, კანდიდატის სტატუსი ჰაერში იქნება გამოკიდებული – ძალიან ბევრ ინსტრუმენტზე გაგვეხსნა წვდომა და როგორ გამოვიყენებთ, დამოკიდებულია, ვინ იქნება ხელისუფლებაში

თუ საქართველო ეკონომიკურად დარჩება რუსულ ორბიტაზე, კანდიდატის სტატუსი ჰაერში იქნება გამოკიდებული, არაფრის მომცემი – ძალიან ბევრ ინსტრუმენტზე გაგვეხსნა წვდომა იმისთვის, რომ გამოვიყენოთ. აი, როგორ გამოვიყენებთ, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, რამდენად მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ბათუ ქუთელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის […]

პლენარულ სხდომაზე ბექა ოდიშარიას ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ხმაური მოჰყვა

პლენარულ სხდომათა დარბაზში, უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებას ოპოზიციის მისამართით, ხმაური მოჰყვა. „კოლეგებო, სანამ გაბრძანდებით, ძალიან გთხოვთ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დასწრება, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაშიც არის რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ არ შემიძლია არ მივულოცო მთელ ქართულ დიასპორას დღევანდელი დღე. მთელ ქართულ დიასპორას ვულოცავ დღევანდელ დღეს!”- განაცხადა ოდიშარიამ, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე შესვენება […]

ანა წითლიძე – მიუხედავად „რუსული ოცნების“ ყველანაირი მცდელობისა და საბოტაჟისა, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი, დღეს 1:0 არის საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ

მიუხედავად „რუსული ოცნების” ყველანაირი მცდელობისა და საბოტაჟისა, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი, დღეს 1:0 არის საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს მოტივაცია, რომ 2024 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” ხელისუფლება შეიცვალოს. “მინდა, საქართველოს მოქალაქეებს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი […]

ირაკლი ფავლენიშვილი – ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, თუმცა იმისთვის, რომ პროცესი ბოლომდე მივიდეს, აუცილებელია იმ სისტემის ჩამოშორება, რომელიც თავისუფალ სამყაროს უპირისპირდება

ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, თუმცა იმისთვის, რომ სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ და ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს, აუცილებელია იმ სისტემის ჩამოშორება, რომელიც თავისუფალ სამყაროს უპირისპირდება, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა. მისივე განცხადებით, ქართველმა ხალხმა ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. „ეს არის ქართველი ხალხის უდიდესი მიღწევა. არა მხოლოდ […]

პარლამენტმა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

პარლამენტმა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ამ მიმართულებით “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 76 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. მთავრობის პროექტის მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობა უფლებამოსილი იქნება 2023 წელს შესაბამისი ნორმატიული აქტი გამოსცეს. ამავე პროექტით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება […]

ანა დოლიძე – რეფორმა, რეფორმა და რეფორმა! ახლა მთავარია კანდიდატის სტატუსის მიღება ყველამ ერთად მივიყვანოთ საბოლოო შედეგამდე

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას მთელ საქართველოს ულოცავს. პარტიის ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ეს პირველ რიგში არის უკრაინისა და მისი მებრძოლების დამსახურება, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს მოქალაქეების სურვილს დაინახავდნენ და გაითვალისწინებდნენ. ეს ნამდვილად მისალოცი ამბავია თითოეული […]

კახა კალაძე – ძაღლი ნივთი არაა, რომ აიღო და გარეთ დააგდო – თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მსგავსი დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიუსაფარი ცხოველების პრობლემებზე დეპუტატების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ თბილისის მერია აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად ძალისხმევას არ იშურებს. მისივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია გრძელდება და ამისთვის მერიის ბიუჯეტიდან გარკვეული თანხებია გამოყოფილი. „მიუსაფარი ცხოველების საკითხი, რა თქმა უნდა, გამოწვევაა. ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ […]

პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – ბიუჯეტის მოცულობა 28,357 მლრდ ლარია

პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – ბიუჯეტის მოცულობა 28,357 მლრდ ლარია პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს ბიუჯეტის მოცულობა 28,357 მლრდ ლარია. 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.2%-ის ოდენობით; დეფლატორის მაჩვენებელია 3% როგორც 2024 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია 2.8%; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის […]