ირანის საელჩო ქვეყნის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ამ ქვეყნის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინციდენტის დროს ასევე დაიღუპნენ აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალექ რაჰმათი, თავრიზის პარასკევის იმამი მუჰამედ ალი ალ-ჰაშემი, პრეზიდენტის დაცვისა და ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები. „ღრმა მწუხარებით და დიდი გულისტკივილით ვიუწყებით ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის აიათოლა სეიედ ებრაჰიმ რაისისა და […]

ლევან დავითაშვილი – სამწუხაროდ, ჩვენ საწყისი პერიოდიდან დღემდე საქმე გვქონდა მხოლოდ დესტრუქციასთან – არ მოგვისმენია არგუმენტები იმისთვის, რომ რამე შეგვეცვალა ან გაგვეუმჯობესებინა

სამწუხაროდ, ჩვენ საწყისი პერიოდიდან დღემდე საქმე გვქონდა მხოლოდ დესტრუქციასთან, არ გვქონდა არანაირ კონსტრუქციულ დიალოგთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკანონმდებლო, პოლიტიკური კუთხით ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს და ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდეს. „გეტყვით, რომ პარტნიორებთან […]

დავით ფაცაცია ქუთაისში წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორიის (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაციას დაესწრო

ქუთაისში, სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ებრაელის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორიის (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, წიგნი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ გამოსცა და მასში შესულია უნიკალური საარქივო მასალები, რომელთაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ედო გრიფი „საიდუმლო“. ამასთან, აღნიშნულია, რომ პრეზენტაციას ესწრებოდნენ […]

დაბრმავებული გაქვთ თვალები?! ბიძინა რა შუაშია, როდესაც ჩვენ კანონზე ვსაუბრობთ! – პაატა კვიჟინაძე

„საერთოდ რა შუაში ბიძინა?! დაბრმავებული გაქვთ თვალები?! ბიძინა რა შუაშია, როდესაც ჩვენ კანონზე ვსაუბრობთ!“ – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ, ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას. როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციას თავად კანონზე არაფერი აქვს სათქმელი, დესტრუქციის შემოტანას ცდილობს. ხატია დეკანოიძე კითხულობდა, ვიცით თუ არა თანხა, რომელიც […]

სანქციების შესახებ კონგრესის გარკვეული წევრების ინიციატივა ალბათ, არ იქნება მიღებული – ლევან დავითაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მე ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა, კონკრეტული მაღალჩინოსნების სანქცირებასთან დაკავშირებით, ალბათ, არ იქნება მიღებული,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს არ არის ის ფორმა, რომელი ფორმითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ. „ჩვენ […]

„ლარის კურსი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი ბარომეტრია“ – BAG

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, როგორც ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას საქართველოში, გვსურს გამოვეხმაუროთ გასულ კვირაში ლარის კურსის რყევის პროცესს. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ლარის გაცვლითი კურსი არის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბარომეტრი და კურსის ვარდნა ყოველთვის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნეს სუბიექტებსა და შესაბამისად ეკონომიკაზე. ამასთან, ჩვენი დაკვირვებებიდან და ანალიზიდან გამომდინარე, ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის გარკვეული ვარდნა […]

ლეონ ჭელიძე კარტინგში იტალიის ჩემპიონატის მეორე ეტაპის გამარჯვებულია

10 წლის ქართველმა მრბოლელმა ლეონ ჭელიძემ კარტინგში იტალიის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა. სპორტსმენმა რბოლა მეხუთე პოზიციიდან დაიწყო და პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე ადგილი იტალიელ სპორტსმენს ერგო, მესამე კი ესტონელმა მრბოლელმა დაიკავა. იტალიის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე 13 ქვეყნის 30 სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველმა მრბოლელმა ამ გამარჯვებით 50 ქულა მოიპოვა.

“წასვლასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დარჩენასთან” – გვარდიოლამ “სიტის” 2025 წელს დატოვება დაანონსა

გუშინ, 19 მაისს, “მანჩესტერ სიტიმ” “ვესტ ჰემი” 3:1 დაამარცხა და პრემიერლიგის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიგო. მატჩის შემდეგ “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, კლუბს 2025 წლის ზაფხულში დატოვებს. “სიტუაცია ასეთია, წასვლასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დარჩენასთან. კლუბის ხელმძღვანელებთან ვისაუბრებ, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ მომდევნო სეზონში ისევ აქ ვიქნები”, – განაცხადა […]

კარასინი: ზურაბიშვილი საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციას თავდაუზოგავად ცდილობს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს ორჯერ გამოეხმაურა. “თავისებური ქალია ზურაბიშვილი, როგორც ჩანს საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციას თავდაუზოგავად ცდილობს. პარლამენტში მმართველი უმრავლესობის მიერ მიღებული უცხოეთის გავლენის აგენტების კანონი მასში უცნაურად დაჟინებულ უარყოფას იწვევს. ჩნდება კითხვა – ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? სცენარი მთლიანობაში გასაგებია, მაგრამ პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია […]

ოფშორების კანონზე ვეტოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

დღეს, 20 მაისს, პარლამენტში გამართულ საფინანსო-საკომიტეტო სხდომამ მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის ვეტოს ე.წ. “ოფშორების კანონპროექტზე”. პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებში აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია და არ შეიძლება იქნეს მიღებული დაჩქარებული წესით (განხილვისთვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე) – შებამისად, ის ფორმა, როგორც და რანაირადაც […]