ჰერჩინსკი: გაიწვიეთ ეს კანონი

საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ სად დგას ის. ევროკავშირის მხრიდან, შემიძლია დაგარწმუნოთ, ვთანხმდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოს დაინტერესების შემთხვევაში, შემდეგი დიდი გაფართოებისას, მივიღოთ საქართველო. ამ დროისთვის ათი ქვეყანაა, რომლებიც ამ პროცესს გადის. საქართველო მრავალი წელი ლიდერობდა ამ ჯგუფს. სამწუხაროდ, ბოლო ორ კვირაში განვითარებული მოვლენების გამო, ვითარება გაურკვეველია. […] რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ […]
კლოპი: პრემიერლიგაში აღარასდროს ვიმუშავებ

დღეს,”ლივერპული” იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს, “სქაუზერები” პრემიერლიგის ბოლო ტურში შინ “ვულვზს” დაუპირისპირდებიან. გერმანელი სპეციალისტი “ენფილდზე” გულშემატკივრებს დაემშვიდობება. “შვებულების აღებას დიდი ხნით ვგეგმავ, ჩემი დრო ინგლისში დასრულდა, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. პრემიერლიგაში სხვა კლუბს არასდროს გავწვრთნი”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს ფაბრიციო რომანო. შეგახსენებთ, “ლივერპულში” იურგენ კლოპს “ფეიენოორდის” ამჟამინდელი დამრიგებელი არნე სლოტი შეცვლის, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა […]
პერსონალურ მონაცემთა სამსახური რუსულ კანონში შეტანილი ცვლილებების ხარვეზებზე მიანიშნებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ეხმაურება ხელისუფლების მიერ დაანონსებული მონაცემთა ბაზების საკითხს, ასევე რუსულ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლითაც კანონი მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც ეხება. განცხადებაში სამსახური მიანიშნებს შეტანილი ცვლილებების ხარვეზებზე, თუმცა თავს არიდებს შეაფასოს დაანონსებული ზომებისა და კანონში შეტანილი ცვლილებების კანონიერება. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი […]
„ერთი სიტყვა არ შეუცვლია“, – ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელშიც ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი იმ კანონთან შედარებით, რაც პარლამენტმა მიიღო. მისი თქმით, სულ ბოლოს, ერთი წინადადებაა დამატებული, რომ „ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე – მეტი სამართლებრივი შეფასება ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვერ მისცა“ – ამბობს ქადაგიშვილი: „კანონპროექტი სამართლებრივად არის გამართული და მაღალი […]
ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე – ამ ვეტოს დაძლევაც მოხდება – არანაირი დაფარული ან შავი ფულის გარეცხვაზე საუბარი არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს გეგმავს. მისივე თქმით, აღნიშნულ ვეტოს არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია თან არ ახლავს. „ამ ვეტოს დაძლევაც მოხდება, რადგან არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და კანონპროექტი არ მოჰყოლია. ეს არის უბრალოდ მისი პოლიტიკური განცხადებები ვეტოს სახით. ამ კანონის მიზანი არის მარტივი რამ, კანონიერი ფული – აქ […]
ეს არის მასონების მსგავსი ძალა, რომელსაც გავლენა აქვს მსოფლიოს პოლიტიკაზე – “ოცნების” დეპუტატი ლაშხი “გლობალური ომის პარტიაზე”

ეს არის მასონების მსგავსი ძალა, რომელსაც გავლენა აქვს მსოფლიოს პოლიტიკაზე – “ოცნების” დეპუტატი ლაშხი “გლობალური ომის პარტიაზე” “[ჟურნალისტი: თქვენმა პრემიერმინისტრმა გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა. რა არის გლობალური ომის პარტია?] მარიამ ლაშხი: გჯერათ მასონების? ფრიმასონების, მაგალითად, რომლებზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით და ვისაც მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თვითონ ვარ საგარეო ურთიერთობებში […]
ჰერჩინსკი: ვსაუბრობთ ამ სამწუხარო კანონზე, თუმცა ის მხოლოდ აისბერგის წვერს წარმოადგენს

კანდიდატის სტატუსი საქართველოს ხელისუფლებისთვის არ მიგვინიჭებია. კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ საქართველოს. ხელისუფლებები იცვლება – ეს არის ყველა დემოკრატიისთვის თავისთავადი [პროცესი], კანდიდატის სტატუსი კი რჩება. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ხელისუფლებასთან, რათა გადაგვედგა ნაბიჯი წინ კანდიდატის სტატუსის მოპოვებისკენ. ევროპის საბჭომ გააკეთა შეფასება და გასცა დადებითი რეკომენდაცია. შესაბამისად, ევროკომისიის გასული წლის შეფასებით, საკმარისი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ უფრო მეტს […]
ნათია თურნავას მოლოდინით, მომდევნო დღეებში ლარის კურსი თავის დაბალანსებულ ნიშნულს დაუბრუნდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით იყო გამოწვეული და რადგან, გაუფასურებაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს, $60 მლნ-ს ინტერვენცია საკმარისია იმისთვის, რომ ბაზარმა დაიწყოს დამშვიდება. „ჩვენ ვიხილეთ კურსის მოკლევადიანი რყევა ბაზარზე, მაგრამ ვინაიდან ამის უკან რამე ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორი არ დგას და ეს ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის შედეგია, ასეთ […]
მარიამ ლაშხის აზრით, “გლობალური ომის პარტია” მასონების მსგავსი ძალაა

ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ლაშხი ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-ზე ჟურნალისტ ლუის გუდალთან საუბრისას გლობალური ომის პარტიას მასონებს ადარებს, რომლებსაც “მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ”. მისი სიტყვებით, ზუსტად არ იცის ვინ არიან ამ ჯგუფის წევრები პიროვნულად. თუმცა, მისი თქმით, „მტკიცებულებები აქვთ, რომ დასავლეთის ომში ჩათრევის შეთქმულება არსებობს“. ჟურნალისტი მარიამ ლაშხს ეკითხება: თქვენმა პრემიერ-მინისტრმა გლობალური […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები დაენიშნათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს უნივერსიტეტმა სახელობითი სტიპენდია დაუნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით საბაკალავრო საფეხურის სამ სტუდენტს სამი სახელობითი – დავით სარაჯიშვილის, ნიკო ნიკოლაძის და აკაკი ხოშტარიას საფაკულტეტო სტიპენდიები დაენიშნათ. სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის […]