პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცნობს. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს “საგადასახადო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების […]

„ჯეო ჰოსპიტალსმა“ კლინიკურ კონფერენციას „მუცლის ტკივილი გადაუდებელ პრაქტიკაში“ უმასპინძლა – ღონისძიებას წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით გაიმართა კლინიკური კონფერენცია – ,,მუცლის ტკივილი გადაუდებელ პრაქტიკაში“, სადაც აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათი დაძლევის უახლეს გზებსა და ტენდენციებზე იმსჯელეს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ წამყვანი ქირურგები, რომლებმაც აუდიტორიას კლინიკური გამოცდილება გაუზიარეს, მოხსენებების შემდეგ კი პანელურ დისკუსიაზე სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს. ღონისძიებაზე წარდგა 6 სპიკერი 7 სხვადასხვა თემით. დავით ჯიქიამ, რომელიც ზოგადი ქირურგი, MD, PhD, პროფესორი, […]

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმრავლესობის დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ენჯეო“-„ნაციონალური მოძრაობის“ სიმბიოზი, ფაშისტური განწყობების სიმბიოზად იქცა და სოციალურ ქსელში თუ ისე, ფაშისტური მეთოდებით ადამიანების წალეკვას, ჩარეცხვას, გარიყვას ცდილობს“. „ჩვენი სოციალური ქსელის „ტროიკა“ მოსამართლეების […]

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა – „ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ“, ხალხის დაცინვაა

კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით განაცხადა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ქართველი ხალხის დაცინვაა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ კანონი უნდა გაუქმდეს. მისივე თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. „ეს არის საზოგადოების დაცინვა. ქალბატონმა სალომემ ყველა მეთოდი გამოიყენა […]

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მაისიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე. მათივე ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. „თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია […]

შალვა პაპუაშვილი – ხანდახან, მონსტრებთან მებრძოლები, თავად ხდებიან მონსტრები – როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით

ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუკი ვინმე ცდილობს რუსული მეთოდით ქართველ ხალხზე ზემოქმედებას, ეს მისი არჩევანია. „ერთადერთი ქვეყანა აქამდე, ვინც საქართველოზე სანქციებით ზემოქმედებას ცდილობდა, რუსეთი იყო. 30 წელია, რუსეთი სხვადასხვა მეთოდს – ხან ემბარგო იყო, ხან რა სანქცია, […]

„საქსტატი“ – 2024 წლის I კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.2 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2024 წლის I კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.2 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 2.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. მონაცემების თანახმად, 2024 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყანის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.2 პროცენტი – ნიდერლანდები, 8.1 პროცენტი – თურქეთი, 7.9 პროცენტი – ჩინეთი, 3.3 პროცენტი – […]

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, […]

პაპუაშვილი: პარლამენტი ვეტოს დაძლევს შემდეგ სასესიო კვირაში

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი ვეტოს დაძლევს და პროცედურულად ეს შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება. “ტექნიკურად წარმოდგენილი არის ეს [ვეტოს] პროექტი. ერთი რამე არის მნიშვნელოვანი. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს, რომ ეს კანონი ყველაზე ქართული კანონია. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან, ეს აჩვენებს ამ კანონის ქართულობას. […]იცით, რომ […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7575 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7575 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7475 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 17 მაისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7585 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9910 ლარია.