კახა კალაძე – ჩემზე მეტად ვის უნდა უნდოდეს ქალაქში გადაადგილების პრობლემების მოგვარება?!

პირველი მე ვარ დაინტერესებული, რომ დედაქალაქში გადაადგილების პრობლემა იყოს მოგვარებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში განაცხადა, სადაც საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. მერმა დეპუტატ მიხეილ კაკაურიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი მზადაა, ოპოზიციისგან მოისმინოს და გაიზიაროს კონსტრუქციული რჩევები ნებისმიერ საკითხში, მათ შორის, სატრანსპორტო […]
შპს „ჯეოსთილმა“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ჯამურად 20 მილიონი აშშ დოლარის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარმატებით განათავსა

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანშის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, „გალტ & თაგარტის“ სათავო ოფისში პრესკონფერენციას უმასპინძლა,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, რომლიდანაც მეორე ტრანშმა 5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „აღნიშნული პროგრამა პირველ მდგრადობასთან დაკავშირებულ […]
სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. სააგენტოს ცნობითვე, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დედაქალაქის გარეუბნებში დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 – 30 მ/წმ-დე. „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია […]
შპს „თბილისი ენერჯი“ ლიცენზიების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

„თბილისი ენერჯი“ ლიცენზიების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შესასყიდი ლიცენზიების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში. „დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯი”-ში შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია. სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა […]
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ წარადგინა. მათივე […]
ლევან დავითაშვილი – სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ტექნოლოგიების და ინოვაციების მხარდაჭერას, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „500 სტარტაპის დემო დღის“ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას – აქსელერაციის პროგრამის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და ბიზნესსექტორს სიტყვით მიმართა, სადაც ისაუბრა როგორც ამ პროგრამის მნიშვნელობაზე, ისე ზოგადად ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, სტარტაპ ეკოსისტემის ზრდისა და განვითარების აუცილებლობასა და ამ კუთხით სახელმწიფოს როლზე. […]
საქართველოს თავდაცვის მინისტრი „Glock GmbH“ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „Glock GmbH“ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტთან და რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე კომპანიასა და თავდაცვის უწყებას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობა და სიახლეები გააცნო. უწყების ცნობით, შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში საქმიანობის გაფართოების კუთხით დაინტერესება გამოხატეს და ადგილობრივი […]
ჩვენი პოლიტიკური აქტი იყო, ოპოზიციას შეეძლო იგივე, მაგრამ ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა | კობახიძე დროშებზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზში ევროკავშირისა და საქართველოს დროშების მიტანა უმრავლესობის ინიციატივა იყო და ოპოზიციასაც შეეძლო იგივე თავისი სურვილით გაეკეთებინა. ცნობისთვის, სხდომაზე “ოცნებამ” დროშები მხოლოდ იმ ადგილებთან დადო, სადაც უმრავლესობის, მათ შორის, “ხალხის ძალის” წევრები სხედან. “ეს გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობამ, ჩვენმა ფრაქციამ და საპარლამენტო უმრავლესობამ, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური აქტი. […]
ქალაქის მერი ვარ და თუ რაღაც საცობია, კალაძის ბრალია, თუ პრობლემაა, კალაძეა დამნაშავე… | კალაძე

“ათასჯერ გვითქვამს, პრეზენტაციებიც გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ხედვა გვაქვს, რატომ ვაკეთებთ, რა შედეგი უნდა მივიღოთ საბოლოოდ. ყველაზე დიდი გამოწვევა არის არსებული ავტოპარკი, კერძო ავტომობილების რაოდენობა. ისეთი ქალაქისთვის, როგორიც არის თბილისი, რელიეფიდან გამომდინარე, რასაც ვაკეთებთ, არის მაქსიმუმი, მერწმუნეთ. ვის უნდა უნდოდეს ჩემზე მეტად აღნიშნული პრობლემის მოგვარება?! ქალაქის მერი ვარ და თუ რაღაც საცობია, კალაძის ბრალია, […]
არაფერი ესაქმება საზეიმო სცენაზე | კობახიძე პრეზიდენტზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ დღევანდელი საზეიმო ღონისძიება იმ ხალხისაა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებდა. მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და “რადიკალურ ოპოზიციას” იქ “არაფერი ესაქმებათ.” “დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, […]