პრემიერი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის – ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ყველას-ოთარ იოსელიანის ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის – ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო. ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც […]
ღაზაში მსხვილი სასაზღვრო პუნქტიდან პირველად შევიდა ჰუმანიტარული დახმარების მანქანები

ისრაელსა და ღაზას შორის ომის დაწყებიდან პირველად გაიხსნა მსხვილი სასაზღვრო პუნქტი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანებისთვის. კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის გახსნა 17 დეკემბერს გამოაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელმა. ეს პუნქტი ჰუმანიტარული სატვირთო მანქანებისთვის 7 ოქტომბრის შემდეგ რჩებოდა დახურული – როცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” მებრძოლებმა იერიში მიიტანეს ისრაელის სამხრეთზე. ისრაელი გასულ კვირაში […]
“აიღეს და შეათრიეს ფინეთი NATO-ში… მასთან პრობლემები არ გვქონია, მაგრამ გვექნება” | პუტინი ისევ იმუქრება

“ფინეთთან პრობლემები არ გვქონია, მაგრამ მისი NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, გვექნება”, – რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისევ იმუქრება. მისი თქმით, “ყველა დავა, მათ შორის ტერიტორიული სახის, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში გადაწყდა”. “ჩვენ გვქონდა ყველაზე კარგი, ყველაზე გულითადი ურთიერთობა. ეკონომიკურად ყველაფერი ვითარდებოდა” – თქვა მან და აქვე აღნიშნა, რომ ტყის კომპლექსთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობები არსებობდა. აიღეს და […]
გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ პატარა ლაზარეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ პატარა ლაზარეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მიმართვას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. “მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო, უცნობებო! სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი თანადგომა. წმინდა ბარბარე არ გაგვწირავს, მჯერა, და მაქვს სასწაულის იმედი, რომ დაგვეხმარებით. ჩვენ პატარა ლაზარეს, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა და თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა, ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია, რომ გადარჩეს. ამისთვის, ამ ეტაპზე, 40 000 ლარია […]
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს | დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ხერსონის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, დაღუპული 81 წლის კაცია. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სლოვაკეთში ამობრუნდა ავტობუსი, რომელშიც უკრაინელები იმყოფებოდნენ | დაშავდა 10-მდე მგზავრი

უკრაინული მედია წერს, რომ სლოვაკეთში უკრაინიდან ჩასული ავტობუსი ამობრუნდა. მასში 54 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 10-მდე ადამიანი. მათ შორის 3 ბავშვი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 16-მა მკურნალობაზე უარი თქვა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია ავტობუსის ამობრუნების მიზეზიც.
“პაციენტებს ჭრილობებს იატაკზე მწოლიარე მდგომარეობაში უკერავენ, ექიმებს არ აქვთ საშუალება, ტკივილი შეუმსუბუქონ დაჭრილებს“ – ჯანმო ღაზის უდიდეს სამედიცინო კომპლექსს სასაკლაოს ადარებს

სასაკლაო – ასე აღწერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ალ-შიფას საავადმყოფოში არსებულ ვითარებას. ჯანმო-ში განმარტავენ, რომ ღაზის ჩრდილოეთით მდებარე დაწესებულებისთვის სამედიცინო საშუალებების მიწოდება შეძლეს, თუმცა ამ დრომდე არსებობს წყლისა და საკვების დეფიციტი.
„უკვე ჩემი შვილი და მისი მეგობრები იმარჯვებენ ინტელექტუალურ თამაშებში, თან ჩემი პიჯაკი აცვია და ხელებზე ცოტა მოკლე აქვს“ – რას წერს ნიკა გვარამია?

„ეს სამი გადასარევი ბიჭი კონკურსში გამარჯვებული საქართველოს მომავალია,“– ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო პოსტს წერს: რამხელა ბედნიერებაა,რომ სამიდან ორი ჩემი უახლოესი მეგობრების შვილები არიან: შუაში სანდრო გვარამია ნიკა გვარამიას შვილი,ხელმარჯვნივ ნიკო გერსამია დავით გერსამიას და ია მახარაშვილის შვილი. მე ამაყი და ბედნიერი,“ – წერს ხერხეულიძე. შვილის წარმატებას ეხმაურება ნიკა გვარამიაც: „უკვე ჩემი შვილი და მისი […]
“ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

“ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რომელსაც ომი ჩვენი დაღუპული შვილების სახით ჩვენგან მოითხოვს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ბრიტანეთში ლეგენდარული ჰოგვორტსის ექსპრესი შესაძლოა დაიხუროს

ლეგენდარულმა ჰოგვორტსის ექსპრეს მატარებელმა შესაძლოა მოძრაობა შეწყვიტოს. ეს ყველაფერი კი კარის ჩაკეტვის პრობლემებს უკავშირდება, რაც მგზავრებისთვის სახიფათო ხდის მგზავრობას. დიდი ბრიტანეთის სარკინიგზო და საავტომობილო გზების მმართველი უწყება (ORR) WCR-სგან(კომპანია, რომელიც მართავს მატარებელს) დიდი ხანია ითხოვს ამ ვითარების გამოსწორებას. მაგრამ იმისათვის, რომ მარშრუტი მთლიანად არ დაიხუროს, გამონაკლისი მოქმედებდა. ბოლო დადგენილებამ მოქმედება შეწყვიტა 2023 წლის მარტში. მაგრამ […]