პუტინი ომის 2026 წლამდე გაგრძელებასა და ხარკოვის და დნეპრის დაპყრობას აპირებს – Bild

რუსეთის ხელისუფლება აპირებს ომის გაჭიანურებას 2026 წლამდე, წერს Bild დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით. პუტინს, გამოცემის წყაროების თანახმად, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შემცირების იმედი აქვს. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლება გეგმავს მოლაპარაკების სურვილის იმიტაციას, მაგრამ რეალურად კრემლი არ გეგმავს მოლაპარაკებას უკრაინის ხელმძღვანელობასთან და ამუშავებს ახალ საშუალოვადიან საომარ გეგმას. 2024 წლის ბოლოსთვის პუტინი ელის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის […]
2023 წელს „თბილსერვის ჯგუფმა“ 26 სპეცმანქანის შეძენაზე 9,3 მლნ ლარამდე დახარჯა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, 2024 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხდება 65 ერთეული სპეცმანქანის მოწოდება, აქედან 2 ერთეული სპეცტექნიკა უკვე შემოსულია. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 9 564 750 ევროს შეადგენს. აგრეთვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2024 წლის პირველ კვარტალში, ხოლო დიდი […]
“ზარალას”, გოჩა ენუქიძის, “ვისოლის”, ნოშრევან ნამორაძის, ბიძინა ივანიშვილის მშენებლობები – დეპუტატის კითხვა კორუფციულ გარიგებებზე და მერის პასუხი

საკრებულოს დეპუტატი, ლილე ლიპარტელიანი: დღეს, ჩემი კუთვნილი 3 წუთიდან, მხოლოდ 1 წუთის გამოყენება შევძელი. მერიის კორუფციული გარიგებებზე კითხვა, ცენზურით დასრულდა. Kakhi Kaladze აქ გავაგრძელებ კობა კვეტენაძის მიწების მონაცვლეობა თუ მშენებლობა-დიდ დიღომში, გიორგი რამიშვილის, იგივე “ზარალას” მშენებლობა-ყოფილი საქანელას ქუჩის მიმდებარედ, თქვენი მეგობრის, გოჩა ენუქიძის მშენებლობა – “აკადემ ქალაქის” ტერიტორიაზე, “ვისოლ ჯგუფის” მშენებლობები-იპოდრომის თუ ყოფილი საზოგადოებრივი ტელევიზიის […]
ევროკავშირის ჰიმნი და დროშები პარლამენტის სხდომაზე | “ოცნების” ზეიმი

ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომა. ის დეპუტატებიც კი, ვინც უკვე წლებია ანტიდასავლური კამპანიის ლიდერები არიან, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საყოველთაო ზეიმში ჩაერთვნენ. განსაკუთრებით “ქართული ოცნების” რადიკალურ ფრთად ცნობილი “ხალხის ძალა” აქტიურობდა. მმართველმა პარტიამ კი სხდომათა დარბაზის გაფორმებითაც კი სცადა პოლიტიკური ცინიზმის გამოვლენა და კანდიდატის სტატუსის საკუთრი თავისთვის მიწერა – საქართველოს და ევროკავშირის დროშები […]
კანდიდატის სტატუსი საქართველოს | ქვეყნის გზა EU-სთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად

სტატუსი მიღებულია. ევროკავშირთან გაწევრიანებზე მოლაპარაკებების დასაწყებად ქვეყანას დიდი გზა და მნიშვნელოვანი რეფორმების აქვს გასატარებელი. გაფრთხილება “ოცნების” ხელისუფლებამ უკვე მიიღო – შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად პირველ რიგში ევროკომისიის 9 მოთხოვნაა სავალდებულოდ შესასრულებელი. იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბრდეს, მთავრობამ უნდა აჩვენოს მზაობა, რომ ის 2024 წლის საპრლამენტო არჩევნებს დემოკრატიულად და გამჭირვალედ ჩაატარებს.
აშშ-ის სენატმა არდადეგები გადადო და ახალ წლამდე დახმარების ახალ პაკეტს უყრის კენჭს | EU-ს გადაწყვეტილება და შეცვლილი მსოფლიო პოლიტიკა

ბრიუსელის გადაწყვეტილება გლობალურ პოლიტიკასაც ცვლის. უკრაინისთვის მწვანე შუქის ანთების პარალელურად, ევროკავშირშიც და შეერთებულ შტატებშიც განწყობები იცვლება და რუსეთის მოწინააღმდეგე ბანაკები მეტ კონსოლიდაციას ახერხებენ. ევროპელი ლიდერები თანხმდებიან, რომ ომში ჩრთული ქვეყნისთვის უნგრეთის მიერ დაბლოკილი 50 მილიარდის გამოსაყოფად იანვრის პირველივე რიცხვებში სამიტს მოიწვევენ და მიიღებენ რადიკალურ გადაწყვეტილებებს დაფინანსების გასაგრძელებლად. რადიკალურ ქმედებებზე გადადიან პოლიტიკოსები ვაშინგტონშიც – სენატმა საშობაო […]
უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე | ოფიციალური კიევის სამოქმედო გეგმა ცნობილია

უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე | ოფიციალური კიევის სამოქმედო გეგმა ცნობილია ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შედეგად უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ. ომში მყოფი ქვეყანა უმძიმესი ვითარების მიუხედავად, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს და ნაბიჯებსაც დგამს. უკვე მომდევნო კვირიდან ხელისუფლების ყველა შტო აქტიურ მოქმედებებზე გადადის და იწყებს მუშაობას ევროკავშრის სტანდარტებთან ქვეყნის კიდევ უფრო დასაახლოებლად. მთავარი გამოწვევა […]
უკვე 24 საათია, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ზეიმობს – ბრიუსელის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, მთელი საქართველო დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეკრიბა

უკვე 24 საათია, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ზეიმობს. საქართველოს დროით საღამოს 10-ის ნახევარზე, ბრიუსელიდან თბილისში სასიხარულო ცნობა გაიგზავნა. საქართველომ მიიღო დამსახურებული სტატუსი. ქვეყნის მოსახლეობამ ამ წუთიდან, ისტორიული მოვლენის აღნიშვნა დაიწყო. საზოგადოება ქუჩაში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გამოვიდა, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა თბილისის ანძაც. თბილისში დაწყებული ზეიმი რეგიონებში გაგრძელდა, აღნიშნავს ყველა, და ყველა ქალაქში გამოფენილია […]
ევროპა გაფართოების ახალ ტალღას იწყებს და ამ პაკეტში ერთ-ერთი საქართველოა – ის, რაც 14 დეკემბერს მოხდა ევროკავშირის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა

გაფართოება, როგორც ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის- ამ გზავნილით შეაჯამა 2 დღიანი სამიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობიდან გამომდინარე შარლ მიშელმა სამიტს ისტორიული განზომილება უწოდა. სწორედ შარლს მიშელის სტატუსი იყო პირველი ცნობა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან რომ საქართველოს 27 ქვეყნის ლიდერის თანხმობით კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. პირველი მილოცვა და შეტყობინებაც ოფიციალურმა თბილისმა ბრუსლეიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან […]
პარლამენტში საშემოდგომო სესიის ბოლო დღე, ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა – რა შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკოსები და როგორია მოლოდინები

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის პარლამენტში, სხდომაც უკვე განსხვავებულად დაიწყო: მილოცვებით, ტაშით, ოვაციებით, ერთობლივი ფოტოებით და რა თქმა უნდა ევროკავშირის სიმბოლიკით. საქართველო ევროპულ ოჯახში კუთვნილ ადგილს იბრუნებს – პარლამენტის სპიკერმა სხდომა ამ პათოსით გახსნა. გრძელი ისტორიული გზა მოკლე რაკურსით შეაჯამა, და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ქვეყანას ევროპული სტატუსის მიღებაში დაეხმარა. პოლიტიკოსების განცხადებებშიც დღეს საზეიმო განწყობა […]